26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეულს. სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. კოლოკვიუმების მიზანია კვლევითი პროცესის სისტემატიზაცია და დოქტორანტებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება როგორც დარგობრივი კომისიისა და ხელმძღვანელების, ისე […]
30 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ეკატერინე ნანიტაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „არგუმენტის სტრუქტურა ქართულ ჟესტურ ენაში“ (Argument Structure in Georgian Sign Language (GESL)). სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 30 იანვარი, […]
შეხვედრა ქმნის სივრცეს თავისუფალი აზრისთვის, კრიტიკული მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის – გარემოს, სადაც კითხვა, კვლევა და განსხვავებული შეხედულებები ფასდება და წახალისებულია. ონლაინლექციაზე განხილული იქნება, როგორ ყალიბდებოდა უნივერსიტეტი, როგორც ცოდნისა და ინოვაციის ცენტრი, ასი წლის წინანდელ საქართველოში; რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს აკადემიური სფერო და რატომ არის აკადემიური თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. ღია დიალოგის ნაწილი მონაწილეებს […]
31 იანვარს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკების სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია, GREVIO-ის მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“. მას გაუძღვებიან ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები რინე ხერხეულიძე, გოგა ხატიაშვილი და ლიკა ჯალაღანია. ტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმას შშმ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული ძალადობის პრევენციის […]
1 მოქმედებად თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს […]