BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260622T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260622T170000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260622T104825Z
LAST-MODIFIED:20260622T111538Z
UID:10006085-1782122400-1782147600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კოლოკვიუმის კვირეული მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე
DESCRIPTION:22 ივნისიდან – 16 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე იგეგმება სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული. \nსადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია\, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარადგენენ კვლევის ანგარიშს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისიის წევრების\, აკადემიური პერსონალის\, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. \nკოლოკვიუმები მიზნად ისახავს კვლევითი პროცესის სისტემატიზაციასა და დოქტორანტისთვის მის პროგრესთან დაკავშირებით განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდებას როგორც დარგობრივი კომისიისგან და ხელმძღვანელისგან\, ასევე კოლოკვიუმზე დამსწრე დარგობრივი და მომიჯნავე დისციპლინების პროფესორებისგან\, მკვლევრებისგან\, სტუდენტებისგან და ორგანიზაციებისგან (მათი ჩართულობის შემთხვევაში). \nსადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული დაიწყება 22 ივნისს და დასრულდება 16 ივლისს. \nდეტალური ინფორმაცია: კოლოკვიუმების განრიგი\, მომხსენებლები\, თემები და ზუსტი თარიღები\, ასევე ადგილმდებარეობა\, გთხოვთ\, იხილოთ თანდართულ ფაილში. \nთანდართული დოკმენტი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kolokviumis-kvireuli-metsnierebatha-da-khelovnebis-phakultetze/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260622T123000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260622T133000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260619T111836Z
LAST-MODIFIED:20260619T112132Z
UID:10006084-1782131400-1782135000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაგისტრანტ ნინო ორაგველიძის ნაშრომის “Ice Nucleation Properties Over the Oceans“ დაცვა
DESCRIPTION:აერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (InMas) სტუდენტი ნინო ორაგველიძე დაიცავს სამაგისტრო ნაშრომს “Ice Nucleation Properties Over the Oceans”. \nნინო ორაგველიძეს მიენიჭება ორმაგი სამაგისტრო ხარისხი: \n\nმეცნიერების მაგისტრი ატმოსფერულ მეცნიერებებში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nდედამიწისა და პლანეტების\, გარემოს მეცნიერებების მაგისტრი (კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი\, კლერმონ-ფერანი\, საფრანგეთი)\n\nაღსანიშნავია\, რომ საქართველოში პირველად გაიცემა ორმაგი დიპლომი ატმოსფერული მეცნიერებების დარგში. \nსაერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა InMas განაგრძობს სტუდენტთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროგრამის ხელმძღვანელებს ელექტრონულ მისამართებზე: didebulidze@iliauni.edu.ge; mayatodua@iliauni.edu.ge;  giorgi.dalakishvili@iliauni.edu.ge \nფორმატი: ჰიბრიდული \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22 ივნისი\, 12:30-13:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/magistrant-nino-oragvelidzis-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/nino-oragvelidzis-samagistro-nashromis-datsva-OLD1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260623T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260623T180000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260617T090203Z
LAST-MODIFIED:20260619T172049Z
UID:10006080-1782230400-1782237600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს სემინარს „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“. \nმომხსენებელი განიხილავს ვირტუალური მასის კონცეფციას და მის მათემატიკურ ასპექტებს მყარი სხეულისა და სითხის ურთიერთქმედების კონტექსტში. მომხსენებელი ისაუბრებს იმ თანამედროვე თეორიულ მოდელებსა და ალგორითმებზე\, რომლებიც აღნიშნული ფენომენის აღსაწერად გამოიყენება. \nშეხვედრის მიზანია აუდიტორიისთვის ამ მიმართულებით არსებული უახლესი მიდგომების გაზიარება. \nსემინარი გაიმართება ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტის კვლევითი სემინარების ციკლის „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“ ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-khimshiashvilis-seminari-virtualuri-masis-mathematikuri-aspeqtebi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-khimshiashvilis-seminari-old.new_.fb2_.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260624T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260624T200000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260623T112738Z
LAST-MODIFIED:20260623T154943Z
UID:10006092-1782327600-1782331200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოციოლოგიის დღეები 2026 ილიაუნიში
DESCRIPTION:24-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური ღონისძიება „სოციოლოგიის დღეები 2026“. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები\, დოქტორანტები და მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ საქართველოს აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე: მეცნიერება და ძალაუფლება პოსტსიმართლის ეპოქაში\, ცოდნის დეკოლონიზაცია\, განათლება როგორც ემანსიპაციის ინსტრუმენტი და სხვ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24-26 ივნისი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \nგანრიგი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sotsiologiis-dgheebi-2026-iliaunishi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260625T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260625T170000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260623T065052Z
LAST-MODIFIED:20260623T123258Z
UID:10006088-1782403200-1782406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ ხულია ხიმენეს როდრიგესის საჯარო ლექცია „სიყვარული\, თანაცხოვრება\, რელიგია და ძალაუფლება: დროებითი ქორწინების გლობალური დინამიკა“
DESCRIPTION:25 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გრანადის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ხულია ხიმენეს როდრიგესი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სიყვარული\, თანაცხოვრება\, რელიგია და ძალაუფლება: დროებითი ქორწინების გლობალური დინამიკა“. \nმომხსენებელი განიხილავს დროებითი ქორწინების (Nikāḥ al-mutʿa) ისლამური ინსტიტუტის მახასიათებლებს\, მის გლობალურ გავრცელებასა და პოლიტიკურ ინსტრუმენტად ტრანსფორმაციის პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მისი\, როგორც კონფლიქტისა და იძულების მექანიზმის\, გამოყენებაზე იემენში. \nხულია ხიმენეს როდრიგესი ესპანეთის გრანადის უნივერსიტეტის მაგისტრანტია. იგი იკვლევს არაბულ და ებრაულ კულტურას (ალ-ანდალუსი და თანამედროვე სამყარო). ამჟამად Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას გადის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mkvlevar-khulia-khimenes-rodrigesis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/mkvlevar-khulia-khimenes-rodrigesis-sajaro-leqtsia-new1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260625T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260625T190000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260617T084500Z
LAST-MODIFIED:20260617T084500Z
UID:10006079-1782406800-1782414000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის\, არტურ გებალის საჯარო ლექცია “Introduction to Poland: history\, culture\, transformation”
DESCRIPTION:25 ივნისს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში\, არტურ გებალი წაიკითხავს საჯარო ლექციას “Introduction to Poland: history\, culture\, transformation”. \nმომხსენებელი ისაუბრებს პოლონეთის ისტორიაზე\, კულტურულ თავისებურებებზე და ქვეყნის პოლიტიკური\, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითად ეტაპებზე. \nდაინტერესებული აუდიტორია გაეცნობა პოლონეთის ისტორიულ გამოცდილებას\, თანამედროვე განვითარების პროცესს და იმ კულტურულ და საზოგადოებრივ კონტექსტს\, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმაციაში. \nლექცია წარიმართება კითხვა-პასუხის სახით. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/polonethis-misiis-khelmdzghvanelis-artur-gebalis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/polonethis-elchis-viziti-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260625T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260625T193000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260617T093745Z
LAST-MODIFIED:20260617T093745Z
UID:10006081-1782415800-1782415800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AI და ფსიქოლოგია – ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში
DESCRIPTION:25 ივნისს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „AI და ფსიქოლოგია: ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში“. \nხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა და გენერაციული მოდელების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ჩატბოტების გამოყენებას ფსიქოთერაპიასა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. ერთი მხრივ\, ადამიანები AI ჩატბოტებს მიმართავენ პირად საკითხებსა და პრობლემებზე სასაუბროდ\, მეორე მხრივ კი\, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) სპეციალურად მენტალური ჯანმრთელობის ასისტენტი ჩატბოტების შესამუშავებლადაც გამოიყენება. \nხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების თერაპევტის როლში გამოყენება მარტივად ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია\, თუმცა საკმაოდ საფრთხილოცაა\, რადგან: \n\nმსგავსი ტექნოლოგიების უმეტესობა არ არის შექმნილი ან განკუთვნილი ფსიქოთერაპიული მკურნალობის უზრუნველსაყოფად თუ ჩასანაცვლებლად;\nხშირ შემთხვევაში ისინი არ მოიცავს შესაბამის უსაფრთხოების პროტოკოლებს.\n\nშეხვედრაზე განსახილველი საკითხები: \n\nAI თერაპიაში: აპლიკაციები\, ჩატბოტების მოდელები და ინსტრუმენტები;\nსპეციალიზებული აპლიკაციებისა და ზოგადი ჩატბოტების (generic chatbots) მუშაობის პრინციპები (ალგორითმები\, მონაცემთა ბაზა\, ალბათობა და სხვ.) და მათი განმასხვავებელი მახასიათებლები;\nპრაქტიკული გამოყენების შემთხვევები (ქეისები): რა პრინციპებით და რა პირობებშია გონივრული მათი გამოყენება მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის;\nAI თერაპიის განვითარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერის ღირებულება;\nეთიკა\, უსაფრთხოება და კონტროლი.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 ივნისი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია (უმაღლესი კვლევების ცენტრი)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ai-da-phsiqologia-khelovnuri-inteleqti-phsiqotherapiashi-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/bavshvis-ganvitharebis-inst.-niusi-old.new_.fb1_.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260626T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260626T170000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260626T083410Z
LAST-MODIFIED:20260626T114052Z
UID:10006095-1782460800-1782493200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე წარმატებით მიმდინარეობს კვლევითი სემინარების ციკლი „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“. \nპროექტის მიზანია მათემატიკის აქტუალური საკითხების განხილვა\, სამეცნიერო დისკუსიების წახალისება\, დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და დოქტორანტების გამოცდილების გაზიარება და მათი კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა. \nგაზაფხულის სემესტრში  გაიმართა არაერთი მოხსენება და სემინარი: \n28 აპრილი – პროფესორ სულხან მუხიგულაშვილის მოხსენება „პერიოდული ტიპის სასაზღვრო ამოცანა მაღალი რიგის ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისთვის“; \n5 მაისი – პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის ინტერაქციული სემინარი: „ელექტროსტატიკური იონური დამჭერების თვალსაჩინო მათემატიკური მოდელები“; \n19 მაისი – პროფესორ მერაბ სვანაძის მოხსენება „პოტენციალთა მეთოდი მურ-გიბსონ-ტომპსონის თერმოფოროდრეკადობის ბმულ თეორიაში“; \n9 ივნისი – ტექნოლოგიების სკოლის დოქტორანტ ანა დიაკვნიშვილის მოხსენება „ბიცენტრული მრავალკუთხედები და შტაინერის ფორიზმი“; \n16 ივნისი – პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „შტაინერის ფორიზმი\, როგორც სუპერინტეგრირებადი სისტემა“; \n23 ივნისი – პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის მოხსენება „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“. \nფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტი მადლობას უხდის მომხსენებლებსა და დამსწრე აუდიტორიას აქტიური მონაწილეობისთვის. კვლევითი სემინარების ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრების განრიგისა და თემატიკის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevithi-seminarebis-tsikli-thanamedrove-mathematikis-rcheuli-amotsanebi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/biznesi-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260627T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260627T170000
DTSTAMP:20260729T052802
CREATED:20260622T112648Z
LAST-MODIFIED:20260623T062757Z
UID:10006086-1782572400-1782579600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:WordPress Tbilisi Meetup-ის მერვე შეხვედრა
DESCRIPTION:27 ივნისს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროექტ WordPress Tbilisi Meetup-ის მერვე შეხვედრა. \nმომხსენებლები: \n\nდიმიტრი გოგელია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, WordPress-ის მენტეინერი;\nგოგა ტრაპაიძე\, ვებდეველოპერი;\nგიორგი მამადაშვილი\, GoDaddy-ის თანამშრომელი\, WordPress-ის ძირითადი გუნდის წევრი და კომიტერი.\n\nგანსახილველი თემები: \n\nრა არის ახალი WordPress 7.0-ის AI ხელსაწყოებში;\nვებსაიტი: ბიზნესმოლოდინი და რეალობა;\nრას უნდა ველოდოთ WordPress-ის მომავალ ვერსიებში.\n\nრეგისტრაცია: დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/3yZdRFzktffPLxcA7 \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზატორებს ელექტრონულ ფოსტაზე: meetup@wp.ge \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/wordpress-tbilisi-meetup-is-merve-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/WordPress-Tbilisi-Meetup-is-merve-shekhvedra-new.png
END:VEVENT
END:VCALENDAR