29 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი აია ბერაია დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ფემინისტური დემოკრატია: ავტონომიის, იდენტობისა და მოქალაქეობის რეკონსტრუქცია“ (Feminist Democracy: Reconstruction of Autonomy, Identity and Citizenship). […]
29 აპრილს, 13:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვევით პროფესორი ოსკარ სანჩეზ მუნოზი (Óscar Sánchez Muñoz) წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადამიანის უფლებათა დაცვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“. პროფესორი მუნოზი არის ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და ვენეციის კომისიის წევრი (შემცვლელი). 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქვს აკადემიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება. პროფესორი […]
29 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის გაფართოება გლობალური ცვლილებების ეპოქაში: შესაძლებლობები და რისკები საქართველოსთვის“. დისკუსიაზე მიმოხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური არგუმენტები, გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვაზე, გლობალური ტრანსფორმაციების მნიშვნელობა საქართველოსთვის და ამ უკანასკნელის პოზიციონირება ახლად წარმოქმნილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ვურცბურგის […]
30 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახში, ფსიქოთერაპევტი, ილიაუნის ფსიქოლოგიის ალუმნი ქსელისა და ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი შოთა ბერულავა გამართავს შეხვედრას თემაზე: „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“. მომხსენებელი მხოლოდ სერიალს Adolescence არ განიხილავს, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებს თემებზე: თაობათა შორის ემოციური და სოციალური ხიდჩატეხილობის სირთულეები; ენობრივი და სიმბოლური სისტემები, რომლებიც თაობებს შორის განსხვავებას ქმნის და […]
30 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 ოთახში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით სრომონ შარკარი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) გეოგრაფიისა და გარემოს დეპარტამენტის დოქტორანტი საზოგადოებრივი გეოგრაფიისა და ურბანული კვლევების მიმართულებით, წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „იქ, სადაც მოედინება საკრალურობა: კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ინფრასტრუქტურული პოლიტიკა ინდოეთის ბენგალის დელტაში“. მომხსენებელი ეთნოგრაფიულ დაკვირვებებზე დაყრდნობით განიხილავს […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან კარიერული განვითარების ღონისძიებას ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელზეც ყველა სტუდენტსა თუ ახალგაზრდა სპეციალისტს გეძლევათ შესაძლებლობა, შეხვდეთ საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, გაიცნოთ სამუშაო შესაძლებლობები და დაიწყოთ პროფესიული გზა. რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა? სტუდენტებისთვის: პირისპირ კომუნიკაცია 50+ კომპანიის HR და […]
3 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება Tbilisi AI Meetups-ის შეხვედრა თემაზე „Embedding მოდელების მნიშვნელობა და აქტუალურობა, მათი შექმნისა და არქიტექტურის შერჩევის მეთოდოლოგია“. მომხსენებელი სანდრო ბარნაბიშვილი გააანალიზებს embedding მოდელების როლს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სისტემებში. ძლიერი დიდი ენის მოდელების (LLM) აქტუალური განვითარების მიუხედავად, embedding-ები კვლავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საძიებო და რეკომენდაციის სისტემებში. მონაწილეები […]