
8 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით ვებინარების სერიის „COVID-19-თან დაკავშირებული ახალი ფსიქოსოციალური რეალობა და მასთან გამკლავება“ ფარგლებში გაიმართება მესამე ვებინარი.
ვებინარის თემა: „COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება“
მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რა გამოწვევების წინაშე აყენებს COVID-19-ის პანდემია ნარკოტიკებზე დამოკიდებულ და ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებს, რამდენად შეცვალა ამ გამოწვევებმა ადიქციის სერვისების მომსახურება, რა შეიძლება გაკეთდეს ამ გამოწვევათა საპასუხოდ.
ვებინარს გაუძღვებიან:
შეგიძლიათ წინასწარ მოგვაწოდოთ შეკითხვები მისამართზე: ispcc@iliauni.edu.ge
ან დაგვისვათ ლაივის მსვლელობისას.
დრო: 8 მაისი, 18:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტირების ცენტრის ფეისბუქგვერდი
სერიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VdUiyA
[wpai_display_imported_files_here]