22 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფლორა რიზადტინოვა წაიკითხავს საჯარო მოხსენებას “ჰიგსის ბოზონის პრეცეზიული შესწავლა და ახალი ფიზიკის ძიებები ატლასის ექსპერიმენტში“. მომხსენებელი ისაუბრებს ჰიგსის ბოზონის ძირითად თვისებებსა და უახლეს პრეციზიულ გაზომვებზე, რომლებიც ეყრდნობა პროტონ-პროტონთა გაფანტვის სრულ მონაცემებს √s = 13 ტევ და 13.6 ტევის ენერგიებზე. ეს შედეგები მიღწეულ იქნა LHC-ის ATLAS-ის ექსპერიმენტებში მე-2 […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონკურსების შესახებ. 23 სექტემბერი, 13:00 საათი 26 სექტემბერი, 11:00 საათი 29 სექტემბერი, 12:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1 გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დასწრება თავისუფალია.