Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ვებინარი თემაზე: „COVID-19 – კვებითი ჩვევები, ნეგატიური გამკლავება და კვებითი აშლილობები“

ივნისი 5, 2020 / 18:00

5 ივნისს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანრმთელობის რესურსცენტრისა და ადიქციის კვლევების ინსტიტუტის ვებინარი თემაზე: „COVID-19 – კვებითი ჩვევები, ნეგატიური გამკლავება და კვებითი აშლილობები“.

რა რისკები მოუტანა კოვიდ-19-ის პანდემიამ იმ ადამიანებს, რომელთაც კვებითი აშლილობები აქვთ? ხომ არ გაზარდა კვებითი აშლილობების რისკი ზოგადად მოსახლეობაში? როგორ უნდა მოხდეს კვებასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია? – ამ და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ისაუბრებენ ვებინარის წამყვანები:

  • ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • ია შეყრილაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • ეკა ჭყონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

დრო: 5 ივნისი, 18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ISPCC კონსულტირების ცენტრი – https://bit.ly/36VOYUt

სერიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VdUiyA

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 5, 2020
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: