
5 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა მწერალ თეონა დოლენჯაშვილთან. სტუმარი წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი ნაწარმოებებიდან და ისაუბრებს ლიტერატურის შესახებ.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველო მეხუთედ შეუერთდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის შესახებ
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld”-ის მიერ ინიცირებული მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მასში მონაწილეთა რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. საქართველოში ეს დღე 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. პროექტის ფარგლებში იგეგმება უამრავი ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით. მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი მწერლები სტუმრობენ სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებას, საუბრობენ წიგნიერების მნიშვნელობაზე და საჯაროდ კითხულობენ ნაწარმოებებს.
დრო: 5 თებერვალი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]