29 სექტემბერს, 13:00-დან 14:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის ონლაინ გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა/ტრენინგი. შეხვედრის მიზანია ახლად მოწვეული აკადემიური პერსონალის დროული ადაპტაცია საუნივერსიტეტო გარემოსთან, ასევე სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ელექტრონული სისტემებისა და საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გაცნობა. ტრენერები − გიგა ხოსიტაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე) და ირინე ბაზღაძე (არგუსის მთავარი […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია განაგრძობს კვლევით პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“, რომელიც მიზნად ისახავს საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესების შესწავლას მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე, აგრეთვე საბინაო მშენებლობის არქიტექტურული თავისებურებებისა და სივრცითი ტიპოლოგიების გაანალიზებას. პროექტით დაგეგმილია ოთხი საერთაშორისო სემინარი, რომელთა მიზანია თანამედროვე არქიტექტურულ დისკურსში მიმდინარე პროცესების გააზრება და კვლევის შედეგების საერთაშორისო აკადემიურ კონტექსტში ჩართვა. 30 სექტემბერს, 19:00 […]