16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
26 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. ილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების […]
25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]
ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე 12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო […]
2 დეკემბერს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ორკინი საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დოქტორი რონ ჰარისონი, სერტიფიცირებული ენტომოლოგი, „ორკინის“ საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „მწერები ურბანულ გარემოში“. რონ ჰარისონს ენტომოლოგიის დოქტორის ხარისხი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მიენიჭა ჯორჯიის უნივერსიტეტში. მერსერის უნივერსიტეტის მიწვეული და დამსახურებული პროფესორია. მონაწილეობს ბიოლოგიური […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია (ცენტრი) ახორციელებს პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“, რომელიც, ერთი მხრივ, შეისწავლის საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესს მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე, მეორე მხრივ, საბინაო მშენებლობის არქიტექტურულ მახასიათებლებსა და თავისებურებებს. 2 დეკემბერს, 18:00 საათზე, პროექტის ფარგლებში ონლაინ გაიმართება მესამე სემინარი. პირველ ნაწილში (18:00-19:00) ნაჩვენები იქნება ფილმი „ჩემი სოციალისტური სახლი“ ( იულია სტატიკა და ადრიან […]
4 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია: „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“. ღონისძიება ეწყობა გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს და აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებს, სტუდენტებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მსოფლიოს […]
5 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დალი კეკელიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ბავშვებში ტყვიით მოწამვლის რისკფაქტორები და პრევენცია საქართველოში“ (Risk factors and prevention of children’s poisoning with lead in Georgia). სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგორ კალანდაძე სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 5 […]
5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია „მდგრადი დიზაინი კლიმატის კრიზისის ეპოქაში – საქართველოს გამოცდილება“. დღეს კლიმატის ცვლილება სამყაროს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. დედამიწაზე სწრაფად მზარდი ტემპერატურის გამო მოსალოდნელია ექსტრემალური ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობები, გვალვები, ტყის ხანძრები და ა.შ.) გახშირება და ინტენსივობის ზრდა. ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ადამიანთა […]
3 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება შვეიცარიელი ლანდშაფტის არქიტექტორის, ლუდგერ კრაბეს საჯარო ლექცია „ურბანული ცვლილებები და მდგრადი საჯარო სივრცეების მნიშვნელობა“. მომხსენებელი განიხილავს ბაზელში დაარსებული სახელოსნოს, ბრიუმის (BRYUM), პროექტებს და ღია სივრცეებზე დაფუძნებულ ურბანული დაგეგმარების მიდგომებს, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობასა და გარემოს აუმჯობესებენ. დისკუსია სტუდენტური არქიტექტურული ვორკშოპის „მდგრადი დიზაინი მწვანე […]
6 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ილიაუნის S800 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია. კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები, ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია. საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის (AGB) მიზანია საქართველოში ბიოქიმიისა და მოლეკულური […]
6 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნის ფუტსალის გუნდი მესამე ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში პრინციპულ მეტოქეს, თსუ 2-ს, დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე ილიაუნის გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა. მას პირველადგილოსანთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა. ჩვენი გუნდი ფორმაშია – ბოლო ოთხ თამაშში სამი მოგება და ერთი წაგება აქვს. დრო: 6 დეკემბერი, […]
6 დეკემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტრატეგიული საკომუნიკაციო სფეროს საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „თბილისის პიარის დღეები 2025“. ღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება და დაინტერესებული საზოგადოების წამყვანი სპეციალისტების ერთმანეთთან დაკავშირება. ფორუმზე მსოფლიოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ აქტუალურ თემაზე „ხელოვნური ინტელექტი PR-ის პრაქტიკაში“. სპიკერები: ლაშა ჭიტაძე, საერთაშორისო […]