
5 მარტს,17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მწერლისა და პუბლიცისტის, გულნარა სტურუას წიგნის „რანი ვართ ახლა” პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს ლიტერატურულ და პუბლიცისტურ წერილებს. ეს მწერლის ამ ჟანრის მეოთხე წიგნია და მასშიც, წინა კრებულების მსგავსად, ავტორი ქართულ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
დრო: 5 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]