3 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პადოვის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი პაოლო ბერნარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”. ლექცია მიეძღვნება სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების მოლეკულურ მექანიზმებს. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიტოქონდრიების ევოლუციურ როლს − როგორ იქცნენ უძველესი ბაქტერიები თანამედროვე უჯრედის ენერგეტიკულ […]
4 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობათა შესახებ. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები განიხილავენ მარი სკლადოვსკა კიურის (MSCA), ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ინდივიდუალურ კვლევით და მობილობის პროექტებს, ასევე უკვე დაფინანსებული COST პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებს. საკონტაქტო პირები წარადგენენ დაფინანსების […]
4 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორიაში „კამპუს ფრანსისა“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესახებ. შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, ჩარიცხვის პროცედურებზე, სამთავრობო სტიპენდიების მიღებაზე, სავიზო მოთხოვნებსა და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე. პრესტიჟული უნივერსიტეტის, Sciences Po-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფრანგი სტუდენტი გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრეთ. სამუშაო […]
5 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის „დიდი გეტსბი“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი. სემინარზე მომხსენებლები განიხილავენ რომანის ისტორიულ და ლიტერატურულ მნიშვნელობას, მის გავლენას ამერიკულ კულტურასა და თანამედროვე აზროვნებაზე. მომხსენებლები: პროფესორი რეზო მარსაგიშვილი – „დიდი გეტსბის“ პერსონაჟების სამეტყველო სტრატეგიები; ასოცირებული პროფესორი ნინო გულიაშვილი – „აზრის კონსტრუირება რომანში „დიდი გეტსბი“: შედარებითი ლინგვისტური ანალიზი […]
5 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Warsaw University of Life Sciences, პოლონეთი) პროფესორები, რობერტ პოპეკი და არკადიუშ პჟიბიში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. რობერტ პოპეკი – „ურბანული მცენარეულობა, როგორც ბუნებრივი ფილტრი: ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების დაჭერაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლის შეფასება“ პროფესორი რობერტ პოპეკი განიხილავს, როგორ უწყობს ხელს ურბანული გამწვანება ჰაერის დაბინძურების […]
6 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება სურსათის უვნებლობის დღის აღნიშვნას, რომლის სლოგანია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“. წლევანდელი თემაა „სურსათის უვნებლობა: მეცნიერება მოქმედებაში“. ამ დღეს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტუდენტური ესეების პრეზენტაციების ციკლი „რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობისთვის?“. სტუდენტები წარმოადგენენ ნაშრომებს სურსათის უვნებლობის, ჯანმრთელობისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის შესახებ. პრეზენტაციების მიზანია სტუდენტთა […]
7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის განათლების სკოლა და განათლების კვლევების ცენტრი გამართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „უნივერსიტეტი დღეს: შიდა და გარე აქტორების პერსპექტივა“. კონფერენციაზე განათლების ადმინისტრირების პროგრამის უმაღლესი განათლების მიმართულების სტუდენტები წარადგენენ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მკვლევრები იმსჯელებენ, როგორ აღიქვამენ დღევანდელობაში საკუთარ და უნივერსიტეტის როლს სტუდენტები, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი […]