
5 მაისს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება ონლაინჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში.
ტურნირი გაიმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს – 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდეთ www.chess.com-ზე და გაწევრიანდეთ ონლაინკლუბში – Student-ი. შემდეგ უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი, რომელშიც მიუთითებთ სახელს, გვარს, პირად ნომერს და chess.com-ზე დარეგისტრირებულ მეტსახელს. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
Chess.com-ზე კლუბში გაწევრიანებისა და სარეგისტრაციო ბმულის შევსების ბოლო ვადაა 3 მაისი. შეჯიბრებაზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ დაწყებამდე 1 საათით ადრე.
Chess.com-ზე რეგისტრაციისას სტუდენტებმა უნდა გამოიყენოთ რეალური ვინაობა. მეტსახელი (ნიკნეიმი) შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ პროფილში აუცილებლად უნდა შეიტანოთ სახელი და გვარი.
მონაწილეებს მინიმუმ 5 პარტია მაინც უნდა ჰქონდეთ გათამაშებული ჩემპიონატის დაწყებამდე იმავე კონტროლით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წარმომადგენელს, გიორგი ანდრიაძეს – 555101087.
[wpai_display_imported_files_here]