BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260504T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260505T190000
DTSTAMP:20260507T050058
CREATED:20260429T114916Z
LAST-MODIFIED:20260429T115333Z
UID:10005989-1777903200-1778007600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
DESCRIPTION:4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის G106 დარბაზში უმასპინძლებს სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს\, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. \nფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში მეცნიერთა ავტორობით\, თანაავტორობითა თუ თანამონაწილეობით შექმნილი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები და ვიდეორგოლები უახლესი გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებისა და მიგნებების შესახებ შემდეგ დისციპლინებში: \n\nარქეოლოგია;\nსპელეოლოგია;\nკლიმატოლოგია;\nგლაციოლოგია;\nსოციოლოგია და სხვ.\n\nფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო ფილმს\, რომლის ჩვენება გაიმართება 2026 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (KISFF). \nფესტივალის მხარდამჭერები \n\nსაერთაშორისო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი National Geographic;\nსამეცნიერო-პოპულარული ონლაინგამოცემა NextOn.ge;\nქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი (KISFF);\nსაქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაცია – დოკა (DOCA).\n\n  \nგანრიგი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-dokumenturi-philmebis-phestivali-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/NEW-tsiqaridze1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260507T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260507T140000
DTSTAMP:20260507T050058
CREATED:20260505T115240Z
LAST-MODIFIED:20260505T115240Z
UID:10005993-1778158800-1778162400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მესამე შეხვედრის თემა „შეფასება და სამოტივაციო წერილი“
DESCRIPTION:7 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში მარი ნუცუბიძე გამართავს შეხვედრას თემაზე „შეფასება და სამოტივაციო წერილი“. \nსტუდენტები გაეცნობიან შეფასების პროცესის მნიშვნელობას და სამოტივაციო წერილის სწორად ფორმირების პრაქტიკულ ასპექტებს. \nსპიკერის შესახებ \nმარი ნუცუბიძე თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის შიდა კომუნიკაციების მენეჯერია საბანკო-საფინანსო სექტორის პროფესიონალის 10- წლიანი გამოცდილებით შემდეგი მიმართულებით: თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა\, შიდა კომუნიკაცია\, პროექტების მართვა\, Employer Branding-ის განვითარება-მხარდაჭერა\, ორგანიზაციული კვლევების წარმოება-ანალიზი და თანამშრომელთა სამოტივაციო ინიციატივების დაგეგმვა-განხორციელება. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/b77b3ziDogCydu8F9 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-mesame-shekhvedris-thema-shephaseba-da-samotivatsio-tserili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/web-akhali-Level-UP-mari-nutsubidze.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260507T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260507T170000
DTSTAMP:20260507T050058
CREATED:20260504T111215Z
LAST-MODIFIED:20260504T111215Z
UID:10005992-1778169600-1778173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – თამაზ თოხაძის მოხსენება „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“
DESCRIPTION:7 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი\, ასოცირებული პროფესორი თამაზ თოხაძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“. \nპოლარიზაცია\, ფართო გაგებით\, გულისხმობს ჯგუფებს შორის პოზიციათა მკვეთრ დაშორებას. მოხსენებაში მკვლევარი პოლარიზაციას ძირითადად განიხილავს ფაქტობრივი საკითხების ირგვლივ\, მაგალითად\, ისეთ თემებთან მიმართებაში\, როგორებიცაა რწმენები ვაქცინაციის ეფექტიანობის შესახებ ან ლაიმის დაავადების მკურნალობის მეთოდები. \nმოხსენების პირველ ნაწილში განხილული იქნება რამდენიმე თეორიული და კომპუტაციური მოდელი\, რომლებიც აჩვენებს\, რომ პოლარიზაცია შესაძლოა წარმოიშვას ისეთ ჯგუფებშიც კი\, რომელთა წევრებიც ეპისტემურად გონიერი აგენტები არიან. შესაბამისად\, პოლარიზაციას ყოველთვის ინდივიდუალური ირაციონალურობა არ იწვევს. დასკვნით ნაწილში განხილული იქნება\, რა ტიპის ინსტიტუციურმა მოწყობამ შეიძლება დააზღვიოს საზოგადოება და მეცნიერება მსგავსი პოლარიზაციისგან. \nდრო: 7 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3\nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-thamaz-thokhadzis-mokhseneba-polarizatsiis-meqanizmebi-da-gonivruli-shethankhmebis-shesadzlebloba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/philosophiuri-seminari-thamaz-thokhadze-banerebi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260508T200000
DTSTAMP:20260507T050058
CREATED:20260505T112220Z
LAST-MODIFIED:20260505T112220Z
UID:10005994-1778266800-1778270400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეექვსე შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან  გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტები: ნინა ბოკუჩავა\, მანო ერემაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი მარიამ ბახტაძე. \nშეხვედრაზე ავტორი ისაუბრებს საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ\, სტუდენტები კი მის ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-mtseral-ana-kordzaia-samadashvilthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/leqtsiatha-tsikli-salome-pataridze-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260509T123000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260509T180000
DTSTAMP:20260507T050058
CREATED:20260506T074852Z
LAST-MODIFIED:20260506T074852Z
UID:10005995-1778329800-1778349600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღეზე
DESCRIPTION:9 მაისს\, 12:00-დან 18:00 საათამდე\, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონის ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი (N28)\, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს\, ინტერაქციულ ტექნოლოგიურ სივრცეებს\, სადაც მეცნიერება\, ინჟინერია\, ინოვაცია და პრაქტიკული გამოცდილება ერთიანდება. \nსტუმრებს დახვდებათ: \nილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სივრცე \n– უნიპოდკასტი – ევროპის დღეზე ჩაწერილი მასალებით მომზადდება ვიდეორეპორტაჟი და პოდკასტი; \n– #ეთამაშე მენტორს – მსურველები ითამაშებენ სახალისო ქვიზებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროკავშირის შესახებ; \n– წერილი ევროპას –  შეძლებენ დატოვონ სურვილები\, რომლებსაც უნილაბი ქარდებად აქცევს სოციალური მედიისთვის. \nტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და ფაბლაბ ილიაუნის სივრცე \n– ტექმეწარმეობის ცენტრის\, ფაბლაბის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ELICIA – Empowering Leadership in Creative Innovation and AI-driven Entrepreneurship“ საინფორმაციო კუთხე – სტუმრები გაეცნობიან პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. გაიცნობენ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს. ნახავენ\, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები\, რა შესაძლებლობები აქვთ ჰუმანოიდ რობოტებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება სხვადასხვა სფეროში; \n– ვირტუალური რეალობის კუთხე – აქ შეძლებენ ოკულუსის მეშვეობით დაათვალიერონ ვირტუალური რეალობის აპლიკაციები და გაეცნონ მისი გამოყენების პრინციპებს; \n– 3D პრინტინგისა და სკანერის კუთხე – გაეცნობიან 3D მოდელირების პრინციპებს და 3D პრინტერზე დაბეჭდავენ სხვადასხვა ნივთს\, 3D სკანერზე დაასკანერებენ მათთვის სასურველ ობიექტებს; \n– რობოტიკისა და ინჟინერიის კუთხე –  გაეცნობიან საინჟინრო ელექტრონულ კომპონენტებს\, ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში\, როგორიცაა ელექტრონული წრედების შექმნის პროცესი\, ნახავენ რობოტების გამოფენას\, საინჟინრო პროექტებს: რობოტ ხელს\, საწერ რობოტს\, გაეცნობიან ინჟინერიის მიმართულებებს\, მართავენ და დააპროგრამებენ Arduino-ს ბაზაზე აწყობილ რობოტებს\, ნახავენ სხვადასხვა სახეობის დრონებს; \n–  STEAM თამაშების კუთხე – გამოცდიან და ითამაშებენ ლოგიკურ\, ინტერაქციულ და საგანმანათლებლო STEAM მიმართულების თამაშებს\, ასევე მონაწილეობას მიიღებენ მინი battle bot-ების შეჯიბრებაში. \nილიაუნის სტენდზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები\, რომლებიც მოიცავს ისეთ აქტუალურ მიმართულებებს\, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში\, კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება\, ხელოვნური ინტელექტი და ინოვაცია\, ჯანდაცვის განათლების მოდერნიზება\, მდგრადი განვითარება და მწვანე კომპეტენციები\, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების უნარების განვითარება. \nდრო: 9 მაისი\, 12:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი\, სტენდი N28\, ა. წერეთლის გამზ. N118 \nღონისძიების შესახებ ვრცლად: https://tinyurl.com/yc239mz4
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universiteti-evropis-dgheze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/euro_2025_post-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR