BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T120000
DTSTAMP:20260418T170116
CREATED:20250422T113743Z
LAST-MODIFIED:20250423T081412Z
UID:10005713-1745920800-1745928000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ აია ბერაიას სადისერტაციო ნაშრომის „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ დაცვა
DESCRIPTION:29 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“  (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy\, Identity and Citizenship). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nდოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს დემოკრატიის ახალი მოდელის შემოთავაზებას რეალურად არსებული ლიბერალური დემოკრატიების რამდენიმე საფუძვლის რეკონსტრუქციის საშუალებით. ლიბერალური დემოკრატია კრიზისშია\, რასაც სხვადასხვა სიმპტომი აქვს\, მათ შორის\, ელექტორალური მონაწილეობის შემცირება\, ულტრამემარჯვენე მოძრაობის აღზევება და არალიბერალური რეჟიმების გაძლიერება. ამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ შემოთავაზებულია მოდელი „ფემინისტური დემოკრატია“\, რომლის კონსტრუირება ხდება ნორმატიული ლიბერალური თეორიის\, ლიბერალური დემოკრატიის საფუძველმდებარე იდეების თეორიულ სისუსტეებში ჩაძიებით და ამ იდეების ფემინისტური რეკონსტრუქციით. ამ მიზნის შესაბამისად ხდება ავტონომიის\, იდენტობისა და მოქალაქეობის იდეების რეკონსტრუქცია. ნაშრომი მიზნად ისახავს დემოკრატიის ნორმატიული თეორიის შექმნას. შემოთავაზებული ნორმატიული თეორიული ჩარჩო შედგება იდეებისგან\, როგორებიცაა: რელატიური ავტონომია და კოლექტიური ავტონომია\, „იდენტობა“ როგორც ეთიკურ-ნორმატიული ცნება და მოქალაქეობის ფემინისტურ-რესპუბლიკური მოდელი ჰეტეროგენულ საზოგადოებებში. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი მიუნსტერის უნივერსიტეტიდან:  პროფესორი თომას გუტმანი \nსამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოც. პროფესორი თამარ ცხადაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-04-2025-dissertation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/ormagi_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T140000
DTSTAMP:20260418T170116
CREATED:20250410T090305Z
LAST-MODIFIED:20250411T041253Z
UID:10005700-1745931600-1745935200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ოსკარ სანჩეზ მუნოზის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“
DESCRIPTION:29 აპრილს\, 13:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვევით პროფესორი ოსკარ სანჩეზ მუნოზი (Óscar Sánchez Muñoz) წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“. \nპროფესორი მუნოზი არის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და ვენეციის კომისიის წევრი (შემცვლელი). 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქვს აკადემიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. პროფესორი მუნოზი ასევე არის საარჩევნო სამართლის აღიარებული ექსპერტი და არაერთი სამართლებრივი კვლევის/ანგარიშის ავტორი. ლექციებს კითხულობდა ევროპისა და ლათინური ამერიკის არაერთ წამყვან უნივერსიტეტში\, მათ შორის ტორონტოს უნივერსიტეტში (University of Toronto (ICCS grant)\, ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის ვაშინგტონის კოლეჯში (American University Washington College of Law (Fulbright-Schuman grant) და ოტავის უნივერსიტეტში (University of Ottawa). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-04-2025-publiclecture/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/AXALI.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250429T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250429T190000
DTSTAMP:20260418T170116
CREATED:20250414T105350Z
LAST-MODIFIED:20250414T105350Z
UID:10005704-1745949600-1745953200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის“
DESCRIPTION:29 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და რისკები საქართველოსთვის“. დისკუსიაზე მიმოხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური არგუმენტები\, გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე\, გლობალური ტრანსფორმაციების მნიშვნელობა საქართველოსთვის და ამ უკანასკნელის პოზიციონირება ახლად წარმოქმნილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ვურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სონია გრიმი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი გვალია\, ნინო ფავლენიშვილი\, არჩილ აბაშიძე. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ამავე ფაკულტეტის პროფესორი დავით აფრასიძე. \nპანელური დისკუსია  გაიმართება ჰორიზონტი ევროპის პროექტის „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) ფარგლებში ვურცბურგის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-paneldiscussion/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-paneluri.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250430T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250430T160000
DTSTAMP:20260418T170116
CREATED:20250423T125356Z
LAST-MODIFIED:20250423T125356Z
UID:10005719-1746021600-1746028800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოთერაპევტ შოთა ბერულავასთან შეხვედრა „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“
DESCRIPTION:30 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახში\, ფსიქოთერაპევტი\, ილიაუნის ფსიქოლოგიის ალუმნი ქსელისა და ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი შოთა ბერულავა გამართავს შეხვედრას თემაზე: „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“. \nმომხსენებელი მხოლოდ სერიალს Adolescence არ განიხილავს\, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებს თემებზე: \n\nთაობათა შორის ემოციური და სოციალური ხიდჩატეხილობის სირთულეები;\nენობრივი და სიმბოლური სისტემები\, რომლებიც თაობებს შორის განსხვავებას ქმნის და ზრდასრულებში გაუგებრობას იწვევს;\nროგორ ეჯახებიან ახალგაზრდები საკუთარ სურვილებს\, საზღვრებს\, იდენტობის ძიებას და ოჯახის/საზოგადოების მოლოდინებს.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-04-2025-adolescence/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/new-web.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250430T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250430T180000
DTSTAMP:20260418T170116
CREATED:20250423T104126Z
LAST-MODIFIED:20250429T173044Z
UID:10005717-1746032400-1746036000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ სრომონ შარკარის საჯარო მოხსენება „იქ\, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“
DESCRIPTION:30 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით სრომონ შარკარი\, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტი საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ურბანული კვლევების მიმართულებით\, წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „იქ\, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“. \nმომხსენებელი ეთნოგრაფიულ დაკვირვებებზე დაყრდნობით განიხილავს ინდოეთში\, ბენგალის დელტაში\, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ კლიმატური ცვლილების ადაპტაციის პროგრამას და მის ინფრასტრუქტურულ პოლიტიკას\, კრიტიკულად გააანალიზებს ადაპტაციას\, როგორც გარემოს მართვის ახალ რეჟიმს\, რომელმაც ძირეულად გარდაქმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი დელტის კულტურული გეოგრაფია\, ბუნებრივი ლანდშაფტი და სოციალურ-ეკოლოგიური ურთიერთობები. \nსრომონ შარკარი ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინტერდისციპლინურ მკვლევრად ინდოეთსა და ევროკავშირში. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების აკადემიის ასოცირებული წევრია. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 30 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-04-2025-report/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/placeholder-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250503T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250503T180000
DTSTAMP:20260418T170116
CREATED:20250423T124841Z
LAST-MODIFIED:20250423T124841Z
UID:10005718-1746273600-1746295200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან კარიერული განვითარების ღონისძიებას ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025. \nეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა\, რომელზეც ყველა სტუდენტსა თუ ახალგაზრდა სპეციალისტს გეძლევათ შესაძლებლობა\, შეხვდეთ საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს\, გაიცნოთ სამუშაო შესაძლებლობები და დაიწყოთ პროფესიული გზა. \nრატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა? \nსტუდენტებისთვის: \n\nპირისპირ კომუნიკაცია 50+ კომპანიის HR და ტოპმენეჯმენტთან;\nსამუშაო და სტაჟირების ექსკლუზიური შესაძლებლობები;\nკარიერული კონსულტაციები და პრაქტიკული რჩევები;\nLevelUp პროგრამის 100 მონაწილის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.\n\nდამსაქმებლებისთვის: \n\nპირისპირ კომუნიკაცია ილიაუნის სხვადასხვა ინტერესის მქონე მოტივირებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან;\nბრენდის პოზიციონირება ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის;\nინოვაციური გარემო ტალანტების მოსაძებნად.\n\nდრო: 3 მაისი\, 12:00-18:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზო (ღია სივრცე სპეციალურად მოწყობილი პავილიონებით)\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nღონისძიების პროგრამა \n12:00-13:00 – ოფიციალური გახსნა. პროგრამის LevelUp მონაწილე სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა \n12:00-18:00 – დამსაქმებლებთან პირისპირ კომუნიკაცია\, სამუშაო შეთავაზებების განხილვა \n15:00-17:00 ­– კომპანიების პრეზენტაციები კარიერული განვითარების შესახებ \n\nმონაწილეობის პირობები \nსტუდენტებისა და სტუმრებისთვის: \nღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. \nკომპანიებისთვის: \nკომპანიებს მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. \nსარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/UBRw3S5n4UK5stzq8 \nილიაუნის დასაქმების ფორუმი საწყისი წერტილი თქვენი წარმატებული კარიერისთვის \nპარტნიორობის პლატფორმა – სტუდენტებსა და კომპანიებს შორის \nშემოქმედებითი გარემო ახალი იდეებისთვის \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 899 666 \n\nმარი ბურდულის შესახებ \nმარი ბურდულმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს დაიწყო მუშაობა და თორმეტი წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს – ზრუნავდა ადამიანური რესურსების განვითარებასა და ახალი\, მნიშვნელოვანი პროცესების შემუშავებაზე უნივერსიტეტში\, ჩართული იყო სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის განვითარების პროცესში. \nმარი ბურდულმა შეიმუშავა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და ის ფაქტი\, რომ დღეს ილიაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური\, ექსპერტთა შეფასებით\, წარმატებით ფუნქციონირებს\, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა. \nმარის კოორდინატორობით უნივერსიტეტში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროგრამის ERASMUS+ პროექტი PEOPLES\, რომლის ფარგლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა დიდი გავლენა იქონია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის განვითარებაზე. \nმარი ბურდული გარდაიცვალა 2018 წელს. იგი გამორჩეული იყო გულისხმიერებით და პროფესიონალიზმით.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-04-2025-employmentforum/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/dasaqmebis-phorumi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250503T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250503T140000
DTSTAMP:20260418T170116
CREATED:20250502T080726Z
LAST-MODIFIED:20250505T070638Z
UID:10005722-1746277200-1746280800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Embedding მოდელების მნიშვნელობა და აქტუალურობა\, მათი შექმნისა და არქიტექტურის შერჩევის მეთოდოლოგია
DESCRIPTION:3 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება Tbilisi AI Meetups-ის შეხვედრა თემაზე „Embedding მოდელების მნიშვნელობა და აქტუალურობა\, მათი შექმნისა და არქიტექტურის შერჩევის მეთოდოლოგია“. \nმომხსენებელი სანდრო ბარნაბიშვილი გააანალიზებს embedding მოდელების როლს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. ძლიერი დიდი ენის მოდელების (LLM) აქტუალური განვითარების მიუხედავად\, embedding-ები კვლავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საძიებო და რეკომენდაციის სისტემებში. \nმონაწილეები გაეცნობიან არა მხოლოდ იმ მიზეზებს\, რაც განაპირობებს მათ მდგრად აქტუალობას\, არამედ შეისწავლიან შექმნის მეთოდოლოგიასა და მოდელის არქიტექტურის სწორად შერჩევის პრინციპებს. \nთემები: \n\nკონტექსტის სიგრძის შეზღუდვები და RAG სისტემები\nრატომ არ არის LLM-ები იდეალური embedding-ების გენერაციისთვის\nCausal attention და contrastive learning\nSparse და dense retrieval მიდგომები (TF-IDF\, SPLADE\, ჰიბრიდული მოდელები)\nBi-Encoders\, Cross-Encoders და Late Interaction\nLatent interaction მოდელები და HNSW ძიება\nContrastive learning\, triple loss და Siamese ქსელები\nდარგზე მორგებული embedding მოდელების პრაქტიკა\nშეფასება BEIR და MTEB ბენჩმარკების საშუალებით\n\n  \nხელოვნური ინტელექტით\, მონაცემთა დამუშავებითა და ინფორმაციის ძიების სისტემებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს შეუძლიათ რეგისტრაცია ბმულზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/02-05-2025-tbilisiaimeetups/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/AI-meetups_web_new_eng.png
END:VEVENT
END:VCALENDAR