
10 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების იდენტიფიცირება“.
შეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს აუტიზმის პროგრამის ქეისმენეჯერი თამარ გვალია.
დრო: 10 ივლისი, 16:00 საათი
შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი.
შეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n
[wpai_display_imported_files_here]