BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240511T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240511T200000
DTSTAMP:20260423T023145
CREATED:20240430T124334Z
LAST-MODIFIED:20240430T124334Z
UID:10005437-1715425200-1715457600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებები ევროპის დღეზე
DESCRIPTION:11 მაისს\, 11:00-დან 20:00 საათამდე\, Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში\, იასამნისფერ სივრცეში\, ევროპის დღესთან დაკავშირებით ილიაუნი გამართავს შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს. \n\n\nფაბლაბ ილიაუნი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია\n\nფაბლაბ ილიაუნი  სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას\, ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. \nლაბორატორიის მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა\, ამიტომ მოსწავლეებს\, სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ტრენინგკურსებს\, ინოვაციურ პროექტებს\, აქსელერაციის პროგრამებს. \nფაბლაბის სივრცე გააერთიანებს  საინჟინრო და  ელექტრონულ საგანმანათლებლო აქტივობებს\, ვორკშოპებს\, STEAM მიმართულების ლოგიკურ თამაშებს და ა.შ.\, რომლებშიც მონაწილეობას შეძლებენ როგორც მოსწავლეები\, ისე სტუდენტები. \nგამოფენაზე მოსულ სტუმრებს ცენტრის სივრცეში დახვდებათ: \nფაბლაბ ილიაუნისა და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ საინფორმაციო კუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ\, მეტი გაიგონ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ\, დეტალურად გაეცნონ სხვადასხვა თემატიკის სერვისებს\, როგორებიცაა: ტრენინგკურსები\, პროექტები\, ჰაკათონები და ა.შ.\, დაათვალიერონ ფაბლაბის დანადგარებით შექმნილი საგამოფენო ნივთები; გაეცნონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის არსს\, როგორ შეიძლება ჩაერთონ პროექტში და ა.შ.; \nვირტუალური რეალობის კუთხე – დაინტერესებული სტუმრები შეძლებენ  ოკულუსის მეშვეობით დაათვალიერონ ვირტუალური რეალობის აპლიკაციები და გაეცნონ მისი გამოყენების პრინციპებს; \n3D პრინტინგისა და სკანერის კუთხე – სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, გაეცნონ 3D მოდელირების პრინციპებს და 3D პრინტერზე დაბეჭდონ სხვადასხვა ნივთი\, 3D სკანერზე დაასკანერონ სასურველი ობიექტები; \nელექტროინჟინერიისა და ინჟინერიის კუთხე – სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\, გაეცნონ საინჟინრო ელექტრონულ კომპონენტებს\, ჩაერთონ პრაქტიკულ სამუშაოებში\, მაგ. ელექტრონული წრედების შექმნის პროცესში და ა.შ.; დაათვალიერონ  რობოტების გამოფენა\, საინჟინრო პროექტები:  Smart city\, ქარის წისქვილი\, რობოტი ხელი\, საწერი რობოტი; გაეცნონ ინჟინერიის მიმართულებებს\, თავად მართონ და დააპროგრამონ Arduino-ის ბაზაზე აწყობილი რობოტები; \nSTEAM თამაშების კუთხე – სტუმრებს შეუძლიათ თავი გამოცადონ\, ითამაშონ სხვადასხვა ლოგიკური\, ინტერაქციული და საგანმანათლებლო STEAM მიმართულების თამაში; \n\n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა\n\nილიაუნის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ შემუშავებულია საქართველოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის გათვალისწინებით და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სამედიცინო განათლების სტანდარტებზე დაყრდნობით. \nილიაუნის სტენდზე მედიცინის პროგრამა წარმოდგენილი იქნება  საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობით – პირველადი დახმარება ERC-ის სტანდარტებით. \nEuropean resuscitation council ევროპაში აკრედიტებული სტანდარტიზებული ორგანიზაციაა\, რომელიც უზრუნველყოფს პირველადი დახმარების სწავლებისა და გამოყენების უწყვეტ განვითარებას ევროპის მასშტაბით. ილიაუნის ბაზაზე არსებული კლინიკური უნარების ცენტრი\, როგორც ამ ორგანიზაციის მომავალი წარმომადგენელი საქართველოში\, მსურველებს დახვდება: \nპირველადი დახმარების დემო-ტრენინგით დაინტერესებულთ ექნებათ საშუალება\,  ისწავლონ პირველადი დახმარების საფუძვლები\, სცადონ და გაივარჯიშონ გულ-ფილტვის რეანიმაცია მანეკენებზე. გაიგონ\, რას წარმოადგენს გარე ავტომატური დეფიბრილატორი (გად)და გაერკვიონ მის გამოყენებაში. დემო-ტრენინგი ჩატარდება ევროპაში მიღებული სტანდარტებით. \nსაგანმანათლებლო პლაკატი – დაინტერესებული პირები გაეცნობიან ინფორმაციას პირველადი დახმარების ცოდნისა და გამოყენების საჭიროების შესახებ. \nსხვა სახის პირველადი დახმარება – მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას სხვადასხვა სახის First Aid გართულებების მართვისა და პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. ვიზიტორები გაეცნობიან სხეულის სხვადასხვა ნაწილის გადახვევის ტექნიკასაც. \nჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაცია: \nმრავალპროფილური კლინიკების წყობა – დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ\, გაეცნონ კლინიკების ზოგად წყობას\, სხვადასხვა განყოფილების ფუნქციასა და საჭიროებას. ასევე ბანერითა და მოკლე ახსნით ზოგადსაგანმანათლებლო მიზნით გაეცნობიან პაციენტის გზას კლინიკაში შესვლიდან გაწერამდე. \nკომუნიკაცია – ვიზიტორები გაეცნობიან ექიმების პაციენტთან ურთიერთობის სპეციფიკას\, ასევე ექიმისთვის საჭირო ზუსტი ინფორმაციის გაცემის მნიშვნელობას. \n\n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS\n\nScience on Stage – „მეცნიერება მთავარ როლში“ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელია\, რომელშიც 30 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. მისი დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. საქართველოში Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS. \nილიაუნის სტენდზე წარმოდგენილი იქნება Science on Stage-ის ფარგლებში SALiS ქსელის წევრი მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან ერთად STEAM მიმართულებით მომზადებული პროექტები. \n„მომავლის სკოლა“ \nპროექტი  ეხმიანება მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს: IV – ხარისხიანი განათლება\, IX – მრეწველობა და ინოვაციური ინფრასტრუქტურა\, XII – მდგრადი მოხმარება და წარმოება\, XIII – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები;  პროექტის ფარგლებში გაერთიანდა ბიოლოგია და სტემი. \nმე-8\, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა განახორციელეს მწვანე სახურავის სარგებლიანობის კვლევა ურბანული სითბოს კუნძულის შემცირებისა და გარემოში წყლის ბალანსის შენარჩუნების პროცესში და ამ პროექტით წარმოაჩინეს მომავლის სკოლა მწვანე სახურავით\, მორწყვის თანამედროვე სისტემით\, პანდუსით\, განათებით\, ჭკვიანი\, მოღიმარი ნაგვის ურნებით\, ის დაფუძნებული იყო კვლევაზე და ეხმიანებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს\, პროექტი მოითხოვდა მინიმალურ დანახარჯებს. \nპროექტი  „მცენარე vs პლასტმასა“ \nპროექტი ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს:  XII – მდგრადი მოხმარება და წარმოება\, XIII – კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები; პროექტების მონაწილე  მე-8 კლასელებმა გამოიკვლიეს მცენარის როლი კლიმატის ცვლილების პროცესში\,ასევე გამოიკვლიეს: \n\nრა გავლენას ახდენს პლასტმასის ნამწვის გამონაბოლქვი მცენარის ზრდა-განვითარებაზე;\nროგორ უმკლავდება მცენარე პლასტმასის წვის შედეგად გამოყოფილ გამონაბოლქვს;\nროგორ ზეგავლენას ახდენს პლასტმასის წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე.\n\nპროექტი განხორციელდა სასკოლო ლაბორატორიაში მინიმალური დანახარჯებით. კვლევის შედეგებმა აჩვენა\, რომ პლასტიკატის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე\, იწვევს ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებას გარემოში\, მჟავიანობის მომატებას\, ამავდროულად მცენარე შთანთქავს მავნე აირებს და გარკვეული დროის შემდეგ არეგულირებს ტემპერატურას გარემოში\, რითაც ხელს უშლის სათბური აირების დაგროვებას. \nმოსწავლეები წარმოადგენენ მომავლის სკოლის მოდელს მწვანე სახურავით\, ასევე  პროექტის ფარგლებში შექმნილ ჭკვიან ნაგვის ურნას\, გარე განათებას\, ელექტროპანდუსს\, სარწყავ სისტემას\, ჭკვიან შუქნიშანსა და წამმზომს. \nპროექტის მონაწილე მოსწავლეებმა შექმნეს მოდელები\, რომელთა საშუალებით გამოიკვლიეს პლასტმასის წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვის ზეგავლენა მცენარეზე და დაადგინეს მცენარის როლი კლიმატის ცვლილების პროცესში. \nბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ტურაშვილი\, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA \nპროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს მომავლის სკოლის მოდელი მწვანე სახურავით\, მორწყვის სისტემით\, პანდუსით\, ჭკვიანი ურნებით\, რომლებიც უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს\, გამოიკვლიეს მწვანე სახურავის სარგებლიანობა ურბანული სითბოს კუნძულის შემცირების პროცესში. \nმასწავლებლები – თამარ ტურაშვილი (ბიოლოგია)\, ნინო აბესაძე (ფიზიკა) სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA GESS \nპროექტი „დარგე ემოცია“ \nპროექტი ითვალისწინებს მეცხრეკლასელების მიერ       მეშვიდეკლასელებისთვის ქაღალდის გადამუშავების /ბარათების დამზადების ვორშკოპის ჩატარებას\, მეორადი ქოთნების დამზადებას\, ბარათების დარგვას\, რომლებშიც მცენარის თესლია\, თესლის გაღვივების პროცესზე დაკვირვებასა და კვლევის ანგარიშის ფორმის შევსებას; სამაგიდო თამაშის  „ვიკვლევთ ერთად“ შექმნას. \nპროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში მდგრადი განვითარების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას. \nბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ფსუტური\, სსიპ ქ. გორის N8 საჯარო სკოლა \nპროექტი „მძივები და ღილები რძიდან“ \nპროექტი ითვალისწინებს რძისგან ბიოპლასტმასის მიღებას\, რომელსაც გამოიყენებენ  მძივებისა და ღილების დასამზადებლად. რძისაგან მიღებული ბიოპოლიმერი ჩაანაცვლებს პლასტმასის ნივთებს\, რომლებიც იწვევს ალერგიას\, ძალიან დიდხანს რჩება გარემოში და არ იშლება. \nქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე\, სკოლა „ანაბასისი“\, ზესტაფონი \nპროექტი „არა პოლიეთილენს!“ \nპროექტი ითვალისწინებს სახამებლისგან შესაფუთი მასალის\, ბიოპლასტმასის\, დამზადებას\, რომელიც იქნება პოლიეთილენისაგან დამზადებული შესაფუთი მასალის ეკოლოგიურად უსაფრთხო ჩამნაცვლებელი. \nქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე\, სკოლა „ანაბასისი“\, ზესტაფონი \nპროექტი \,\,პიგმენტები ფერწერისათვის ნორჩი მკვლევრებისაგან!“ \nპროექტი ითვალისწინებს ქიმიური ექსპერიმენტების შედეგებით ფერწერული ნამუშევრების შექმნას. \nქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე\, სკოლა „ანაბასისი“\, ზესტაფონი \nპროექტი „C ვიტამინის შემცველობის განსაზღვრა სხვადასხვა ხილსა და წვენში“ \nპროექტი ითვალისწინებს C ვიტამინის შემცველობის გაზომვას ფორთოხლის\, ლიმონის\, მანდარინის ახლად გამოწურულ და ქარხნულად დამზადებულ წვენებში; დაკვირვებას C ვიტამინის შემცველობის ცვლილებაზე დროში; მიღებული შედეგების შედარებასა და გაანალიზებას. \nქიმიის მასწავლებელი – მაკა მაკარიძე\, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ტინისხიდის საჯარო სკოლა \nპროექტი „წყლით სავსე ჭიქის საიდუმლოებანი” \nპროექტში ნაჩვენებია\, როგორაა შესაძლებელი ჩვეულებრივი წყლით ობიექტის გამოსახულების შეცვლა ისე\, რომ ის დიზაინის ობიექტად იქცეს. \nფიზიკის მასწავლებელი ინესა ბეჟანოვა\, შპს „ქართული სასწავლებელი – თბილისი” \nპროექტი „წყლის დინების სადემონსტრაციო ხელსაწყო“ \nპროექტში ნაჩვენებია ხელსაწყო\, რომელის მოქმედებაში მოყვანითაც წყალი ქვემოდან ზემოთ \,„თავისთავად“ მიედინება. \nშესაძლებელია განისაზღვროს ამ მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტი. \nფიზიკის მასწავლებელი ვაჟა ტეტუნაშვილი\, წალკის მუნიციპალიტეტი\, სოფ. იმერისა და სოფ.ბარეთის საჯარო სკოლები\, გორის რაიონის სოფ. პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა \n\n\nსაზოგადოებრივი უსაფრთხოების და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელი REACT\n\nპროექტი ხორციელდება NATO SPS-ის (მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის) პროგრამის ფარგლებში. \nპროექტის საერთო სტრატეგიული მიზანია ნატოს წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გაზრდა ინტერაქტიური\, ინტელექტუალური\, მრავალენოვანი\, მრავალმხრივი და რეალურ დროში მოქმედი პლატფორმის (სახელწოდებით REACT) მეშვეობით. \nპლატფორმაზე იმუშავებს გარემოს ფიზიკურ-ქიმიური უსაფრთხოებისა და ინფორმირების ქსელი; მისი მიზანია ტერორისტული თავდასხმის დროს ან სხვა შემთხვევაში დროულად ამოიცნოს გარემოს დაბინძურების საფრთხე\, შესაძლო დამაბინძურებელი ქიმიური და ბიოლოგიური აგენტები და შექმნას მათი განეიტრალების პროტოკოლები. \nპროექტის კოორდინატორია ვენეციის უნივერსიტეტი. \nპროექტის ფარგლებში თბილისის 4 სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟდა ჰაერის დამაბინძურებელი ქიმიური აგენტებისა და მათი თანმხლები მეტეოროლოგიური პარამეტრების  საზომი სენსორები. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალურ მონიტორზე წარმოდგენილი იქნება ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები პირდაპირ ეთერში თბილისის 4 სხვადასხვა ადგილიდან. \nპროექტის წარმომადგენლები სტუმრებს აუხსნიან პროექტის მნიშვნელობას\, საჭიროებასა და აპარატურის ფუნქციონირების სისტემას. \n\n\nკავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CABOL) პროექტი\n\nკავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტი\, რომელიც ილიაუნის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს\, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების მონაწილეობით მიმდინარეობდა\,  წელს დასკვნით ფაზას უახლოვდება. \nპროექტის მიზანი 3 წლის განმავლობაში 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა იყო. \nპროექტის მსვლელობისას – 2020 წლიდან დღემდე CaBOL-ის მკვლევრებმა შეძლეს ათასობით მცენარისა თუ ცხოველის ორგანიზმიდან დნმ-ის გამოყოფა\, მათი სახეობის დონეზე იდენტიფიცირება და შექმნეს გენეტიკური ბიბლიოთეკა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდზე პროექტ „ქაბოლის“ წარმომადგენლები  სტუმრებს დაახვედრებენ მინილაბორატორიას\, სადაც ისინი დაათვალიერებენ  უხერხემლოების სამყაროს\, თავად დაახარისხებენ სინჯს და გაეცნობიან მონაცემთა ბაზირების საწყისებს; \nშეუძლებენ ჰერბარიუმის დამზადებაში მონაწილეობას; \nლაბორატორიული სამუშაოების გარდა გაეცნობიან საინტერესო ფაქტებს იმ ორგანიზმების შესახებ\, რომლებიც დედამიწის უმრავლესობას წარმოადგენენ. \n\n\nილიაუნის პლანეტარიუმი\n\nილიაუნის პლანეტარიუმში მოისმენთ საინტერესო ვიდეოლექციებს და ჩვენი მკვლევრები გაგაცნობენ  ინფორმაციას სამყაროს წარმოშობის\, ასევე მზის სისტემის ობიექტების ბუნების შესახებ (პლანეტები\, ასტეროიდები\, კომეტები\, მზე); დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებასა და ევოლუციის გზას\, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობას; გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ; გაეცნობით გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას. \nპლანეტარიუმის მუშაობის განრიგი: \n\n11:00 -13:00 საათი\n13:00 -14:00 საათი – შესვენება\n14:00 -15:00 საათი\n15:00 -17:00 – შესვენება\n17:00 -18:00 საათი\n18:00 -19:00 საათი – შესვენება\n19:00 – 20:00 საათი\n\nევროპის დღე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით 1964 წლიდან აღინიშნება. ეს მშვიდობის\, ერთიანობის\, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის\, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების აღნიშვნის დღეა მთელ ევროპაში. ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითადი უპირატესობა განათლების დონის ამაღლება და მისი დასავლურ სტანდარტებთან დაახლოებაა. \nგვეწვიეთ  იასამნისფერ სივრცეში. \nაღნიშნეთ ევროპის დღე ჩვენთან ერთად!
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-ghonisdziebebi-evropis-dgheze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/fc554a3236ff351bc12620dea93e0919_83289.png
END:VEVENT
END:VCALENDAR