BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250929T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250929T140000
DTSTAMP:20260418T113356
CREATED:20250923T090053Z
LAST-MODIFIED:20250923T110409Z
UID:10005814-1759150800-1759154400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საორიენტაციო ონლაინშეხვედრა ილიაუნის ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალისთვის
DESCRIPTION:29 სექტემბერს\, 13:00-დან 14:30 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის  ონლაინ გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა/ტრენინგი. \nშეხვედრის მიზანია ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალის დროული ადაპტაცია საუნივერსიტეტო გარემოსთან\, ასევე სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ელექტრონული სისტემებისა და საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გაცნობა. \nტრენერები − გიგა ხოსიტაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე) და ირინე ბაზღაძე (არგუსის მთავარი ადმინისტრატორი) − მსმენელებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: \n\nგანვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების საქმიანობასა და შესაძლებლობებს;\nარგუსის და სასწავლო პროცესის მართვას;\nპლაგიატის პოლიტიკას\, ელექტრონული სწავლების პორტალს და საბიბლიოთეკო სერვისებს.\n\nრეგისტრაციისთვის იხ. ბმული.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-09-2025-onlinemeeting/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250930T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250930T200000
DTSTAMP:20260418T113356
CREATED:20250923T120311Z
LAST-MODIFIED:20250924T091834Z
UID:10005815-1759258800-1759262400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ანდრეას ლეხნერის საჯარო ონლაინლექცია „ტრანსფორმაციის ტიპოლოგიები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია განაგრძობს კვლევით პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“\, რომელიც მიზნად ისახავს საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესების შესწავლას მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე\, აგრეთვე საბინაო მშენებლობის არქიტექტურული თავისებურებებისა და სივრცითი ტიპოლოგიების გაანალიზებას. \nპროექტით დაგეგმილია ოთხი საერთაშორისო სემინარი\, რომელთა მიზანია თანამედროვე არქიტექტურულ დისკურსში მიმდინარე პროცესების გააზრება და კვლევის შედეგების საერთაშორისო აკადემიურ კონტექსტში ჩართვა. \n30 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU Graz) არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ანდრეას ლეხნერი ონლაინ წაიკითხავს საჯარო ლექციას „ტრანსფორმაციის ტიპოლოგიები“. \nპროფ. ლეხნერი განიხილავს თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს – შენობების შემცირების\, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების იმპერატივს\, რომელიც სვამს ფუნდამენტურ შეკითხვას: ვის ეკუთვნის შენობის ავტორობის უფლება? და წარმოადგენს ხედვას არქიტექტურული ტიპების\, ტიპოლოგიისა და ტრანსფორმაციის სტრატეგიებს შორის არსებულ შუალედურ ურთიერთობებზე. მისი არგუმენტაცია ეფუძნება ახლად გამოცემულ ნაშრომს “Architectural Affordances – Typologies of Umbau” (2025). \nპროფ. ლეხნერის მიერ შემოთავაზებული Umbau-ს ცნება (გერმ. „ტრანსფორმაცია“) სცილდება შენობების მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური განახლების ტრადიციულ ჩარჩოს და გვთავაზობს უფრო ნიუანსურ დიალოგს ტიპოლოგიასთან\, ისტორიულ განგრძობითობასა და მატერიალურ არტიკულირებასთან მიმართებით. ამ მიდგომით არქიტექტურული ტრანსფორმაცია აღიქმება არა როგორც ნიშური პრაქტიკა\, არამედ როგორც დისციპლინის ბირთვი\, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ პრაქსისსა და შემოქმედებით ძალისხმევას. \nპროფესორი ანდრეას ლეხნერი არის არქიტექტორი\, მკვლევარი და მწერალი\, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია კონტექსტზე ორიენტირებულ და კვლევაზე დამყარებულ დიზაინზე. იგი მუშაობს ავსტრიაში\, TU Graz-ში\, სადაც დაიცვა დისერტაცია და დაამთავრა მაგისტრატურა. არის მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და კვლევითი ჯგუფის Counterintuitive Typologies ხელმძღვანელი. \nანდრეას ლეხნერი ავტორია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომისა\, მათ შორის “Thinking Design: Blueprint for an Architecture of Typology” (2021) და თანარედაქტორი GAM – გრაცის არქიტექტურული ჟურნალისა და The Journal of Architecture-ის სპეციალური ნომრებისა. \nფორმატი: ონლაინ \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 30 სექტემბერი\, 19:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-09-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/tipologiebi-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251002T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251002T170000
DTSTAMP:20260418T113356
CREATED:20251002T065633Z
LAST-MODIFIED:20251002T065633Z
UID:10005820-1759420800-1759424400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰარუტიუნ ხუდანიანის საჯარო მოხსენება „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი ჰარუტიუნ ხუდანიანი წაიკითხავს მოხსენებას „სომეხი ხალხის წარმომავლობა და ჩამოყალიბების პროცესი უახლესი გამოკვლევების შუქზე“. \nმომხსენებელი უახლესი გენეტიკური კვლევების გათვალისწინებით წარმოადგენს შეხედულებებს სომეხი ხალხის წარმომავლობის შესახებ.  თანამედროვე სომხები არიან მატარებლები წარმომავლობის განსხვავებული\, უწყვეტი ხაზისა\, რომელიც ჩამოყალიბდა ანტიკურ ხანაში და შენარჩუნდა მთელი ისტორიის მანძილზე. \nმომხსენებლის შესახებ \nჰარუტიუნ ხუდანიანი სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის დეპარტამენტის მკვლევარია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის აღმოსავლური და ძველი წყაროები\, სომხურ-ქართული ურთიერთობები\, სომეხი ხალხისა და რეგიონის ძველი ისტორია\, განსაკუთრებით ურარტუს ისტორია და კულტურა. ის არაერთი პუბლიკაციის ავტორია\, რომელთა შორისაა: “New Unpublished Materials from the Personal Funds of Georgian Prominent Urartologist Giorgi Melikishvili: G. Melikishvili and Armenology”\, Scientia (თბილისი)\, No.2 (2021)\, “From the History of Armenian-Georgian Academic Relations: A Newly Discovered Letter by A. Kalantari from the Personal Fonds of L. Mushkelishvili”\, Institute of Archaeology and Ethnography\, 2022)\, “The Urartian Collection of the Georgian National Museum”\, in: Museum and Globalization\, Materials from the International Conference (2021). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია. \n  \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/harutiun-khudanianis-sajaro-mokhseneba-somekhi-khalkhis-tsarmomavloba-da-chamoqhalibebis-protsesi-uakhlesi-gamokvlevebis-shuqze/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/harutiun-khudanianis-sajaro-mokhseneba-NEW-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR