20 იანვარს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს მეგრული ენის კორპუსს (MLC). მეგრული ენის კორპუსი (https://xmf.iliauni.edu.ge/) ტექსტების, აუდიო და ვიდეომასალის მულტიფუნქციური ციფრული რესურსია, რომლის მიზანია ერთ-ერთი ქართველური ენის, მეგრულის, ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევების ხელშეწყობა, ენობრივი მონაცემების სისტემატიზაცია და ტექსტებში ასახული კულტურული და სოციალური კონტექსტების სიღრმისეული შესწავლა. ღონისძიების […]
21 იანვარს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი მაკა ლორთქიფანიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მსხვერპლი, როგორც პიროვნება და სოციალური მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ (The victim as a personality and social support against domestic violence). სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით სამუშაო […]
21 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას საახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის თამარ მახარობლიძის წიგნის „ქართული ჟესტური ენის სახელთა მორფოლოგია“ პრეზენტაცია. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. სამუშაო ენა: ქართული დრო: 21 იანვარი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 დასწრება თავისუფალია. 2026
თანამედროვე დრამა 1 მოქმედებად სპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო შემდეგ, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათი სახალხო მეგობრობა ყველასათვის იყო ცნობილი. რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე მხატვარი – ნუცა ჭყონია მუსიკალური […]
22 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლოკვიუმის ფარგლებში ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორანტი დიმიტრი ხახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „მენტალური სიტყვის თეორია აბელართან – შემეცნებისა და ენის კონვენციური და არაკონვენციური ასპექტები“. მომხსენებელი ისაუბრებს სადოქტორო ნაშრომის იმ ნაწილზე, რომელზეც მან ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ერასმუსის გრანტის ფარგლებში იმუშავა. სამუშაო ენა: ქართული დრო: 22 იანვარი, […]
23 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ეკოლოგიის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნიკა პაპოშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “Phylogeography and Conservation of the Caucasian Population of Velvet Scoter (Melanitta fusca)”. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე გავაშელიშვილი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 23 იანვარი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
24 იანვარს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება WordPress Tbilisi Meetup-ის მესამე შეხვედრა. ღონისძიებათა ციკლის მიზანია WordPress-ის, ღია კოდის კულტურის, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება საქართველოში. თემები და სპიკერები: პროფესიონალური WordPress საიტების შექმნა Multigura-ს დამფუძნებელი და CEO გურამ სუთიძე განიხილავს multigura.com-ის არქიტექტურას, გამოყენებულ ტექნოლოგიებსა და პლაგინებს. Elementor vs Gutenberg – სად ვართ 2026-ში? ილიას […]