26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეულს. სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. კოლოკვიუმების მიზანია კვლევითი პროცესის სისტემატიზაცია და დოქტორანტებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება როგორც დარგობრივი კომისიისა და ხელმძღვანელების, ისე […]
2 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ დოქტორანტი ესმა ბერიკიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს “The City of Eternal Promises – The Affect of Lost Infrastructure and Informal Maritime Economic Practices in the Port City of Poti, Georgia”. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ დარჩიაშვილი თანახელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე გავაშელიშვილი […]
1942 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა პროფესორი მიხეილ ზანდუკელი, რომელსაც ბრალი დასდეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობაში. მის საქმეში ეწერა, რომ ზანდუკელი ლექციებით ხელს უწყობდა სტუდენტების ნაციონალისტურ აღზრდას. ზანდუკელის დაპატიმრებას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო პროფესორის აკადემიური საქმიანობის დისკრედიტაცია. პრესაში გამოქვეყნდა წერილები მიხეილ ზანდუკელის პლაგიატორობისა და ანტიმარქსისტობის ბრალდებით. 1943 წელს მიხეილ ზანდუკელი […]
3 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი თინათინ ხაჩიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ლიბერალური ნეიტრალობის პრინციპი – სამართლებრივი და ფილოსოფიური ანალიზი“ (Liberale Neutralität – eine juristische und philosophische Analyse). […]
4 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სამხრეთ კორეაში სწავლითა და ცხოვრებით დაინტერესებული სტუდენტებისა და ნებისმიერი მსურველისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა „სწავლა და ცხოვრება სამხრეთ კორეაში: საერთაშორისო სტუდენტის გამოცდილება“. სტუდენტი ზარინა ნურილაევა, რომელიც უკვე სამი წელია სწავლობს ინჰას უნივერსიტეტში (სამხრეთ კორეა), დამსწრეთ გააცნობს გამოცდილებას როგორც აკადემიური, ისე ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: […]
სემინარი ეძღვნება ციფრული ჰუმანიტარიის მე-4 დონის (Level 4) სტანდარტის პრაქტიკული განხორციელების გზებს ძველი ქართული ტექსტების მაგალითზე. განხილული იქნება პროექტი „Arthron“ – მზექალა შანიძის კვლევაზე (1990) დაფუძნებული ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატის კრიტიკული ციფრული გამოცემა. „Arthron“ პირველი ქართული პროექტია, რომელიც სრულად პასუხობს Linked Open Data-ს პრინციპებს, რაც ფუნდამენტური ნაბიჯია ქართული სამეცნიერო მემკვიდრეობის საერთაშორისო ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრირებისთვის. მკვლევარი […]
კომედია 1 მოქმედებად რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. მთარგმნელი: მაია ნაჭყებია რეჟისორი: დავით ჭახრაკია […]
ვილფრიდ ჰაპელის ათ სათაურიანი პიესის მიხედვით ადამიანის გონებაში მიმდინარე შინაგანი დიალოგი, საკუთარ თავთან ბრძოლა არის გადამწყვეტი გზა თვითმკვლელობის განზრახვის დასაძლევად და არსებობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. ადამიანის ღრმა მარტოობამ და იზოლაციამ, გაუცხოებულ და მანიპულირებულ რეალობაში, შეიძლება მიიყვანოს არსებობის უაზრობის განცდამდე, საიდანაც თვითმკვლელობა ერთ-ერთი გამოსავალი ჩანს. მამაკაცი, ისევე როგორც ქალი, ღრმა მარტოობას განიცდის. მისთვის პიესის შექმნა და ქალის […]