8 მაისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახში დიდი მოთხოვნის გამო კიდევ ერთხელ გაიმართება აბიტურიენტებისთვის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე. შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან არქიტექტურის პროგრამის მიზნებსა და ღირებულებებს, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას შემოქმედებითი ტურის, სასწავლო პროგრამისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ, გაიგებენ მეტს სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და კურსდამთავრებულთა კლუბის შესახებ, შეხვდებიან არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელსა და აკადემიურ პერსონალს. […]
6 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა „სურსათის უვნებლობა: მეცნიერება მოქმედებაში“. ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი „რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი […]
6 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონდუ კიმი წაიკითხავს საჯარო ლექციას „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“. მომხსენებელი შეეხება კორეასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, აღწერს ამ ქვეყნების წარსულ განვითარებასა და ამჟამინდელ მდგომარეობას. ელჩმა კიმმა კარიერა დაიწყო 1988 წელს საჯარო სამსახურში, კორეის მთავრობის გაერთიანების სამინისტროში, როგორც საშუალო […]
6 და 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის მოწვეული მკვლევარი, მარმარის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი რავზა ალთუნთაშ ჩაქირი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და თემით დაინტერესებული საზოგადოებისთვის წაიკითხავს ლექციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ისლამურ სამყაროში მოდერნულობისა და დემოკრატიის შესახებ მიმდინარე დისკუსიების გააზრებას. „ისლამი და მოდერნულობა“ მომხსენებელი განიხილავს დებატებს მოდერნულობის შესახებ ისლამურ აზროვნებაში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს […]
13-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული. ლექციების ციკლი ანტისტიგმის კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის შემცირებას. კვირეულის თემაა „თემი“. სტუდენტურ თემს შესწევს ძალა, შექმნას ერთიანობისა და […]
7 მაისს, 20:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა. პროექტის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი დამსწრეთ გააცნობს საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთებულ იდეას, რომელსაც შეაფასებს სამართლის სკოლის ლექტორებითა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური. სამუშაო ენა: ქართული დრო: 7 მაისი, […]
19, 22 და 23 მაისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციებს პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისების შესახებ ძველ ბერძნულ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი იოჰან ტრალაუ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამით ერაზმუს+ იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. […]
ილიაუნის რელიგიის კვლევების ალუმნი ქსელი და დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) წარმოგიდგენთ დოკუმენტური ფილმების ჩვენების სერიას „დოკუმენტური კინოს დღეები ილიაუნიში“. მაყურებელს ექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ გაეცნოს თანამედროვე ქართულ დოკუმენტურ ფილმებს, არამედ ფილმების ავტორებთან ერთად იმსჯელოს ფილმებში ასახულ საკითხებზე. 8 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნიში გაიმართება სერიის პირველი ფილმის „ლურჯი მოცვი“ (2023, 75 წთ) ჩვენება. ფილმის შესახებ ყოფილი […]
9 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე გაიმართება ევროპის დღე 2025. მე-11 პავილიონის ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში. მათ აქ დახვდებათ ფაბლაბ ილიაუნისა და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ საინფორმაციო კუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ, […]