BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251217T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251217T180000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251215T123150Z
LAST-MODIFIED:20251215T123150Z
UID:10005892-1765990800-1765994400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის\, არტურ გებალის ლექცია პოლონეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში არტურ გებალი წაიკითხავს ლექციას პოლონეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. \nლექცია წარიმართება კითხვა-პასუხის სახით. \nარტურ გებალი დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის პერიოდში იყო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) კოორდინატორი და ასევე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი.  \nდრო: 17 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-poland-european-union/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/artur-gebalis-leqtsia-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251217T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251217T193000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251215T142100Z
LAST-MODIFIED:20251215T142238Z
UID:10005894-1765996200-1765999800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მონოგრაფიის „რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII- XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში გაიმართება პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მონოგრაფიის „რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია. \nმონოგრაფიაში აღწერილია ადრეული მოდერნულობის პერიოდის საქართველოში მიმდინარე კათოლიკური ინკულტურაციის პროცესები\, მათი თანმდევი პოლიტიკური\, რელიგიური\, საგანმანათლებლო და სამეცნიერო (ფილოლოგიური) საქმიანობა. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია ინკულტურაციული პროცესების საპირისპირო\, რელიგიური აკულტურაციის\, უფრო ზუსტად\, რუსიფიკაციის დღემდე ნაკლებად შესწავლილი მექანიზმები; აღწერილია\, როგორ შეიფუთა XIX საუკუნეში რუსული იმპერიალიზმი ერთმორწმუნეობისა და ორ ქრისტიან ერს შორის მეგობრობის სახელით და როგორ შეეცადა იგი\, დაჰპატრონებოდა საქართველოში რელიგიის ისტორიულ ფუნქციას. \nკვლევის შესახებ ისაუბრებს მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი\, პროფესორი მზექალა შანიძე. \nმონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში. \nდრო: 17 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი\, S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-presentation/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/nino-doborjginidzis-tsigni-ilia-uni-NEW1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251217T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251217T200000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251209T062634Z
LAST-MODIFIED:20251209T062634Z
UID:10005884-1765998000-1766001600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „საბჭოთა საქართველოს ქრონიკები 1921-1922“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „საბჭოთა საქართველოს ქრონიკები 1921-1922“ პრეზენტაცია. \nგამოცემის პირველი ნაწილი 1920-1922 წლებში საქართველოში გერმანელი ვიცე-კონსულის\, დოქტორ თეოდორ მუთის ჩანაწერებია. გიორგი ასტამაძემ თარგმნა სამი ჩანაწერი\, რომლებიც ეხება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომს\, ჩეკას მიერ წამოწყებულ ტერორსა და ერთ დრამატულ შემთხვევას\, რომელიც ჩეკას ორგანიზებით 1921 წელს მოხდა თბილისში\, გერმანიის საკონსულოში. \nჩანაწერებს ერთვის გიორგი ასტამაძის კვლევა თეოდორ მუთის მესამე ჩანაწერის შესახებ. ავტორი მას  ეპოქისდროინდელ პოლიტიკურ კონტექსტში სვამს\, განიხილავს ჩანაწერში აღწერილ მოვლენებს და საარქივო მასალებით ადასტურებს მათ რეალურობას. \nწიგნი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“. \nგიორგი ასტამაძე კარლსრუეს უნივერსიტეტის (KIT) ისტორიის დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და დამოუკიდებელი მკვლევარია. მისი ინტერესის სფეროა XX საუკუნის გლობალური ისტორია\, მსოფლიო ომების ეპოქა\, ტოტალიტარული რეჟიმები\, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორია. მისი ნაშრომები გამოცემულია გერმანიასა და საქართველოში. \nწიგნს წარადგენენ \nგიორგი ასტამაძე\, ისტორიკოსი\, ბექა კობახიძე\, ისტორიკოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ბუბა კუდავა\, ისტორიკოსი\, გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/09-12-2025-presentation/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/prezentatsia-akhali-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251218T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251218T170000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251218T120721Z
LAST-MODIFIED:20251218T121006Z
UID:10005900-1766044800-1766077200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა\, ისტორია\, პოლიტიკა“
DESCRIPTION:18-20 დეკემბერს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა\, ისტორია\, პოლიტიკა“. \nკონფერენციის მომხსენებლები შეაჯამებენ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2025 წლის სამეცნიერო მუშაობას და წაიკითხავენ მოხსენებებს კავკასიისა და ახლო (ასევე შორეული) აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების\, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის\, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. \nაღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უცხოელი მკვლევრები. \nკონფერენციის დასკვნით დღეს გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამხედრო ტყვეთა ბედი ბიზანტიაში (VIII-XV სს)“ (FR-23-3178) შუალედური შედეგებისა და პროექტის „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“ (FR-21-8081) ფარგლებში გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია. \nკონფერენცია დასრულდება აკადემიკოს გიორგი წერეთლის მემორიალური კაბინეტისა და ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნით. \nფორმატი: ჰიბრიდული \nშეხვედრის ბმული: \nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84013304538?pwd=PtYxLEYgs1MVQkyoJI4cORy1LquNyS.1 \nMeeting ID: 840 1330 4538\nPasscode: 360412 \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 18-20 დეკემბერი\,10:30 – კონფერენციის გახსნა \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \nიხ. პროგრამა ბმულზე. \nიხ. თეზისები ბმულზე.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/18-12-2025-internationalconference/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/akhloaghmosavlethi-akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251218T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251218T180000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251217T121025Z
LAST-MODIFIED:20251217T121025Z
UID:10005895-1766077200-1766080800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ალბერტო როპერ პოლის საჯარო მოხსენება სამყაროს საწყისი მაგნიტური ველები და გრავიტაციული ტალღები კვლევების მიმოხილვა
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში კოსმოსური კვლევების ცენტრის სემინარის ფარგლებში ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარი\, დოქტორი ალბერტო როპერ პოლი წაიკითხავს მოხსენებას სამყაროს საწყისი მაგნიტური ველებისა და გრავიტაციული ტალღების მრავალმხრივი კვლევების შესახებ. \nდოქტორი ალბერტო როპერ პოლი არის შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ჯგუფის ხელმძღვანელია. მჭიდროდ თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან გრავიტაციულ ტალღებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათი ერთობლივი ნაშრომები გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/alberto-roper-poli-sabunebismetqhvelo-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251218T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251218T200000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251217T123856Z
LAST-MODIFIED:20251217T123856Z
UID:10005897-1766084400-1766088000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია. \nწიგნი გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“. \nპრეზენტაცია გაიმართება ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოების – სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის პროექტის „ილიას ხუთშაბათობა“ ფარგლებში. \nწიგნის შესახებ \nოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების –  პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის – შექმნისა და მუშაობის ისტორიას. \nწიგნი აღწერს\, როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება\, ცოდნის\, განათლებისა და კულტურის გავრცელება\, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა. \nავტორი წარმოაჩენს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას\, როგორც მოძრაობას\, რომლის რიგებში სხვადასხვა წარმომავლობის\, სოციალური მდგომარეობისა და შეხედულების ადამიანები საერთო მიზნისთვის ერთიანდებოდნენ. \nდრო: 18 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-2025-discussion/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251219T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251219T150000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251217T124300Z
LAST-MODIFIED:20251217T124300Z
UID:10005899-1766145600-1766156400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025. \nფორუმი გააერთიანებს წამყვან დამსაქმებლებს\, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს პროფესიული ურთიერთობის\, თანამშრომლობისა და კარიერული განვითარებისთვის. \nფორუმის მიზანია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნოს ინფორმაცია შრომის ბაზრის აქტუალურ ტენდენციებზე\, გააძლიეროს უნივერსიტეტსა და დამსაქმებელთა შორის თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიულ ინტეგრაციას. \nფორუმის თემატური ზონები: \nJob Fair | T101 აუდიტორია \nსტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შეხვედრა წამყვან დამსაქმებლებთან. \nმონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სტაჟირებისა და დასაქმების შეთავაზებებს\, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და დაამყარონ პროფესიული კავშირები. \nNetworking Space | ილიაუნის ეზო – საშობაო სოფელი \nსპეციალურად მოწყობილი სივრცე არაფორმალური ურთიერთობისთვის. დამსაქმებლებისა და სტუდენტების შეხვედრა გაგრძელდება უშუალო ატმოსფეროში ყავით\, ჩაით\, მსუბუქი სასმელებითა და მცირე აქტივობებით. \nLevelUp Talks | T102 დარბაზი \nილიაუნის კურსდამთავრებულებისა და მომხსენებლების საუბრები კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე. \nPhoto Zone | T კორპუსის ფოიე \nსპეციალურად მოწყობილი სივრცე სტუდენტებისთვის\, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული ფოტოების გადაღება CV-სა და LinkedIn პროფილებისთვის. \nთარიღი: 19 დეკემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T101 აუდიტორია\, T102 დარბაზი\, ილიაუნის ეზო – საშობაო სოფელი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-2025-jobfair/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251219T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251219T150000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251215T131633Z
LAST-MODIFIED:20251215T131633Z
UID:10005893-1766152800-1766156400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ სალომე მჭედლიძის საჯარო ლექცია „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ბოლონიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი სალომე მჭედლიძე წაიკითხავს ლექციას „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“. \nმომხსენებელი ისაუბრებს გალაქტიკებში\, გალაქტიკურ გროვებსა და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მაგნიტურ ველებზე დაკვირვების შესახებ. არსებობს თუ არა მაგნიტური ველები კოსმოსურ სიცარიელეებში და თუ არსებობს\, საიდან წარმოიქმნება. \nმკვლევარი მოკლედ მიმოიხილავს როგორც თეორიულ\, ასევე დაკვირვების შედეგებს\, ისაუბრებს კვლევის მნიშვნელობაზე და რა ინფორმაციის გვაწვდის ის სამყაროს ევოლუციაზე. \nსალომე მჭედლიძემ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა. ამჟამად პოსტდოქტორანტია ბოლონიის უნივერსიტეტში. \nლექციაზე სტუდენტებს გაუზიარებს ასტროფიზიკა-კოსმოლოგიის მიმართულებით აკადემიური განვითარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს. \nკვლევითი თემებით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ სალომე მჭედლიძეს დაუკავშირდნენ ელფოსტაზე: salome.mtchedlidze.1@iliauni.edu.ge \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/mkvlevar-salome-mtchedlidzis-sajaro-leqtsia-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251219T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251219T180000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251201T120253Z
LAST-MODIFIED:20251201T120426Z
UID:10005877-1766163600-1766167200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ირაკლი ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ირაკლი ფიფია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „Comparative Analysis of Treatment Methods for Incisional Ventral Hernias“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ივანე აბიათარი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-12-2025-dissertation/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/irakliphiphia-akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251219T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251219T210000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251217T124121Z
LAST-MODIFIED:20251217T124121Z
UID:10005898-1766170800-1766178000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტების საახალწლო შეკრება
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, გიწვევთ ილიაუნის T კორპუსის ეზოში\, სადაც დაგხვდებათ საახალწლოდ მორთული ეზო\, ცხელი სასმელები\, ტკბილეული\, ფოტოს გადასაღები სივრცეები\, ილიაუნის სტუდენტური კაპელის საახალწლო კონცერტი. \nილიაუნის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი „ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოება“ წარმოგიდგენთ ილიას თვის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს. \n შესაძლებლობა გექნებათ გაწევრიანდეთ საინიციატივო ჯგუფში და მთელი წლის განმავლობაში ჩაერთოთ პროექტებში ან თავად წარმოადგინოთ ილიას თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა იდეა და ინიციატივა. \nპროგრამა \n\n19:00-19:30 – ღონისძიების გახსნა\n19:30-20:00 – სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის „ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტების წარდგენა\n20:00-21:00 – ილიაუნის სტუნდენტური კაპელის საახალწლო კონცერტი\n\nგილოცავთ ახალ წელს და გელით ილიაუნის ეზოში!
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-newyear/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251220T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251220T193000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251212T080459Z
LAST-MODIFIED:20251212T080611Z
UID:10005887-1766224800-1766259000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ლექსიკონის დღე“
DESCRIPTION:20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ლექსიკონის დღის აღსანიშნავად გაიმართება კონფერენცია\, რომელიც მიეძღვნება პროფესორ თინათინ მარგალიტაძის დაბადების 70 წლისთავს. \nკონფერენციაზე ანგარიშის სახით წარადგენენ მოხსენებებს თინათინ მარგალიტაძე\, გიორგი მელაძე და ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 დეკემბერი\, 10:00-19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/12-12-2025-conference/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/leqsikographiis-dghe-NEW1.d.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251220T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251220T170000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251215T122206Z
LAST-MODIFIED:20251215T122206Z
UID:10005891-1766242800-1766250000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:WordPress Tbilisi Meetup-ის მეორე ღონისძიება
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება WordPress Tbilisi Meetup-ის მეორე შეხვედრა. \nღონისძიებათა ციკლის მიზანია WordPress-ის\, ღია კოდის კულტურის\, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება საქართველოში. \nთემები და სპიკერები: \nWordPress 6.9-ის სიახლეები – დიმიტრი გოგელია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი\, WordPress-ის მაინთაინერი; \nWordPress-ში ეფექტური კონტრიბუციის გზები – გიორგი მამადაშვილი\, GoDaddy-ის თანამშრომელი\, WordPress-ის ძირითადი გუნდის წევრი და კომიტერი; \nWooCommerce საიტზე გადახდების მიღება Flink-ის მაგალითზე – სერგი ხიზანიშვილი\, Flink-ის თანადამფუძნებელი. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/arTuW \nკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: meetup@wp.ge \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-wordpress/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/WordPress-Tbilisi-Meetup-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251221T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251221T170000
DTSTAMP:20260418T080101
CREATED:20251215T094950Z
LAST-MODIFIED:20251215T095052Z
UID:10005890-1766329200-1766336400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის გაიმართება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. \nმონაწილეობის მსურველებმა 19 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge გუნდის ექვსივე წევრის მონაცემები (სახელი\, გვარი\, მობილური ნომერი). \nდრო: 21 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-intellectualgame/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/ra-sad-rodis-NEW.png
END:VEVENT
END:VCALENDAR