16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
14 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მარიამის კოლეჯის (ირლანდია) ასისტენტ-პროფესორი კიტ იანგი გამართავს ონლაინსემინარს „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გავლენა სწავლა-სწავლებასა და შეფასებაზე“. მომხსენებელი განიხილავს დიდი ენობრივი მოდელების ფუნქციონირებას, მათ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს. ყურადღებას გაამახვილებს ტექნოლოგიების ეთიკურ, პედაგოგიურ და პრაქტიკულ გავლენებზე, ასევე მათ როლზე სწავლა-სწავლებასა და შეფასების პროცესში. სემინარის მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენების […]
14 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 26-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. 2024 წელს გუნდმა მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს შორის პირველი ადგილი ფესტივალზე „სტუდფესტ 2024“. გუნდის წევრებს ჰქონდათ წარმატებული გასტროლები პოლონეთში, სერბეთში, ესტონეთსა და საფრანგეთში. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 14 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
15 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „ეკოლოგია“ დოქტორანტ ლევან ნინუას სადოქტორო ნაშრომის „პონტო-კასპიური კალმახის ეკოლოგია, პოპულაციური გენეტიკა, ევოლუცია და ტაქსონომია“ (Ecology, population genetics, evolution and taxonomy of Ponto-Caspian trout)“ დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნათია კოპალიანი და დავით თარხნიშვილი სამუშაო […]
17 ივლისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი“ 2025 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია. ნომერი ეძღვნება მართლმადიდებლური თეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს. გამოცემის თემატიკა იმდენად მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხება, რომ იგი ერთ-ერთმა თეოლოგიური კვლევების აკადემიამ საზღვარგარეთაც დაბეჭდა და გაავრცელა. ღონისძიებას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გახსნის. დეკანოზი გიორგი წეროძე, გამოცემის მთავარი […]
18 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ დოქტორანტი ანა ლოლუა დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Between Imperial and Anti-Imperial: The Case of the Georgian State Museum since the Early Bolshevik Period up until the […]