14 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება საზაფხულო სკოლით დაინტერესებულ სტუდენტებთან. საზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე მოეწყობა 16-25 ივნისს პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ ფარგლებში. სტუდენტები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტყის მართვის, ოპერაციებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. სკოლას გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. ლექციები გაიმართება ილიას […]
12 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები სოციალურ მეცნიერებათა სექცია: დაიწყება 12:00 საათზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია მუშაობას დაიწყებს 14:00 საათზე. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომლებსაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. კონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს […]
12 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103 დარბაზში ლუბლინის სოციალურ და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ლეშეკ ზაკრჟევსკი და აგნიეშკა მიხალსკა წაიკითხავენ ლექციას სისხლის, სისხლის ჯგუფებისა და კვებასთან მათი კავშირის შესახებ. ლექცია საინტერესო იქნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების, ბიოლოგიის, კვების მეცნიერების, გამოყენებითი ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის სტუდენტებისთვის. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 12 ივნისი, 14:00 საათი […]
12 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალი (AHF Georgia) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფექციის გავრცელების პრევენცია. მსმენელს საშუალება ექნება, დაესწროს საინფორმაციო სესიას აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტებისა (B და C ტიპის) და სიფილისის პრევენციის გამოვლენის მექანიზმებისა და მათთან დაკავშირებულ სტიგმასთან ბრძოლის შესახებ. […]
13 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“ მე-19 საუკუნის ქართული ინტელექტუალური თაობის, თერგდალეულების, მისიისა და მემკვიდრეობის გააზრების შესახებ. სწორედ მათ დაეკისრათ ბრძოლა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებისთვის. საუბარი შეეხება იმ პრინციპებს, რომლებიც თერგდალეულების მოძრაობას წარმართავდა, ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეებს, რომელთა გადალახვასაც ისინი ცდილობდნენ, ასევე ეროვნული თვითმყოფადობის […]