თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ კლასიკური […]
16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პროფესორი ევა ორტმანი, გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „ფრიდრიხ კარლ ანდრეასი“. მომხსენებელი განიხილავს ფრიდრიხ კარლ ანდრეასის ინტელექტუალურ კარიერას, ასევე პირველი მსოფლიო ომის ტყვეების საკითხს. ფრიდრიხ კარლ ანდრეასმა დაიწყო პირველად გიოტინგენში (გერმანიაში) ირანული სამყაროს მეცნიერული კვლევა. […]
21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ანი ზურაბაშვილი წაიკითხავს ლექციას, რომლის თემებია: რეზიუმეს (CV) შედგენა დამსაქმებელთან გასაუბრება შეხვედრა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას კარიერის დაგეგმვის საწყის ეტაპზე. მომხსენებელი განიხილავს ეფექტური რეზიუმეს შედგენის პრინციპებს, გასაუბრებისას კომუნიკაციის სტრატეგიებისა და დამსაქმებლის მოლოდინის უკეთ გაგების გზებს. ანი ზურაბაშვილი ადამიანური რესურსების მართვისა […]
27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ციცინო გაბესკირიას წიგნის „სახალისო საუბრები ლექსიკოლოგიაზე“ წარდგენა. წიგნი ციკლის მეორე გამოცემაა, რომელშიც ბებია და შვილიშვილი სახალისოდ საუბრობენ ლექსიკოლოგიის საინტერესო თემებზე, როგორებიცაა: იდიომები, ომონიმები და ომოფონები, პოლისემია და სინონიმია, ოქსიმორონი, სპუნერიზმი და სხვ. გამოცემაში წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე ინგლისური მაგალითები, სხვადასხვა იდიომის ეტიმოლოგიური განმარტებები. წარდგენას მოდერაციას გაუწევს თინათინ […]