BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251222T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251222T190000
DTSTAMP:20260418T080838
CREATED:20251211T124136Z
LAST-MODIFIED:20251211T124136Z
UID:10005886-1766422800-1766430000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო შეხვედრების ციკლი „მენეჯმენტი შექსპირის მიხედვით – 4 გაკვეთილი ლიდერობის შესახებ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გამართავს საჯარო შეხვედრებს სამუშაო გარემოში არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტური გადაჭრის გზებზე სასაუბროდ. \nშეხვედრებს გაუძღვება ორგანიზაციული ფსიქოლოგი საბა ჩიხლაძე\, რომელიც სტუდენტებთან\, აკადემიურ პერსონალთან და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად განიხილავს პიროვნული გადაწყვეტილებების\, ურთიერთობების და ძალაუფლების გავლენას სამუშაო გარემოზე. \nმომხსენებელი სამუშაო გარემოს სირთულეების ილუსტრაციისთვის განიხილავს შექსპირის ტრაგედიებს\, როგორც თეორიულ და ანალიტიკურ პარადიგმას. \n\n22 დეკემბერი \nჰამლეტი – ორგანიზაცია და საზრისის კრიზისი \nროგორ ჩნდება გაურკვევლობა და იკარგება მიზანი ორგანიზაციულ კონტექსტში. \n23 დეკემბერი \nმაკბეტი – ამბიციის მართვა და თავისუფალი ნება  \nსად გადის ზღვარი ჯანსაღ და დამაზიანებელ ამბიციას შორის და რა გავლენა აქვს გუნდზე. \n24 დეკემბერი \nოტელო – სოციალური სტატუსი და მიკროკონფლიქტები \nროგორ წარმოქმნის კონფლიქტს სამუშაო გარემოში გაურკვევლობა\, ეჭვი და რეპუტაციის შიში. \n26 დეკემბერი \nმეფე ლირი – ეგოცენტრიზმი და დიალოგის გაწყვეტა \nრა ხდება\, როცა ლიდერი ვერ უსმენს გუნდის წევრებს და რატომ ირღვევა სისტემა\, როდესაც კომუნიკაცია ქრება. \n\nთარიღი და დრო: 22\, 23\, 24\, 26 დეკემბერი\, 17:00 საათი \nსურვილის შემთხვევაში მონაწილეს შეუძლია დაესწროს ყველა შეხვედრას. \nმონაწილეობისთვის\, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია: https://forms.gle/zDzfwz34tP2GyKu98
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/12-11-2025-leadership/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/menejmenti-sheqspiris-mikhedvith-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251222T220000
DTSTAMP:20260418T080838
CREATED:20251215T073718Z
LAST-MODIFIED:20251215T073718Z
UID:10005889-1766430000-1766440800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და  საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობა“ წარდგენა. \nკვლევაში წარსულის მოვლენები შესწავლილია ყოველდღიურ პრაქტიკაზე\, რიტუალზე\, ერთი შეხედვით\, ბანალურ მოვლენებსა თუ მიკროპროცესებზე დაკვირვებით. ამ გზით შესაძლებელია  ისეთი გარემოებების აღმოჩენა\, რომლებიც დიდი სტრუქტურების ანალიზისას ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყოველდღიურობის ისტორია\, ტრადიციული ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით\, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიის ქვემოდან წაკითხვას\, რომელშიც ელიტის\, სამხედრო თუ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების ამბების მიღმა სხვადასხვა სოციალური ფენის ისტორიისგან მივიწყებული თუ ხმაწართმეული რიგითი ადამიანების ამბები ექცევა ფოკუსში. \nპროექტი მიზნად ისახავს წარსულის მოვლენების აღდგენას განსხვავებულ ქრონოლოგიურ და სივრცით ჭრილში. ომის წინა ფრონტის ნაცვლად ყურადღება ექცევა ზურგის ფრონტზე\, საქართველოში\, მიმდინარე პროცესებს. \nკვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს\, როგორ განსაზღვრავდა ზურგის ფრონტის ყოველდღიურობას ომის დროს ეკონომიკის გასამხედროებულ წარმოებაზე გადასვლა\, ომის თემატიკით განმსჭვალული მეხსიერებისა და კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამ თვალსაზრისით შეისწავლის მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ პროცესებსა და მათ ზეგავლენას საზოგადოებაზე. \nპროექტის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი. პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერები თამარ ქებურია\, ანა ლოლუა და ირინე ბერიძე\, პროექტის ასისტენტია გაბრიელ ჩუბინიძე. \nპროექტი 2025 წელს დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-research/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/metskhel-akhalivebi-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251224T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251224T200000
DTSTAMP:20260418T080838
CREATED:20251222T125826Z
LAST-MODIFIED:20251222T125826Z
UID:10005902-1766602800-1766606400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეოლოგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თეოლოგიურ- საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია\, რომლის მთავარი თემა ქრისტიანობა და ეკლესიის სოციალური პასუხიმგებლობის თეოლოგიაა. \nჟურნალს წარადგენენ გამოცემის მთავარი რედაქტორი\, დეკანოზი გიორგი წეროძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გრძელიძე და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა მინდიაშვილი. \nპრეზენტაციაზე მოსული მკითხველი უფასოდ მიიღებს ჟურნალს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-12-2025-presentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/metskhel-akhalivebi-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251225T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251225T170000
DTSTAMP:20260418T080838
CREATED:20251222T130240Z
LAST-MODIFIED:20251222T130240Z
UID:10005903-1766678400-1766682000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ მოჰამად გოლშანის საჯარო ლექცია „იუდევლურ-სპარსული\, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა\, ირანის ისტორიაში“
DESCRIPTION:25 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მკვლევარი მოჰამად გოლშანი წაიკითხავს ლექციას „იუდევლურ-სპარსული\, როგორც სამედიცინო ტექსტების ხელახალი კომპილაციის ენა\, ირანის ისტორიაში“. \nიუდევლურ-სპარსულად ხელმეორედ ჩაწერილი სამედიცინო ტექსტები იმ წყაროთა შორისაა\, რომელთაც დღემდე სათანადო სამეცნიერო ყურადღება არ დათმობია. იუდევლურ-სპარსული ხელნაწერების მნიშვნელოვანი კოლექცია\, რომლებიც წარმოადგენს შუა საუკუნეების სპარსული სამედიცინო ტექსტების ხელახალ კომპილაციას\, ინახება ამერიკის ებრაული თეოლოგიური სემინარიის ბიბლიოთეკაში. მიუხედავად იმისა\, რომ არსებობს მსგავსებები თხზულებათა კოდიკოლოგიურ მახასიათებლებს შორის\, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი ცალ-ცალკე შესწავლა. \nლექციაზე მომხსენებელი მიმოიხილავს ამ ბიბლიოთეკაში დაცულ ერთ-ერთ ამგვარ წყაროს – Kifāyat-i Manṣūrī. ყურადღებას გაამახვილებს ორ მნიშვნელოვან კომპონენტზე: ბიბლიოთეკაში არსებული წყაროების წარდგენაზე და იუდევლურ-სპარსულად წერის ისტორიულ საფუძვლებზე სპარსულენოვან სამყაროში. \nმოჰამად გოლშანი გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევებისა და საფრანგეთის სოციალური კვლევების უმაღლესი სკოლის (EHESS) ერთობლივი პროგრამის დოქტორანტია. იკვლევს იუდევლურ-სპარსულ კოდიკოლოგიას და ასევე დაინტერესებულია იუდევლურ-სპარსული სამედიცინო ტექსტების\, ხალხური მედიცინის და მაგიის შესწავლით XV-XIX საუკუნეების ირანსა და ცენტრალურ აზიაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-10-2025-publiclecture/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251227T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251227T153000
DTSTAMP:20260418T080838
CREATED:20251219T113455Z
LAST-MODIFIED:20251219T113455Z
UID:10005901-1766840400-1766849400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა“ შედეგების წარდგენა
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი წარადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა“ კვლევის შედეგებს და პროექტის ფარგლებში მომზადებულ კრებულს. \nკვლევაში სუროგაცია შესწავლილია\, როგორც ქსელური ფენომენი\, რომელიც იქმნება ქსელში ჩართული ადამიანების\, სამართლებრივი ნორმების\, ბიოლოგიური მასალებისა და რეპროდუქციული ტექნოლოგიების ურთიერთქმედებით. კვლევის მიზანი იყო სუროგაციის პროცესის მონაწილე საკვანძო აქტორების იდენტიფიცირება და მათი ურთიერთობების\, მოლაპარაკებებისა და ძალაუფლების დინამიკის ანალიზი. \n2020-2023 წლების საველე სამუშაოები ეყრდნობა სიღრმისეულ ინტერვიუებს სუროგატ დედებთან\, პოტენციურ მშობლებსა და სუროგაციის ქსელის სხვა მნიშვნელოვან აქტორებთან.  პარალელურად განხორციელდა სუროგაციის სააგენტოებისა და კლინიკების ეთნოგრაფიული კვლევა\, რომელმაც შესაძლებელი გახადა ინსტიტუციური გარემოს დეტალური აღწერა და ინტერვიუების დროს შეუმჩნეველი ნიუანსების გამოვლენა. \nიხილეთ პროგრამა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 დეკემბერი\, 13:00-15:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/19-12-2025-researchproject/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/surogatsia-ilia-uni-NEW2.png
END:VEVENT
END:VCALENDAR