თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ კლასიკური […]
16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. მომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის, როგორც პოლიტიკური დისკურსის, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით, […]

15 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ცირა კემულარია (ლონდონი) და ლელა კემულარია (ფოთი) თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალული მიხეილ ქორქიასა და გენერალ ვასილ კარგარეთელის შთამომავლები, გამართავენ საარქივო მასალების პრეზენტაციას „ჩურჩული კვიპაროსის ქვეშ. დულაბიდან საქართველომდე“. მიხეილ ქორქიასა და ვასილ კარგარეთელის შვილიშვილები, თანაზ ამელი (აშშ) და დავით ქორქია […]
15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში გაიმართება 2024 წლის გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია. გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა მრავალ პრემიას შორის, რომელთაც საფრანგეთი გასცემს საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისთვის. საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ. კონკურსის ორგანიზებას ყოველწლიურად ხელმძღვანელობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული […]
17 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პროფესორი ევა ორტმანი, გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „სპარსული სალიჰოტრა: ცხენების შესახებ სანსკრიტული ტექსტის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია სპარსულ ტრაქტატებში“. მომხსენებელი ისაუბრებს სალიჰოტრას თარგმანებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ტექსტის ვარიანტებზე და შეეცდება წყაროების იდენტიფიცირებას, რომლებიც, მისი აზრით, ორიგინალის […]
18 ოქტომბერს , 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსში გაიმართება ტექნოლოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება AWS Community Day Georgia 2025. AWS-ის საზოგადოების ლიდერების, სპიკერებისა და მოხალისეების ხელმძღვანელობით გაიმართება დისკუსიები და პრაქტიკული ვორკშოპები. შეხვედრის მიზანია AWS-ის სერვისების შესახებ ცოდნის გაზიარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება. AWS Community Day Georgia 2025 განსაკუთრებული შესაძლებლობაა […]

18-19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ხანამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“. აკადემიური ღონისძიება გააერთიანებს მსოფლიოს ათი ქვეყნის ოცამდე მეცნიერს, რომლებიც განიხილავენ ქრისტიანული რელიკვიებისა და მათი თაყვანისცემის კულტურულ განზომილებას პრემოდერნულ საზოგადოებებში. კონფერენციის პროგრამა და მოხსენებათა აბსტრაქტები https://iliauni.edu.ge/uploads/other/90/90275.pdf სამუშაო ენა: ინგლისური […]