BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240327T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240327T180000
DTSTAMP:20260422T104426
CREATED:20240319T105148Z
LAST-MODIFIED:20240326T112454Z
UID:10005390-1711555200-1711562400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მე და ევროპა“ ფილმის ჩვენება-დისკუსია
DESCRIPTION:27 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან\, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას\, თავისუფლებას\, თანასწორობას\, დემოკრატიას. \nღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე\, პოლიტიკის\, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი ასუნსიონ სანჩეს რუისი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტი რატი ამაღლობელი\, ფილმის რეჟისორი გიორგი ქველიძე და პროდიუსერი თამარ ქველიძე. \nგიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი\, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა\, საქართველოს რეგიონებში: კახეთში\, რაჭა-ლეჩხუმში\, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე\, თანასწორობაზე\, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – ოთხი ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს. \nსაინფორმაციო კამპანიის „მე და ევროპა“ ფარგლებში მედიის განვითარების ფონდი გამოაცხადებს ბლოგების/ვლოგების კონკურსს\, რომლის გამარჯვებულები 11 ივლისს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. \nბანაკის მონაწილეებს შეარჩევენ დისკუსიაში მონაწილეთა ყველაზე აქტიურ ახალგაზრდებს შორისაც. \n4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები გაივლიან ესპანური და ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მალდიტასა” და „მითების დეტექტორის“ – ერთობლივ\, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს და გაეცნობიან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურისა და მათი ფლაგმანური პროექტის EUvsDisinformation-ის გამოცდილებას. \nგანრიგი იხილეთ ბმულზე. \n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/me-da-evropa-philmis-chveneba-diskusia/
CATEGORIES:დისკუსიები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/web-metsn-khel-philmis-chveneba2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240327T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240327T190000
DTSTAMP:20260422T104426
CREATED:20240326T123556Z
LAST-MODIFIED:20240327T093055Z
UID:10005398-1711562400-1711566000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მედიკამენტების ხელმისაწვდომობა – საჯარო დისკუსია
DESCRIPTION:27 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო დისკუსია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. \nდანახარჯი მედიკამენტებზე საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ​მოსახლეობის ჯიბიდან ჯანდაცვაზე გადახდილი ყოველი 10 ლარიდან 7 მედიკამენტებზე იხარჯება. ეს დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის\, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% კიდევ უფრო ღარიბდება. საქართველოში მედიკამენტებზე განსაკუთრებით დიდი დანახარჯების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ფარმაცევტული პოლიტიკისა და რეგულირების მნიშვნელოვანი ხარვეზები\, რაც ხელს უწყობს მედიკამენტების ფასების უკონტროლო ზრდას და მათ არარაციონალურ მოხმარებას. \nპანელური დისკუსიის მონაწილე ექსპერტები – აკაკი ზოიძე\, თინა ტურძილაძე\, გიორგი გოცაძე და პრაქტიკოსი ექიმი ჯაბა ზარქუა – განიხილავენ შემდეგ საკითხებს: \n\nრა არის რეფერენტული ფასი და შეიძლება თუ არა მისი წამლის ფასის კონტროლის ეფექტურ მექანიზმად გამოყენება;\nრა არის გენერიკული მედიკამენტი და შეუძლია თუ არა მას ძვირადღირებული ბრენდული მედიკამენტის ჩანაცვლება. რა შემთხვევებში შეგვიძლია წამლების ჩანაცვლება;\nრა არის პოლიფარმაცია და როგორ აისახება ის ჩვენს ხარჯებსა და ჯანმრთელობაზე.\n\nიხ. ღონისძიების ბმული https://shorturl.at/mqwHX \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, ავსტრიული ბიბლიოთეკა\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/medikamentebis-khelmisatsvdomoba-sajaro-diskusia/
CATEGORIES:დისკუსიები,საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/medikamentebi_web_new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240327T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240327T213000
DTSTAMP:20260422T104426
CREATED:20240326T074011Z
LAST-MODIFIED:20240326T074011Z
UID:10005395-1711567800-1711575000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გადაუდებელი კიბერდახმარების უზრუნველყოფის მექანიზმები: კვლევების შედეგების განხილვა
DESCRIPTION:27 მარტს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „გადაუდებელი კიბერდახმარების უზრუნველყოფის მექანიზმები: მიმდინარე და ჩატარებული კვლევების შედეგების განხილვა უკრაინის\, მონტენეგროს და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით”. \nმომხსენებლები: \n\nნათია სესკურია\, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი\nნატა გოდერძიშვილი\, კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტი\, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი\nჯოსეფ იარნეცკი\, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარია კიბერუსართხოების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესები ფოკუსირებულია კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობაზე\, ასევე რა რისკებსა და შესაძლებლობებს ქმნის მოწინავე ტექნოლოგიები ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 27 მარტი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gadaudebeli-kiberdakhmarebis-uzrunvelqhophis-meqanizmebi-kvlevebis-shedegebis-gankhilva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-kiberusaphrthkhoeba-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T120000
DTSTAMP:20260422T104426
CREATED:20240328T083150Z
LAST-MODIFIED:20240328T083237Z
UID:10005405-1711706400-1711713600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ინდური ტაბლა და მისი ენა“ – ანუკა კონტრიძის ვორკშოპი
DESCRIPTION:29 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. \nანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე\, სინოლოგი. \nინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში\, შრი ლანკაში\, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან\, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ცხოვრობს ქ. მიუნხენში. უკრავს რამდენიმე ბენდთან სხვადასხვა მიმართულებით. წლების განმავლობაში რუმინული ემბიენთ ჯგუფის “Thy Veils” მოწვეული წევრია\, ასევე “Metachronic Rashomon” დისტანციური ტრიოს წევრი რეზო კიკნაძესა და ნიკა დავითაშვილთან ერთად. ბოლო რამდენიმე წელია ესწრება ტაბლის დიდოსტატ პანდიტ სვაპან ჩაუდჰურის ყოველწლიურ სემინარებს ბაზელში. დროდადრო მართავს ვორკშოპებს ტაბლის შესახებ თბილისსა და მიუნხენში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A კორპუსი (შიდა ეზო)\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/induri-tabla-da-misi-ena-anuka-kontridzis-vorkshopi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/MUS-CENTRE-WEBBB.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T140000
DTSTAMP:20260422T104426
CREATED:20240329T100630Z
LAST-MODIFIED:20240329T100630Z
UID:10005407-1711713600-1711720800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ფუტსალის თასი\, 1/4 ფინალი. MFC ILIAUNI VS ARMIA
DESCRIPTION:29 მარტს\, პარასკევს\, გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩები. ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან „არმია“ გამართავს. \nწინა ეტაპი ჩვენმა გუნდმა წარმატებით გადალახა (t.ly/F75mb) და ანგარიშით 4-3 დაამარცხა წალენჯიხელები. თავის მხრივ\, „არმია“ მერვედფინალში ფუტსალის ლიგის მესამე ლიგის გუნდს „ჯიპა” შეხვდა და ადვილად გადალახა აღნიშნული ბარიერი (6-0). \nილიაუნისა და არმიელთა დაპირისპირებას დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის დაძაბულობითა და სანახაობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია\, რომ იმ წელს\, როდესაც ილიაუნის უმაღლესი ლიგის გუნდმა საქართველოს ფუტსალის თასი მოიგო (2021 წ.)\, არმიელები მეორე დივიზიონში ასპარეზობდნენ და „ფუტსალის ლიგა 2”-ის ფინალში ჩვენს ფარმკლუბს\, MFC ILIAUNI 2-ს\, დაუპირისპირდნენ. ჩვენდა სასიხარულოდ\, 2020/21 წლების სეზონის „ლიგა 2”-ის ჩემპიონები ჩვენ გავხდით – მოწინააღმდეგე სამმატჩიან ორთაბრძოლაში დავამარცხეთ\, „არმიამ“ კი უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა და მას შემდეგ პირველ ლიგაში ასპარეზობს. \nმიმდინარე ფუტსალის რეგულარულ სეზონში არმიელებს სამჯერ შევხვდით\, ერთხელ ჩვენ ვიმარჯვეთ\, ერთხელ – მოწინააღმდეგემ და ერთი ფრეც ვითამაშეთ: \n\nII ტური: MFC ILIAUNI 7:7 ARMIA   (ოქმი: t.ly/asPcf) \nIX  ტური: ARMIA 4:1 MFC ILIAUNI (ოქმი: t.ly/-zaRE)\nXVI ტური: MFC ILIAUNI 5:4 ARMIA (ოქმი: t.ly/Fowtc)\n\nსაინტერესო სტატისტიკა აქვს გიორგი ქურხულს\, რომელმაც არმიელებთან 3 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. \nმატჩი დაძაბული და სანახაობრივი იქნება. \nილიაუნის განსაკუთრებულად სჭირდება თქვენი\, გულშემატკივრების\, მხარდაჭერა\, ამიტომ გელით ყველას! \n29 მარტი\, 12:00 საათი\, არენა 2\, უნივერსიტეტის ქუჩა N6 \nშეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-phutsalis-thasi-1-4-phinali-mfc-iliauni-vs-armia/
CATEGORIES:სპორტული ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/b8ba9652b6b66493d2aa2e2ff6de60a1_83041.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T170000
DTSTAMP:20260422T104426
CREATED:20240318T095041Z
LAST-MODIFIED:20240318T095041Z
UID:10005387-1711728000-1711731600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „ერთი პატარძალი\, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:29 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ადამიანის უფლებათა კინოკლუბი გიწვევთ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებული ფილმის „ერთი პატარძალი\, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენებასა და დისკუსიაზე. \nფილმი ეხება სუდანში\, ვიეტნამსა და ავღანეთში გოგოების იძულებით ქორწინებას. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ფილმის ჩვენებას გამართავს The Why Foundation-თან თანამშრომლობით. \nმომხსენებელი \nთამუნა გაბოძე\, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი \nმოდერატორი \nთამარ ჩხიკვაძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის 1-ელი კურსის სტუდენტი \nსამუშაო ენა: ქართული \nთარიღი: 29 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-erthi-patardzali-shvidi-dzrokha-an-erthi-qhuthi-heroini-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:დისკუსიები,სამართლის სკოლა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/9dcda8215ca35d2e6a5bdd4ebda676bb_82844-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240329T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240329T180000
DTSTAMP:20260422T104426
CREATED:20240327T114345Z
LAST-MODIFIED:20240327T130329Z
UID:10005403-1711731600-1711735200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯავა პრომო ივენთი ილიაუნის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:29 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში EPAM-ის წარმომადგენლები გამართავენ  ჯავა პრომო ღონისძიებას ილიაუნის სტუდენტებისთვის\, რომლებიც ისწრაფვიან\, გახდნენ Java-ის ინჟინრები ან სურთ\, მეტი გაიგონ ამ სფეროს შესახებ. \nდარგის ექსპერტები ისაუბრებენ Java-ის განვითარებაში გამოყენებულ უახლეს ტენდენციებზე\, ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებზე\, რომლებითაც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა პროექტსა და კონფიგურაციაში დიდი გამოცდილების მქონე Java-ის ექსპერტები\,  გააცნობენ როგორც უახლეს ინფორმაციას java-ის ინჟინერიის მდგომარეობის შესახებ\, ასევე პროფესიულ რჩევებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/java-promo-iventhi-iliaunis-studentebisthvis/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-JAVA-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240331T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240331T110000
DTSTAMP:20260422T104426
CREATED:20240329T101801Z
LAST-MODIFIED:20240329T101801Z
UID:10005409-1711875600-1711882800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქცევის ანალიზის პირველი კონფერენცია საქართველოში
DESCRIPTION:31 მარტს\, 09:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ერთობლივი კონფერენცია. ეს არის პირველი კონფერენცია საქართველოში\, რომელიც ქცევის ანალიზის სფეროში ტარდება. \nკონფერენციის მიზანია\, ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში არსებული მიღწევების\, გამოცდილებებისა და გამოწვევების  გაზიარება და ცნობადობის გაზრდა. \nკონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც ქცევის გამოყენებით ანალიზის სფეროში მომუშავე\, ასევე სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. \nკონფერენციის ძირითადი თემებია: \n\nსაქართველოში ქცევის ანალიზის გავრცელების ისტორია და ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა;\nფართო საზოგადოებისათვის საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის გაცნობა;\nქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისაგან მოხსენებები სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;\nპანელური დისკუსია.\n\nდღის წესრიგი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/lIPR8 \nფორმატი: კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით: \nპირისპირ ფორმატში დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და წინასწარ რეგისტრაციის საშუალებითაა შესაძლებელი. \nკონფერენციაზე ონლაინ დასწრება შესაძლებელი იქნება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდის გვერდის საშუალებით. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 31 მარტი\, 09:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ.N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qtsevis-analizis-pirveli-konpherentsia-saqarthveloshi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/c54254c85f7c4606a033cb003aa8655e_83044.png
END:VEVENT
END:VCALENDAR