BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240930T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240930T200000
DTSTAMP:20260419T111009
CREATED:20240926T122735Z
LAST-MODIFIED:20240926T122735Z
UID:10005538-1727712000-1727726400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:
DESCRIPTION:30 სექტემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2024. \nფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ბანგლადეშის\, ეგვიპტის\, ინდოეთის\, იორდანიის\, ირანის\, პალესტინის\, პარაგვაის\, საქართველოს\, სირიის\, სუდანისა და ტუნისის ტრადიციულ ტანისამოსს\, ეროვნულ ცეკვებს\, სიმღერებსა და კერძებს. \nსტუდენტების ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში\, ხნით მოხატვის კლასები და ა.შ. \nთარიღი: 30 სექტემბერი \nდრო: 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/18048/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/pharda-4.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241002T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241002T130000
DTSTAMP:20260419T111009
CREATED:20240925T115133Z
LAST-MODIFIED:20240925T115133Z
UID:10005536-1727870400-1727874000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „იაპონური სამოსი\, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება“
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური სამოსი\, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება”. \nმას გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა. \nვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას იაპონურის სამოსის\, კალიგრაფიისა და ორიგამის შესახებ\, საშუალება ექნებათ\, მოირგონ იაპონური სამოსი\, სპეციალური იაპონური ფუნჯების საშუალებით შეასრულონ კალიგრაფიის ნიმუშები და გააკეთონ ორიგამი (ქაღალდის ფიგურები). \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 2 ოქტომბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-iaponuri-samosi-kaligraphia-da-origamis-khelovneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-metsn-khel-iaponia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241002T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241002T183000
DTSTAMP:20260419T111009
CREATED:20241001T085615Z
LAST-MODIFIED:20241001T085615Z
UID:10005544-1727888400-1727893800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. \nნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670). \nწიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი)\, მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი. \nმასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის ნაწილი\, რომელიც თბილისის არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს ეხება\, ასევე მისი ხელმძღვანელობით კვლევითი ჯგუფის მიერ შესწავლილი წარწერები და მოგვიანებით აღმოჩენილი არაბულენოვანი ძეგლები. \nსაარქივო მასალები და წარწერები განხილულია ისტორიულ კონტექსტში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 2 ოქტომბერი\, 17:00-18:30 საათი \nადგილმდებარეობა: გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, ოთახი N201/202 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-thbilisis-arabulenovani-epigraphikuli-dzeglebis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/1web-metsn-khel-tsignis-prezentatsia.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241003T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241003T180000
DTSTAMP:20260419T111009
CREATED:20240923T072632Z
LAST-MODIFIED:20240923T072632Z
UID:10005532-1727974800-1727978400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ლევან ტიელიძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:3 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი\, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი ლევან ტიელიძე წაიკითხავს ორნაწილიან საჯარო ლექციას. \nმომხსენებელი ისაუბრებს 2023-2024 წლების ანტარქტიდულ ექსპედიციაზე\, რომლის დროსაც უშუალოდ მისი მონაწილეობით კომპლექსურად იქნა შესწავლილი  აღმოსავლეთ ანტარქტიდის დენმენის მყინვარი. \nმეორე ნაწილში განიხილავს კავკასიონის მყინვარების დღევანდელ მდგომარეობასა და ძველი გამყინვარება-კლიმატის რეკონსტრუქციის მცდელობებს. \nმომხსენებლის შესახებ \nლევან ტიელიძემ 2016 წელს საქართველოში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია\, 2022 წელს კი – მეორე სადოქტორო დისერტაცია ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია გლაციოლოგიის მიმართულებით და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-levan-tielidzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/f0203bba7aa01af0d43877459418fec6_85392.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241003T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241003T180000
DTSTAMP:20260419T111009
CREATED:20240924T080429Z
LAST-MODIFIED:20240924T085051Z
UID:10005533-1727974800-1727978400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“
DESCRIPTION:3 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის სემინარი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“. \nსემინარს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი\, რომელიც სამსჯელოდ გამოიტანს ახალი ანალიზის შედეგებს\, განიხილავს ინსტიტუტის მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებს საშუალოვადიან პერსპექტივაში\, რომლებიც ემსახურება ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას\, ხოლო საშუალო გრძელვადიან პერსპექტივაში ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან ევროკავშირში მწვანე ელექტროენერგიის\, წყალბადისა და ამიაკის ექსპორტით ხელს შეუწყობს მწვანე გარდაქმნასა და კლიმატური მიზნების შესრულებას. \nსაუბარი შეეხება პროექტების შესაძლო ვარიანტებს\, მათ ხელშემწყობ და ხელშემშლელ რეგიონულ და საერთაშორისო ფაქტორებს\, რომლებიც განსაზღვრავს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის საბოლოო სახესა და მის მნიშვნელობას\, ასევე ამ პროცესში საქართველოს შესაძლო როლსა და ინტერესებს. \nმნიშვნელოვანი დრო დაეთმობა დისკუსიასა და სპეციალისტთა მოსაზრებებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-mtsvane-energetikuli-derephani-tsentraluri-aziidan-evrokavshiramde-teqnikuri-da-politikuri-aspeqtebi-da-saqarthvelos-shesadzlo-roli-da-interesebi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/web-4.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241005T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241005T170000
DTSTAMP:20260419T111009
CREATED:20241007T073151Z
LAST-MODIFIED:20241007T085332Z
UID:10005548-1728144000-1728147600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ცოცხალი ლაბორატორია საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს მასპინძლობს
DESCRIPTION:27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ცოცხალი ლაბორატორია „მწვანე სამეზობლო“ მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს\, რომლის საბოლოო შედეგის პრეზენტაცია გაიმართება 5 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ვაჟა-ფშაველას გამზ. N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში. \nღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6 კვარტალში N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცის გარდაქმნის საკითხზე. \nსტუდენტებმა უკვე შეიმუშავეს საჯარო სივრცის მოწყობის ერთიანი კონცეფცია და მცირე საპარკო ელემენტების დიზაინი\, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 30 სექტემბერს წარუდგინეს. ამჟამად სტუდენტები ადგილზე ფიზიკურად მუშაობენ და ამზადებენ სივრცეს ცვლილებებისთვის. \nღონისძიება მიზნად ისახავს\, წარმოაჩინოს მიტოვებული და გამოუყენებელი ადგილების სარეკრეაციო პოტენციალი და ხელი შეუწყოს მოცემული არეალის საჯარო სივრცედ გარდაქმნას. \nცოცხალი ლაბორატორია (https://greensuperblock.com/ka) ექსპერიმენტული დიალოგის ერთგვარი ფორმატია მეცნიერებსა და მცხოვრებლებს შორის\, რომელიც მიზნად ისახავს სამეზობლოს განვითარებისთვის იდეების შემუშავებას\, მწვანე და ღია სივრცეებზე ყურადღების გამახვილებით. \nდრო: 5 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6 კვარტალი N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცე
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsotskhali-laboratoria-saerthashoriso-studentur-vorkshops-maspindzlobs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/10/lab_web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20241006T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20241008T170000
DTSTAMP:20260419T111009
CREATED:20240913T083837Z
LAST-MODIFIED:20241122T110938Z
UID:10005523-1728216000-1728406800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა / GAMS) IX საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“
DESCRIPTION:6-8 ოქტომბერს\, ქუთაისში\, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის  მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“. \nკონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ. \nკონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში” გათვალისწინებულია როგორც გამოცდილი\, ისე ახალგაზრდა ექიმებისთვის\, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ უნარები\, მიდგომები\, ჩვევები და ცოდნა. პირველ რიგში\, ნევროლოგებისთვის (მათ შორის ინსულტის მედიცინა და ზოგადი ნევროლოგია)\, ოჯახის ექიმებისთვის\, ანესთეზიოლოგებისთვის\, რადიოლოგებისთვის\, ზოგადი ქირურგიის\, უროლოგიის\, ფსიქიატრიის\, ნეიროქირურგიის სპეციალისტებისთვის\, საბაზისო-სამეცნიერო და სამედიცინო განათლების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის. \nფორმატები: \nდიდაქტიკური ფორმატი მოიცავს ლექციების\, შემთხვევაზე ორიენტირებული დისკუსიების\, მინი-ქეისების სავარჯიშოების\, მრავალცენტრიანი საერთაშორისო კვლევების მონაცემებისა და ინტერაქტიული შემთხვევის დისკუსიების კომბინაციას. ყოველი სესიის ბოლოს იგეგმება ინტერაქტიული დისკუსიები. დიდაქტიკური შემთხვევები\, რომლებიც წარდგენილია ტუტორების მიერ\, იქნება სასარგებლო აპლიკანტებისთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში რთული კლინიკური შემთხვევების მართვისთვისთვის. \nკონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ აქ. \nGAMS-ის შესახებ: \nა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (GAMS) დაარსდა 2006 წელს; ორგანიზაციის  მიზანია ექიმებსა და სამედიცინო სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება\,  სამედიცინო რეგულაციების პრობლემური საკითხებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გამოცდილების განხილვა\, აღნიშნულზე დაყრდნობით. ქმედითი წინადადებების მომზადება/წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ სტრუქტურებში და მათი დანერგვის ხელშეწყობა\, საქართველოში მოღვაწე ექიმებს შორის უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების სტიმულირება და პოპულარიზაცია. \nGAMS არის  ევროპული კავშირის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში\, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება ევროპული სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის სპეციალობათა საბჭოში საქართველოს მხრიდან დაასახელოს ორი სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის წარმომადგენელი შესაბამისი სპეციალობის საბჭოში.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-sameditsino-spetsialobebis-asotsiatsiis-sssa-gams-ix-saerthashoriso-konpherentsia-multidistsiplinuri-midgomebi-inovatsiebi-da-gamotsvevebi-praqtikul-meditsinashi-mtkitsebithi-da-personalu/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/09/f3e1ba2cc867352e57a157e548d2c586_85166.png
END:VEVENT
END:VCALENDAR