22, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია) მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალის Philosophy, Theory, and Practice in Biology რედაქტორი, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე. ლექციების თემები: საფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია; ბუნებრივი გადარჩევა, შეგუებულობა (fitness) […]
24 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ქართულ-შვეიცარიული პროექტის „ნერგი“-სა და „საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის" ორგანიზებით გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მეთოდის ავტორი, ციურიხის კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის დირექტორი, ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი ალლან გუგენბიული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წლიდან თანამშრომლობს ბერნის (შვეიცარია) ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრსა და ამ ცენტრის ბავშვთა […]
31 მაისს თბილისში გაიმართება ადგილობრივი კონკურსი, რომელიც შესთავაზებს სტუდენტებსა და დოქტორანტებს − ქართველ და საერთაშორისო ტალანტებს − თავიანთი ინოვაციური იდეების წარმოჩენის შესაძლებლობას. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გლობალურ Falling Walls Science Summit-ზე ბერლინში. ეს პლატფორმა კონკურსის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გაუზიარონ მსმენელს საკუთარი იდეები ბერლინის საერთაშორისო სცენაზე, ისწავლონ, როგორ შექმნან 3-წუთიანი მომგებიანი შეთავაზება, დაუკავშირდნენ წამყვან მეცნიერებს, მეწარმეებსა და […]
25 აპრილს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. საქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს, ცალმხრივი ძალაუფლებრივი […]
25 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი თეა ქართველიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“ (კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საისტორიო დოკუმენტების მიხედვით). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ისტორია დიდწილად პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლია. აფხაზეთის ა/რ-ის […]
25 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ორგანიზაციის „პრევენცია ცვლილებისთვის“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია, რომელზეც მომხსენებლები დეტალურად განიხილავენ სან პატრინიანოს მოდელს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სათემო სარეაბილიტაციო პროგრამა ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისა და განსაკუთრებით კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების რეაბილიტაციისთვის, რომელსაც წარმატებით იყენებენ იტალიაში. მომხსენებლები ასევე განიხილავენ საკითხებს: სან პატრინიანოს მოდელის […]
26 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F412 ოთახში პროგრამის Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ფრანკ თომას გრუბი გამართავს სემინარს „ამბების თხრობა: საზოგადოება, ისტორია, თანამედროვეობა და ლიტერატურა“ (Geschichte(n) erzählen: Gesellschaft, Geschichte, Gegenwart und Literatur). პროფესორ გრუბის კვლევის სფეროა თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერლობა და კულტურისმცოდნეობის დიდაქტიკა. მისი სამეცნიერო ინტერესები […]