ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომელი, ფსიქიატრი მიშიკო დუმბაძე წაიკითხავს ლექციას „დეპრესია ახალგაზრდებში“. მომხსენებელი განიხილავს, რა არის და რა არ არის დეპრესია, როგორ ამოვიცნოთ ნიშნები და სად ვეძებოთ დახმარება. დრო: 13 მაისი, 14:00-15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
13 და 15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის პროფესორი აქსელ გოსრი აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ორ ლექციას პოლიტიკის ფილოსოფიისა და ეთიკის სამართლიანობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ლექციების თემატიკა ეფუძნება მის წიგნს “What is Intergenerational Justice?“ (Polity, 2023). ლექციებზე რეგისტრაციისა და საკითხავი მასალისთვის დაუკავშირდით თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge ილიაუნის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომელთა კვლევა დაკავშირებულია პროფესორ გოსრის კვლევით […]
13 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონცერტი CLAVIUS. CLAVIUS კომპოზიტორ და პედაგოგ დანიელე ლედდას ინოვაციური პროექტია თვითნაკეთი კლავიშიანი ინსტრუმენტების შემოქმედებითი დიზაინის შესახებ, შთაგონებული ჯონ კეიჯის „პრეპარირებული ფორტეპიანოს“ კონცეფციით. კლავიუსი იკვლევს ანალოგურის და ციფრულის შერწყმის, ინსტრუმენტის პრეპარირების და ე.წ. „განვრცობილი ინსტრუმენტის“ ახალ კონცეფციად ჩამოყალიბების პერსპექტივას. დრო: 13 მაისი, 19:00 […]
ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ ფსიქოლოგი ანა ჯანიკაშვილი წაიკითხავს ლექციას „სტრესის მართვა“. მომხსენებელი განიხილავს სტრესის გამომწვევ ფაქტორებს, ნეირობიოლოგიას და გამკლავების სტრატეგიებს. დრო: 14 მაისი, 12:00-13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
14 მაისს, 17:00 საათზე, გაიმართება ონლაინ ლექცია-ტრენინგი „ორგანიზაციული კულტურა და ბიზნესკომუნიკაცია“ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახა მაღრაძე. ტრენინგის თემები: ორგანიზაციული კულტურის არსი და განვითარების ისტორია; გეერტ ჰოფსტედის კულტურული განზომილებების თეორია; რეგიონული განსხვავებები ორგანიზაციულ მიდგომებსა და კულტურებში; თანამედროვე მიდგომები ბიზნესკომუნიკაციაში; მოლაპარაკებების ხელოვნება და […]
16 მაისს, 13:00 საათზე, ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით ივა ლომიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიბერალური იდეალები და რეალისტური პოლიტიკა: ისტორიის დასასრულის დასასრული?“. მომხსენებელი განიხილავს თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შესაძლო დასასრულს. როგორ ეჯახება ლიბერალური იდეალები გლობალური პოლიტიკის რეალობას, როგორ მოქმედებს მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის ლოგიკა საგარეო პოლიტიკაზე და შეიძლება თუ […]
ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ფსიქოლოგი ანა პაპავა წაიკითხავს ლექციას „შფოთვა და პანიკური შეტევა“. მომხსენებელი განიხილავს შფოთვის ნიშნების ამოცნობისა და მართვის სტრატეგიებს, ასევე, რა არის პანიკური შეტევა და როგორ შეიძლება მისი მართვა. დრო: 16 მაისი, 14:00-15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
16 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი გიწვევთ ლექციებისა და ვორკშოპების დასკვნით კონცერტზე, რომელსაც გამართავენ ვორკშოპის „მართული იმპროვიზაცია“ მონაწილე სტუდენტები და პედაგოგები. ანსამბლს უდირიჟორებს კომპოზიტორი და შემსრულებელი დანიელე ლედდა (Daniele Ledda). დრო: 16 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.
17 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა გამართავს სოლო კონცერტს, რომელსაც უდირიჟორებს თორნიკე არჩვაძე. ეს იქნება უნივერსიტეტის საგუნდო კაპელის შემოქმედების ერთგვარი შეჯამება. კონცერტზე შესრულდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, მათ შორის იოსებ კეჭაყმაძის, არჩილ ჩიმაკაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, რევაზ ლაღიძის, ჰ. სმითისა და მოსეს ჰოგანის კომპოზიციები. ღონისძიების მიზანია გააერთიანოს […]