10 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრში (S800) ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა წაიკითხავს ლექციას „რატომ და როგორ ვაფუჭებთ ფიზიკოსები ფარდობითობის თეორიას“. მომხსენებელი ისაუბრებს ფარდობითობის თეორიის წარმოშობის ისტორიის შესახებ და ასევე, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ თეორიის დასასრული. სამუშაო ენა: ქართული დრო: 10 აპრილი, 12:00 საათი […]
10 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის Level UP მეხუთე ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო კომპანიის Knauf რეგიონული HR ხელმძღვანელი ირინა ფაცურია. ლექციის თემებია: მოლაპარაკების ხელოვნება დამსაქმებელთან გასაუბრება (Job Interview) HR პროფესიონალი პრაქტიკულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეალურ რჩევებს მისცემს მონაწილეებს. სამუშაო ენა: ქართული დრო: 10 აპრილი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. […]
11 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ალექსანდრე ბურკა ჩაატარებს ინტერაქციულ ვორკშოპს „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“ ვორკშოპი ჩატარდება 9-13 აპრილს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. ვორკშოპის თემები: რა არის თანამედროვე ბიზნესის თავისებურებები ავსტრიასა და საქართველოში? როგორ აისახება საერთაშორისო გარემო ბიზნესზე? როგორ აისახება კულტურული […]