Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ენისა და მეტყველების თერაპიის საერთაშორისო დღე

მარტი 6, 2020 / 18:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია წელს მეორედ უერთდება 6 მარტის, ენისა და მეტყველების თერაპიის საერთაშორისო დღის, აღნიშვნას და გიწვევთ საჯარო შეხვედრაზე, რომელზეც საუბარი იქნება ენისა და მეტყველების თერაპევტის როლზე წერა-კითხვის სირთულეების დროს.

შეხვედრაზე საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოცოციაცია წარმოადგენს მის მიერ შემუშავებულ თერაპევტის პროფესიული კომპეტენციებისა და ეთიკის ნორმებს.

ვროპის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (CPLOL) ყოველწლიურად 6 მარტს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს აღნიშნავს. ღონისძიების მიზანი კომუნიკაციის, ყლაპვისა და კვების დარღვევების დროს ენისა და მეტყველების თერაპევტის როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

2020 წლის თემად წერისა და კითხვის სირთულეები გამოცხადდა. ამ დღეს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპევტები გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებას, რათა საზოგადოებას გააცნონ წერისა და კითხვის სირთულეების დროს დროს ენისა და მეტყველების თერაპევტების ფუნქცია.

დრო: 6 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 6, 2020
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: