
19 ივნისს, პარასკევს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება „ჯიპიაი ჰოლდინგის” HR დეპარტამენტის უფროსი ნინო ხაჭაპურიძე.
2006 წლიდან „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი გახდა.
BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს:
როგორ დავგეგმოთ კარიერული და პიროვნული განვითარება;
როგორ შევქმნათ პერსონალური ბრენდი და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს კარიერაზე;
როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები ჩვენი პროფესიული მიზნების მისაღწევად;
თვითშემეცნების ტექნიკები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება;
ნეთვორკინგის დანიშნულება და კავშირი ჩვენს მიზნებთან.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 18 ივნისის 23:59 საათისა.
შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
დრო: 19 ივნისი, 15:00 საათი
[wpai_display_imported_files_here]