27 მაისს, სამშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 […]
29 მაისს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი. წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია წიგნში დეტალურად არის განხილული შვიდი ქვეყნის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, შვედეთის, რუსეთის და პოლონეთის, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობასთან, პოლიტიკური სისტემებთან, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებთან, ისტორიულ და თანამედროვე პოლიტიკურ, სოციო-ეკონომიკურ, […]
29 მაისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოკრატული წრის ფორმატის დისკუსია ევროპასა და საქართველოზე. სოკრატული წრე წარმოადგენს აკადემიური სემინარის ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია რაციონალურ მსჯელობაზე. აქ არ არსებობს დაპირისპირებული მხარეები, თუმცა მონაწილეები ერთმანეთის მოსაზრებებს ყურადღებით ისმენენ, სვამენ კრიტიკულ კითხვებს და ერთობლივად ცდილობენ დასკვნების გამოტანას. დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებს, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან […]
30 მაისს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა გამართავს ფსიქოლოგიურ ტრენინგს „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“. ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან არტთერაპიული პრაქტიკის დროს წარმოსახვითი სავარჯიშოების როლსა და მნიშვნელობას. ისინი შექმნიან წარმოსახვით ხატებს და აღმოაჩენენ მათი ინტერპრეტაციისა და გაგების გზებს. სამუშაო ენა: ქართული დრო: 30 მაისი, 13:00-15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 […]
30 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ქეთევან ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „პოლიტიკური რეჟიმის ტრავმის რეპრეზენტაციის მოდელები პერსონაჟთა სიზმრებში: პრესაბჭოთა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული პროზის მიხედვით“. სამეცნიერო ხელმძღვანელი - ცირა კილანავა, ფილოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 30 მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
30 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება COPY BREAK 2025 ქოფირაითინგის პირველი ღონისძიება საქართველოში. პროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის მძლავრი იარაღის, პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც განიხილავენ ქოფირაითინგის როლს ბრენდინგში, ციფრულ კამპანიებსა და კრეატიულ პროცესებში. ვრცლად ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/16NUcAXSFa/?mibextid=wwXIfr დრო: 30 მაისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. […]