თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ კლასიკური […]
16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
26 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. ილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების […]
25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]
ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე 12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო […]
4 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში IT ტალანტების მართვის მენეჯერი (TBC) კახი გობეჯიშვილი წაიკითხავს ლექციას თემებზე: სამოტივაციო წერილი და მოლაპარაკების ხელოვნება. ლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ტექნიკები, აგრეთვე წარმატებული სამოტივაციო წერილის სტრუქტურა და წერის პრინციპები. მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ შეიძლება საკუთარი პროფესიული მიზნების დამაჯერებლად გამოხატვა, ინტერვიუსთვის მომზადება და რა მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკების კულტურას […]
5-6 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობა და სიცოცხლის დასაწყისი“. მომხსენებელი განიხილავს ბიოლოგიური ინფორმაციის, შენონის, არხს, ისაუბრებს ამ ინფორმაციის გადამამუშავებელ მანქანებზე, ასევე სიცოცხლის პირველი […]
7 ნოემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის საელჩოს თანამშრომლობით ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი ედით სეპი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“. ედით სეპი ისაუბრებს ესტონური კინოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე, გაიხსენებს ყველაზე მნიშვნელოვან სახელებს, აჩვენებს ნაწყვეტებს ცნობილი ფილმებიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. ედით სეპი კინოინდუსტრიაში 1980-იანი წლებიდან მუშაობდა რეჟისორად, […]
7 ნოემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში საუნივერსიტეტო საზოგადოება გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „უნივერსიტეტების მომავალი". დისკუსია შეეხება დაანონსებულ ცვლილებებს. მომხსენებლები: ვატო ლეჟავა (რექტორი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი) კოკა თოფურია (რექტორი, საქართველოს უნივერსიტეტი) ნინო დობორჯგინიძე (რექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეკა აკობია (პროფესორი, მართვის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი) მარინე ჩიტაშვილი (პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) გიგა […]
ილიას თვე – ღონისძიების გახსნა 8 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროგრამას ნინო დობორჯგინიძის ღია ლექციით „ილია და უნივერსიტეტის იდეა“. ლექცია გაიმართება ილიაუნის E კორპუსის ეზოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან. საიუბილეო პროგრამით დაგეგმილი საგანმანათლებლო ლექციებისა და სტუდენტური ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსება ილიაუნის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში. დრო: 8 ნოემბერი, […]
8 ნოემბერს,14:00 საათზე, ერთად აღვნიშნოთ ილიას დაბადების დღე და საზეიმოდ გავხსნათ „ილიას თვე“ – ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი. გელით თბილი და მყუდრო გარემო, სადაც გიმასპინძლებთ ცხელი სასმელებითა და ტკბილეულით. ასევე მოწყობილი იქნება თემატური ფოტოზონები. პროგრამა პროფესორ ნინო დობორჯგინიძის ღია ლექცია „ილია და უნივერსიტეტის იდეა“. ილიას თხზულებათა რარიტეტული გამოცემების და გაზეთების – „დროება“ და „ივერია“ […]
8 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ორგანიზებით გაიმართება წიგნის „ომი, ომამდე, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია. კრებულში თავმოყრილია 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ზეპირი ისტორიები ომამდე ცხოვრების, ომის პერიოდისა და გადასახლების შესახებ. წიგნი აერთიანებს როგორც პირად ისტორიებს, ოჯახისა და სოფლის ცხოვრების […]