თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ კლასიკური […]
16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება კარიერული განვითარების პროექტის Level Up მესამე ლექცია. ლექციას წაიკითხავს გეგი გვაზავა — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და HR პლატფორმა Herio-ს თანადამფუძნებელი. შეხვედრის თემებია: შეფასება და უნარ-ჩვევები ლექციის მიზანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება უნარების განვითარების, თვითშეფასებისა და თანამედროვე შრომით ბაზარზე მოთხოვნადი კომპეტენციების შესახებ. მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ შეიძლება ეფექტიანად განვივითაროთ უნარები, როგორ ვუპასუხოთ დასაქმების ბაზრის […]
28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით გლაზგოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ტარას ფედირკო ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ომის საჩუქრები: მტრობა და ძალადობა უკრაინის ომის ეკონომიკის შექმნისას“. დრონები, „რედ ბულის“ ქილები და ხელყუმბარები – უკრაინის ომში ფრონტის ხაზის სამი სიმბოლური საჩუქარია. მომხსენებელი შეეხება საკითხს, როგორ ყალიბდება ომის ეკონომიკა სანგრებში ამ […]
29 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში გიგა ზედანია გამართავს საჯარო ლექციას „უნივერსიტეტის ფილოსოფია“. გამოცხადებული განათლების რეფორმის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გახსენება, რა იყო და არის უნივერსიტეტის იდეა და იდეალი. ევროპისა და მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად არსებული ინსტიტუცია თავის წიაღში ატარებს საზრისს, რომლის უგულებელყოფის შედეგადაც ზიანდება ცოდნის მოპოვებისა და გადაცემის […]
31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდის „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins, Environment, and Culture”) არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული […]