16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
26 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. ილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების […]
25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]
ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე 12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო […]
25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა“. კონფერენციის მიზანია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა და კორეასა და საქართველოს შორის სამრეწველო თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროების იდენტიფიცირება. ღონისძიება აერთიანებს აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. მონაწილეები განიხილავენ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების […]
26 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის შეხვედრების ოთახში F303, რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ფრიც ჰაინრიხი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რელიგიური ქვები – რელიგიის მატერიალური რეპრეზენტაცია ყოველდღიურობაში“. მომხსენებელი ისაუბრებს რელიგიური ქვების მნიშვნელობაზე ყოველდღიურობასა და რელიგიათა ისტორიაში. მუსიკალურმა როკ-ჯგუფმა The Rolling Stones და ბობ დილანმა თავისი სიმღერით “Like a Rolling Stone” „მატერიალური რელიგიისა“ და „რელიგიის ესთეტიკის“ პერსპექტივების […]
28 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო ვორკშოპს „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“. ვორკშოპის მიზანია ქართულსა და ევროპულ ლიტერატურაში 1850 წლიდან დღემდე ებრაული თემის რეპრეზენტაციის საკითხებზე მსჯელობა. ტრანსნაციონალურ და ინტერმედიალურ პერსპექტივებზე დაყრდნობით განხილული იქნება მხატვრული, ლიტერატურული, კინოხელოვნებისა და მუსიკალური მაგალითები მე-19 საუკუნეში […]