BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260525T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260525T180000
DTSTAMP:20260609T235738
CREATED:20260515T122411Z
LAST-MODIFIED:20260515T122506Z
UID:10006006-1779724800-1779732000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაოლო ბერნარდის ვორკშოპი „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“
DESCRIPTION:25\, 27 და 28 მაისს\, 16:00-დან 18:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პადუის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს-პროფესორი\, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი\, დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი\, მედიცინის დოქტორი (MD) პაოლო ბერნარდი გამართავს ვორკშოპს „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“. \nვორკშოპის პროგრამა აკავშირებს ისტორიულ ბიოენერგეტიკასა და თანამედროვე სამედიცინო კვლევებს. შეხვედრები მიეძღვნება მიტოქონდრიის სასიცოცხლო როლის განხილვას როგორც ჯანმრთელობის\, ისე დაავადებების მართვის პროცესში. \nპროგრამის ძირითადი საკითხები: \n\nენერგიის კონსერვაცია ბიოენერგეტიკაში: ისტორიული მიმოხილვა\, თუ როგორ შეისწავლიან უჯრედული ენერგიის მექანიზმებს;\nომი და მშვიდობა: როგორ ინტეგრირდა მიტოქონდრიები ეუკარიოტულ უჯრედებში და როგორ ნარჩუნდება ბიოლოგიური ჰარმონია;\nკიბოს დრამა: მიტოქონდრიული დისფუნქციის გადამწყვეტი როლის ანალიზი სიმსივნის პროგრესირებაში;\nკუნთოვანი დისტროფიები: მიტოქონდრიული პათოგენეზის კვლევა და თერაპიის ახალი ჰორიზონტები.\n\nვის შეუძლია მონაწილეობა? \nსტუდენტებს\, მკვლევრებსა და კლინიცისტებს\, რომელთაც სურთ\, გაიღრმაონ ცოდნა მიტოქონდრიული სიგნალიზაციისა და მისი თერაპიული მნიშვნელობის შესახებ. \nკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი. \nრეგისტრაცია \nმონაწილეობის მსურველებმა  წინასწარ უნდა გაიარონ  რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yr8q725QgRiu4Kmn7 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25\, 27\, 28 მაისი\, 16:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-paolo-bernardis-vorkshopi-mitoqondria-energiis-konservatsiidan-daavadebis-pathogenezsa-da-therapiamde/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/vorqshopi-sabunebismetqhvelo-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260527T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260527T210000
DTSTAMP:20260609T235738
CREATED:20260519T091152Z
LAST-MODIFIED:20260519T091252Z
UID:10006020-1779908400-1779915600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ელისო“ – კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი – კინოჩვენება და თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:27 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის „ელისო“ (1928) ჩვენება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია „ელისო“\, როგორც კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი“. \nნიკოლოზ შენგელაია\, რომელიც ფუტურისტული პოეზიიდან მოდის\, 1920-იანი წლების კინოშიც (რომელსაც ის ახასიათებს\, როგორც „მჟავე ცრემლებით გამომბალს“) შემოიტანს და განახორციელებს მოდერნისტული პოეზიის იდეებს\, სიტყვის „განივთებასა“ და „გაკინემატოგრაფებას“ (შალვა ალხაზიშვილი\, „კინოაპოლოგია“). \n„ელისო“\, სწორედ ამ პერიოდის კინოავანგარდის კლასიკური ნიმუში\, საბჭოთა ავანგარდის\, განსაკუთრებით კი ეიზენშტეინისეული რიტმული მონტაჟის\, ტრადიციას აგრძელებს. „პოეზიის მონტაჟით“ ის უბრალოდ სახიერად მეტყველ კინოს კი არ წარმოადგენს\, არამედ ბრძოლის\, დაუმორჩილებლობის\, ერთიანობისა და წინააღმდეგობის „კოლექტიური გმირის“ მანიფესტია. \nსხვადასხვა სარწმუნოების ჩეჩენი ელისოსა და ქართველი ვაჟიას სიყვარულის ისტორია ცარისტულ რუსეთთან ბრძოლაში მტრულად განწყობილი ხალხების გაერთიანების ისტორიად იკითხება. \nროგორც ცნობილი თეორეტიკოსი\, ვიქტორ შკლოვსკი წერდა „ეს ახალი სიუჟეტი აკავშირებს არა ორ-სამ ადამიანს\, არამედ ორგანიზებას უკეთებს მასას… ერთ-ერთი უხუცესთაგანი იწყებს ჩუმი ხმით სიმღერას. ფილმი უხმოა\, მაგრამ ჩვენ სიმღერას ვხედავთ. ეს საცეკვაო სიმღერაა. ტაშის შემოკვრა ცვლის განწყობას\, მოტირალთ ცრემლი შეაშრებათ\, იმედის ნაპერწკალი სასოწარკვეთას გამარჯვებად თუ არა\, საკუთარ თავში რწმენად გადააქცევს“. \nღონისძიების ორგანიზატორია კინოკლუბი “CINEMA CLUB” პროექტის “The Film Corner Clubs 2026–2028” ფარგლებში. \nინიციატივა ხორციელდება პროგრამა Creative Europe – MEDIA-ის ფინანსური მხარდაჭერით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eliso-kinochveneba-da-theo-khatiashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/kinochveneba-da-theo-khatiashvilis-sajaro-leqtsia-OLD.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260528T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260528T180000
DTSTAMP:20260609T235738
CREATED:20260525T125944Z
LAST-MODIFIED:20260525T125944Z
UID:10006031-1779984000-1779991200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – მერი ცუცქირიძის მოხსენება „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო\, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი\, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“
DESCRIPTION:28 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო\, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი\, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“. \nსულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ზნეობის „თეორია“ და ზნეობის ქადაგება. მის მიერ შედგენილ „სიტყვის კონად“ წოდებულ  „ქართულ ლექსიკონში“ თავმოყრილია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში შემუშავებული ფილოსოფიური ეთიკის არსებობის გამამართლებელი მეცნიერული სტატუსის მქონე ტერმინოლოგია. \nზნეობის პრობლემები მის მსოფლმხედველობაში განხილულია  ადამიანის რაობასთან მიმართებაში. ეს არის ადამიანის გონებისა თუ გრძნობადი უნარების მნიშვნელობის აღიარებისა და ნების თავისუფლების პრობლემა. ადამიანის რაობა დამოკიდებულია თავად ადამიანზე. ამ თავისებურებას ყველაზე კარგად გამოხატავს ზნეობა. მასში ჩანს ადამიანის თავისუფლება\, დამოკიდებულება სიკეთესა და ბოროტებასთან. \nზნეობრივ ღირებულებებთან მიმართებაში ყალიბდება ინდივიდისა და ხალხის\, საზოგადოების ზნე-ჩვეულებები; სულხან-საბა ორბელიანი იძლევა პასუხებს ამ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ანტიკური\, შუა საუკუნეების და ნეოპლატონური ფილოსოფიიდან მიღებული ჭეშმარიტი და დამაჯერებელი ცოდნის საფუძველზე:  ჭეშმარიტებაში ყოფნა არის საკუთარ შინაგან ბუნებაში ჩაღრმავება – „იცან თავი შენი“\, „განვიცადოთ კაცად-კაცადმან სჳინიდისი თვისი“\, „ვიცვალოთ ზნენიცა ჩვეულებათა ჩვენთანი“. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28  მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-meri-tsutsqiridzis-mokhseneba-aqa-dastchvriten-stsavlis-moqhvareno-vithar-dznel-ars-philosophostha-enani-aramed-gemoan-da-satsadel-sulkhan-saba-orbelianis-zneobis-philosophia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/anthropologia-mariam-darchiashvili-02-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260529T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260529T170000
DTSTAMP:20260609T235738
CREATED:20260518T091103Z
LAST-MODIFIED:20260518T091103Z
UID:10006015-1780070400-1780074000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:29 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება ახლად დაფუძნებული გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია. \nგლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი კომპლექსურად შეისწავლის მყინვარებს\, კრიოსფეროსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს. \nცენტრის მთავარი მიზანია საქართველოსა და კავკასიის მყინვარების სისტემური მონიტორინგი და გლაციოლოგიური საფრთხეების შეფასება. ცენტრის თაოსნობით განხორციელდება მრავალწლიანი კვლევითი პროგრამები\, საერთაშორისო პროექტები\, სტუდენტური და სადოქტორო ინიციატივები\, ასევე მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიებები. \nცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: \n\nთანამედროვე გლაციოლოგიური კვლევები;\nდისტანციური ზონდირება;\nსაველე ექსპედიციები;\nგეომორფოლოგიური ანალიზი;\nკლიმატური მოდელირება.\n\nდღეს\, როდესაც კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აჩქარებს მყინვარების დეგრადაციას და ზრდის ბუნებრივი საფრთხეების რისკს\, მსგავსი ცენტრის შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია როგორც მეცნიერების\, ისე ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით. ცენტრი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას\, ახალგაზრდა მკვლევართა განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ გლაციოლოგიურ კვლევით სივრცეში. \nპრეზენტაციას გაუძღვება ლევან ტიელიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გლაციოლოგიის მიმართულებით. ახლახან იგი აირჩიეს საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების (International Glaciological Society) მმართველობითი საბჭოს წევრად. 1936 წელს ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოება ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული ორგანიზაციაა კრიოსფეროს კვლევის მიმართულებით და აერთიანებს მეცნიერებს\, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობენ თოვლსა და ყინულოვან სისტემებს. \nპროფესორი ტიელიძე გასულ კვირას აირჩიეს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Remote Sensing-ის რედაქტორად. გამოცემა ეძღვნება მთის მყინვარებისა და ანტარქტიკის მყინვარული ფარების დინამიკის თანამედროვე კვლევებს. \nდრო: 29 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/glatsiologiis-kvlevithi-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/glats_akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260529T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260529T190000
DTSTAMP:20260609T235738
CREATED:20260514T094121Z
LAST-MODIFIED:20260515T083218Z
UID:10006002-1780077600-1780081200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება
DESCRIPTION:29 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება. \nპროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის\, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალების\, პოპულარიზაციას. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ\, რა როლი აქვს ქოფირაითინგს სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შემუშავების\, ვებგვერდების შექმნის\, ციფრულ კამპანიებსა და კრეატიულ პროცესებში. მომხსენებლები დაინტრესებულ მსმენელს გაუზიარებენ წარმატებულ კამპანიებს. \nსპიკერები \n\nშოთა ჩინჩალაძე – ბრენდის სტრატეგი და ბრენდის სტრატეგიის პირველი ქართული წიგნის ავტორი\nსანდრო ციცქიშვილი – Supermarket Agency-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი\nეთო მერებაშვილი – მარკეტინგის სტრატეგი და მომხმარებლის ქცევის ექსპერტი. Socialsharks Georgia-ს გენერალური მენეჯერი\nგიორგი კვიტატიანი – Joyboy Creative Studio-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი\nვახტანგ დავითაშვილი – McCann Tbilisi-ის ქოფირაითერი\nიოსებ ბესტაევი – მარკეტერი\nსალი ნიკოლაიშვილი – არტდირექტორი\n\nღონისძიების მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, „კახთა ბატონი“\, „მუსიკის სახლი“\, „გიზგიზი“\, „Snacky“\, Bakuriani Inn\, Dreamland Oasis\, „Red Bull“ \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qophiraithinguli-shesveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/Copy-Break-new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260530T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260530T150000
DTSTAMP:20260609T235738
CREATED:20260507T082605Z
LAST-MODIFIED:20260507T082605Z
UID:10005996-1780133400-1780153200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი “Advanced Marine Monitoring for the Sustainable Blue Economy of the Black Sea”
DESCRIPTION:30 მაისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ახალგაზრდა მკვლევრების\, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტ EfxINNOs-ის ფარგლებში გაიმართება ვორკშოპი  “Advanced Marine Monitoring for the Sustainable Blue Economy of the Black Sea” („თანამედროვე საზღვაო მონიტორინგი შავი ზღვის მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის“). \nმონაწილენი  დეტალურად განიხილავენ დისტანციური ზონდირებით ქლოროფილის კონცენტრაციის გამოთვლის მეთოდოლოგიას\, ასევე ჩატარდება in situ კვლევის ზოგიერთი პრაქტიკული ანალიზი. \nვორკშოპს გაუძღვებიან: \n\nქეთევან კუპატაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით;\nნუცა მეღვინეთუხუცესი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი\, GIS-ლაბორატორიის გეოინფორმატიკის სპეციალისტი;\n აიშე გაზიჰანი\, დოქტორი\, პროფესორი\, AG Marine Solutions / AGMS (დისტანციურად ჩაერთვება).\n\nაუცილებელია\, ყველა მონაწილეს თან ჰქონდეს პერსონალური ლეპტოპი\, რომელშიც წინასწარ იქნება დაინსტალირებული პროგრამა SNAP. \nპროგრამა უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: https://step.esa.int/main/download/snap-download/ \nრეგისტრაციის წესი \nდასწრების მსურველებმა 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით  წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ ბმულზე: https://forms.gle/T7sawMQddcZYhg9c8 \nმონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 30 მაისი\, 09:30 საათი – რეგისტრაცია \n10:00-15:00 საათი – ვორკშოპი  (გათვალისწინებულია ორი შესვენება) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \n2026 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-advanced-marine-monitoring-for-the-sustainable-blue-economy-of-the-black-sea/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/vorkshopi-Advanced-Marine-Monitoring-for-the-Sustainable-Blue-Economy-of-the-Black-Sea-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260530T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260530T170000
DTSTAMP:20260609T235738
CREATED:20260527T074332Z
LAST-MODIFIED:20260527T074332Z
UID:10006032-1780153200-1780160400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს Wordpress-ში – TBILISI WORDPRESS MEETUP-ის ღონისძიებათა ციკლი
DESCRIPTION:30 მაისს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი”  WordPress Tbilisi Meetup-ის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში გაიმართება მეშვიდე შეხვედრა თემაზე „როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს WordPress-ში“. \nმომხსენებლები: \nალექსანდრე ჩომახიძე\, „WordPress სპეციალისტი AI ეპოქაში: კონტენტი\, SEO\, ავტომატიზაცია და AI Search Readiness“; \nდიმიტრი გოგელია\, „როგორ დავწეროთ WordPress-ის პლაგინი AI-ის დახმარებით“; \nნატალია გოგიაშვილი\, „AI\, როგორც თანადეველოპერი — ჰუმანიტარის გამოცდილება“. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/arTuW \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rogor-iqheneben-khelovnur-inteleqts-wordpress/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/MEETUP-is-ghonisdziebatha-tsikli-dimitri-gogelia-New.png
END:VEVENT
END:VCALENDAR