თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ კლასიკური […]
6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის პროგრამის დოქტორანტი ვასილ მეტრეველი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „წაბლის ეკოლოგია კავკასიაში“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე გავაშელიშვილი; გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოლგერ კრეფტი. […]
7 ოქტომბერს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა კრუზი) ანთროპოლოგიის დოქტორანტი რიკი ბრაუნი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ტრადიციის ტოკენიზაცია: ფინტექი და ქვევრის მეღვინეობა“. ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) ინდუსტრია სწრაფად იზრდება და მისი კრიპტოვალუტები, მაგალითად ბიტკოინი, ასევე არაგაცვლადი ტოკენები (NFT-ები), სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ტრანზაქციული საზოგადოებისა და […]
9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ამსტერდამიდან ზუგდიდამდე: ხიდები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 9 ოქტომბერი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია. 2025
10-12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება II საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“. კონფერენციის მთავარი თემაა „ლექსიკოგრაფია და ტექნოლოგიები“ და ის ეძღვნება დიდი ქართველი ლექსიკოგრაფის, მწერლის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობს 50 მეცნიერი 16 ქვეყნიდან: საქართველო, დანია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიეტუვა, ნორვეგია, […]
10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა „სერვისებზე ხელმისაწვდომობა: ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და გადაუდებელი სიტუაციების დროს“. ღონისძიება ანტისტიგმა კამპანიის ნაწილია და მისი მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების განხილვა, გავრცელებული პრობლემების შესახებ […]
10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“ მალაის სამყაროს ისლამიზაცია მონეტარული და ფისკალური განვითარების ოქროს ხანაა. XIII-XIX საუკუნეებში ფულის ნიშნებს იყენებდნენ როგორც ვაჭრობაში, ასევე საგადასახადო სფეროში ძღვენის სახით და კრედიტების […]
10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი ლუკას გრუნდსფელდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რუსეთ-უკრაინის ომი: გაკვეთილები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისთვის“. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შოკი გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები ამ დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი კვლევის საგანია, 2022 წლის 24 თებერვალს ბევრი მკვლევარი ისევე […]