BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250614T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250701T110000
DTSTAMP:20260418T163748
CREATED:20250610T131059Z
LAST-MODIFIED:20250725T070157Z
UID:10005773-1749895200-1751367600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიღება საზაფხულო სკოლაში
DESCRIPTION:14 ივნისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება საზაფხულო სკოლით დაინტერესებულ სტუდენტებთან. \nსაზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე მოეწყობა 16-25 ივნისს პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ ფარგლებში. სტუდენტები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტყის მართვის\, ოპერაციებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. \nსკოლას გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. ლექციები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე\, პროგრამით ასევე დაგეგმილია 4-დღიანი საველე გასვლა ღამისთევით თიანეთის მუნიციპალიტეტში\, საბადურის ტყეში\, სადაც ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები. \nსაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია სატყეო საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერი პროფესიის სტუდენტს.\nდაინტერესებულმა პირებმა უნდა მოიწერონ იმეილზე 13 ივნისის ჩათვლით. საკონტაქტო ელფოსტა: vasil.metreveli.1@iliauni.edu.ge \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 ივნისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-summerschool/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/konph_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250623T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250623T190000
DTSTAMP:20260418T163748
CREATED:20250528T074757Z
LAST-MODIFIED:20250623T130445Z
UID:10005761-1750701600-1750705200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სერგეი შაროვის საჯარო მოხსენება „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ლიდსის უნივერსიტეტის ენის\, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებათა სკოლის\, ენის ტექნოლოგიების პროფესორი სერგეი შაროვი წაიკითხავს მოხსენებას „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“. \nპროფესორი შაროვი მიმოიხილავს ევროკავშირის პროგრამის Horizon ფარგლებში განხორციელებული პროექტის iDem მიდგომებსა და შედეგებს. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების\, მათ შორის ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში ენობრივი ბარიერების დაძლევის გზით. \nმომხსენებელი განიხილავს\, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. რამდენადაც სათათბირო დემოკრატია უზრუნველყოფს ურთიერთგაგებას დაინტერესებულ მხარეებს შორის\, რთული ინსტიტუციური ენა ხშირად გამორიცხავს ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მონაწილეობას სამოქალაქო პლატფორმებსა და ონლაინ სივრცეებში. სწორედ ამიტომ პროექტი\, რომელიც ხორციელდება ბარსელონის ქალაქის მერიასთან\, Cibervoluntarios-თან\, PIM-სა და ANFFAS-თან თანამშრომლობით\, ფოკუსირებულია სამ კვლევით შემთხვევაზე და მიზნად ისახავს კატალონურ\, იტალიურ და ესპანურ ენებში კომპლექსური ლინგვისტური მოვლენების იდენტიფიცირებას\, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამ საზოგადოებისთვის სათათბირო პროცესებში მონაწილეობა. სისტემურ-ფუნქციური ლინგვისტიკის საფუძველზე პროფ. შაროვი განიხილავს სხვაობას ენის მომხმარებლებსა (მაგ. სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები) და ენის გამოყენებას (მაგ. კომუნიკაციური ფუნქციები) შორის და მის ზეგავლენას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სათათბირო დიალოგზე. \nმოხსენების ბოლოს პროფესორი შაროვი აანალიზებს რისკებს\, ერთი მხრივ\, ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინების შექმნისა\, და\, მეორე მხრივ\, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების უგულებელყოფის შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-05-2025-publicreport/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/khelovnuri-inteleqti-posti-NEW-WEB-01-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250626T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250626T140000
DTSTAMP:20260418T163748
CREATED:20250626T070824Z
LAST-MODIFIED:20250702T071139Z
UID:10005775-1750942800-1750946400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ანა მგელაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:26 ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა მგელაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფიზიკის მასწავლებელთა ტექნოლოგიური კომპეტენციები“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი − მარიკა კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nდისტანციურ ფორმატში დასასწრები ბმული: \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/85074207892?pwd=JbHJvDWUbybqV8yALKyVaMNRhr56ZF.1\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-ana-mgeladzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/ana-mgelaze-nashromi-NEW-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250626T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250626T170000
DTSTAMP:20260418T163748
CREATED:20250626T121050Z
LAST-MODIFIED:20250623T130543Z
UID:10005774-1750953600-1750957200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Zoomout-ისა და ფაბლაბის პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“
DESCRIPTION:26 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში  ტექმეწარმეობისა და ინოვაციის განვითარების ცენტრის\, პრეაქსელერატორი Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“. \nსპეციალურად მოწვეული მომხსენებელია დოქტორი ალექს დენობლი\, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის ემერიტუს-პროფესორი\, Lavin Entrepreneurship Center-ის აღმასრულებელი დირექტორი და წიგნის The Entrepreneur Within ავტორი. \nპროფესორ დენობლის საქმიანობა მოიცავს მეწარმეობას\, კორპორაციულ ინოვაციასა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციას. იგი აშშ-ის მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის ასოციაციის (USASBE) ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო საბჭოს (ICSB) მოქმედი მმართველი წევრია. მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სტარტაპებთან\, ისე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხით. \nშეხვედრის მონაწილეები გაიგებენ\, როგორ განავითარონ მეწარმეობრივი უნარები პროფესიული საქმიანობის პარალელურად; მოისმენენ პრაქტიკულ რჩევებს ინტრაპრენერობისა და კარიერული ზრდის შესახებ; შეძლებენ დარგის საერთაშორისო ექსპერტს დაუსვან შეკითხები\, მათ შორის\, რისკების მართვაზე\, მარცხის გამოცდილებასა და მოტივაციაზე. \nდისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout-ის მენეჯერი\, სტარტაპ NEUROPILOT-ის დამფუძნებელი თინი მამუჩაშვილი. \nშეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/vJWfUHDzaf24nc9e6 \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელექტრონული ფოსტით: fablab@iliauni.edu.ge. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 26 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zoomout-isa-da-phablabis-paneluri-diskusia-rogor-ganavitharoth-metsarmeobrivi-unarebi-samsakhuris-datovebis-gareshe/
CATEGORIES:დისკუსიები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/bootcamp_web_new26-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250628T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250628T130000
DTSTAMP:20260418T163748
CREATED:20250628T071828Z
LAST-MODIFIED:20250702T072003Z
UID:10005777-1751112000-1751115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
DESCRIPTION:28 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში” (Science on Stage)\, რომლის ორგანიზატორია ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS. \nფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 19 პროექტი საბუნებისმეტყველო განათლების სხვადასხვა სფეროდან. ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი საუკეთესო პროექტის ავტორი 2026 წლის მაისში  საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ფესტივალზე კლაიპედაში (ლიეტუვა). \nფესტივალის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება როგორც ადგილობრივ\, ისე საერთაშორისო დონეზე. \nდრო: 28 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/meothkhe-erovnuli-phestivali-metsniereba-mthavar-rolshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/phestivali-metsniereba-mthavar-rolshi-NEW-01-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR