14 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება საზაფხულო სკოლით დაინტერესებულ სტუდენტებთან. საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე მოეწყობა 16-25 ივნისს პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ ფარგლებში. სტუდენტები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტყის მართვის, ოპერაციებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. სკოლას გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. ლექციები გაიმართება ილიას […]
25 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. სემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. […]
23 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ლიდსის უნივერსიტეტის ენის, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებათა სკოლის, ენის ტექნოლოგიების პროფესორი სერგეი შაროვი წაიკითხავს მოხსენებას „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“. პროფესორი შაროვი მიმოიხილავს ევროკავშირის პროგრამის Horizon ფარგლებში განხორციელებული პროექტის iDem მიდგომებსა და შედეგებს. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, მიგრანტებისა და […]
26 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა მგელაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფიზიკის მასწავლებელთა ტექნოლოგიური კომპეტენციები“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − მარიკა კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დისტანციურ ფორმატში დასასწრები ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/85074207892?pwd=JbHJvDWUbybqV8yALKyVaMNRhr56ZF.1 სამუშაო ენა: ქართული დრო: 26 ივნისი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 […]
26 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ტექმეწარმეობისა და ინოვაციის განვითარების ცენტრის, პრეაქსელერატორი Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“. სპეციალურად მოწვეული მომხსენებელია დოქტორი ალექს დენობლი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის ემერიტუს-პროფესორი, Lavin Entrepreneurship Center-ის აღმასრულებელი დირექტორი და წიგნის The Entrepreneur Within ავტორი. პროფესორ დენობლის […]
28 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება მეოთხე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში" (Science on Stage), რომლის ორგანიზატორია ილიაუნის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 19 პროექტი საბუნებისმეტყველო განათლების სხვადასხვა სფეროდან. ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი საუკეთესო პროექტის ავტორი 2026 წლის მაისში საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ფესტივალზე კლაიპედაში (ლიეტუვა). ფესტივალის მიზანია საბუნებისმეტყველო […]