BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240318T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240318T180000
DTSTAMP:20260422T144600
CREATED:20240307T094453Z
LAST-MODIFIED:20240312T070234Z
UID:10005377-1710781200-1710784800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ – პროფესორ რამონ ოლივერის ონლაინმოხსენება
DESCRIPTION:8 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში პროფესორი რამონ ოლივერი წაიკითხავს მოხსენებას „სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ (From thermal instability to coronal rain – Ramon Oliver). \nმომხსენებელი ისაუბრებს კორონული წვიმის მოვლენაზე\, რომელიც მზის ცხელ კორონაში ცივი ნივთიერების უცაბედი წარმონაქმნია\, მიმოიხილავს უსასრულო და ერთგვაროვან გარემოში ტალღების გავრცელების მათემატიკურ მოდელს სითბოს მიღებისა და კარგვის წევრთა გათვალისწინებით\,ამ მოდელის გათვალისწინებით კი აღწერს სითბურ არამდგრადობას\, რომელიც იწვევს ცივი ნივთიერების წარმოქმნას. დასასრულ ერთმანეთთან დააკავშირებს კორონულ წვიმასა და სითბურ არამდგრადობას. \nმომხსენებლის შესახებ \nრამონ ოლივერი ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის (ესპანეთი) ფიზიკის ფაკულტეტის სრული პროფესორი და მზის ჯგუფის ხელმძღვანელია. მას მრავალწლიანი მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის პროფესორებთან. იგი არის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების ახალი პროექტის (მაგნიტური ჯეტები მზის ატმოსფეროში) უცხოელი კონსულტანტი. \nფორმატი: ონლაინ\, შეხვედრა ზუმში \nბმული: https://uni-graz.zoom.us/j/6435542130?pwd=L3hiTlBIM2s3RnpLMDV1azhUUThtdz09 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 მარტი\, 17:00 საათი \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sithburi-aramdgradobidan-koronul-tsvimamde-prophesor-ramon-oliveris-onlainmokhseneba/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/3e47b5d3bf87e66b3308e9663f809216_82742.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T103000
DTSTAMP:20260422T144600
CREATED:20240318T101208Z
LAST-MODIFIED:20240318T101208Z
UID:10005389-1710840600-1710844200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“
DESCRIPTION:19 მარტს\, 09:30 საათზე\, სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით\, გაიმართება მაია მგელიაშვილის სახელობის  სოციალური მუშაობის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ცვლილებები ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ“. \nკონფერენცია ეძღვნება მაია მგელიაშვილის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის ხსოვნას\,  რომლის ღვაწლი სოციალური მუშაობის განვითარებასა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით აღსანიშნავია. \nკონფერენციის თემაა სოციალური მუშაობის პრაქტიკა და განათლება ბავშვთა და ოჯახთა საკეთილდღეოდ. \nსოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე წელს 19 მარტს აღინიშნება. ამ დღის მიზანია სოციალური მუშაკებისა და მათი წვლილის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი  პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები\, ასევე პროფესორები და სტუდენები. \nკონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა\, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი. \nკონფერენცია ტარდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ინიციატივით World Vision საქართველოსთან\, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდთან\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. \nსამუშაო ენები: ქართული\,ინგლისური \nდრო: 19 მარტი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1\, I კორპუსი\, სააქტო დარბაზის ფოიე \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-sametsniero-praqtikuli-konpherentsia-tsvlilebebi-bavshvtha-da-ojakhtha-sakethildgheod/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/New-New-web-web-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T150000
DTSTAMP:20260422T144600
CREATED:20240313T095333Z
LAST-MODIFIED:20240313T095333Z
UID:10005379-1710853200-1710860400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“ – პროფესორ იასუიუკი ტოდოს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:19 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში არსებული იაპონური ცენტრისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით იაპონიის შემსწავლელი საგანმანათლებლო კურსის პროგრამის ფარგლებში ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორი იასუიუკი ტოდო წაიკითხავს ლექციას „მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლი იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nპროფესორი იასუიუკი ტოდო განიხილავს მიწოდების ჯაჭვებისა და ფირმების ცოდნის ქსელების როლს იაპონიის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობაში. იაპონური ფირმების მიწოდების ჯაჭვებს\, ცნობილს\, როგორც “keiretsu”\, ახასიათებს გრძელვადიანი ძლიერი კავშირები\, რომლებიც აღჭურვილია ნდობით და წვლილი შეაქვს ეფექტურ წარმოებასა და ინოვაციაში. თუმცა ბოლო დროს\, ბუნებრივი კატასტროფების გახშირებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მზარდი საკითხების გამო\, იაპონური ფირმების ქსელებს შესთავაზეს რეორგანიზაცია და დივერსიფიკაცია მდგრადობისა და ინოვაციის ხელშესაწყობად.  მომხსენებელი ისაუბრებს იაპონიის გამოცდილებიდან ნასწავლ გაკვეთილებსა და შედეგებზე საქართველოსა და სომხეთში. \nმომხსენებლის შესახებ \nიასუიუკი ტოდოს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს სტენფორდის უნივერსიტეტში. ამჟამად ვასედას უნივერსიტეტის პროფესორია. მისი კვლევითი საქმიანობის სფეროა საერთაშორისო ეკონომიკა\, ეკონომიკის განვითარება და გამოყენებითი მიკროეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 70 აკადემიური ნაშრომი მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში: Nature Sustainability\, the Journal of Industrial Economics\, the Journal of Regional Science\, Research Policy\, World Development\, and Ecological Economics და ა.შ. \nპროფესორი ტოდო Japanese Association for Development Economics და the Japanese Society of International Economics საბჭოს წევრია. ასევე ემსახურებოდა რამდენიმე საკონსულტაციო კომიტეტს როგორც ეროვნულ\, ასევე ადგილობრივ მთავრობების დონეზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 მარტი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mitsodebis-jatchvebisa-da-phirmebis-tsodnis-qselebis-roli-iaponiis-ekonomikur-zrdasa-da-mdgradobashi-prophesor-iasuiuki-todos-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/23b0c66361c6203857e91c5ac6ecf3b4_82848.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T190000
DTSTAMP:20260422T144600
CREATED:20240314T082356Z
LAST-MODIFIED:20240314T082356Z
UID:10005384-1710867600-1710874800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავება - კონკურსი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)\, რომელიც ახორციელებს პროექტს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“\, სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. \n19 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროექტისა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად\, რათა უკეთ შეძლონ საჯარო მმართველობის არსის გაგება და მოემზადონ კონკურსისთვის. \nშერჩეული სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სერტიფიცირებულ ტრენინგებს\, მათ მიეცემათ საშუალება იმუშაონ პროფესიონალ მკვლევრებთან/ექსპერტებთან ერთად და გახდნენ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების თანაავტორები. \nდამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=531355 \nპროექტი „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური წრეების გაძლიერებას საჯარო მმართველობის თემების კვლევებთან დაკავშირებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა №1 \nშეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-politikis-kvlevithi-dokumentebis-shemushaveba-konkursi-studentebisthvis/
CATEGORIES:კონკურსები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240319T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240319T200000
DTSTAMP:20260422T144600
CREATED:20240313T080649Z
LAST-MODIFIED:20240315T063055Z
UID:10005378-1710874800-1710878400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ონლაინშეხვედრა მწერალ კლოე კორმანთან
DESCRIPTION:19 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ონლაინშეხვედრა გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის 2023 წლის ლაურეატთან\, მწერალ კლოე კორმანთან. მწერალს პრემია გადაეცა რომანისთვის  ”Les Presque Sœurs ” („თითქმის დები“). \nკლოე კორმანს საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ პრიზს გადასცემს. \nმწერალი ონლაინ ჩაერთვება საფრანგეთში საქართველოს საელჩოდან\, სადაც უმასპინძლებენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი\, პარიზის ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიის საპატიო პრეზიდენტი დენი ფადა. \n„ლიგამუსში“ შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამი ნორა\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორი ნანა ლალიაშვილი\, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები\, მედიათეკის მკითხველები და  უფროსკლასელები. \nსამუშაო ენები: ქართული\, ფრანგული \nდრო: 19 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/onlainshekhvedra-mtseral-kloe-kormanthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/WEB-BANNER-gonkuris-premia-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240320T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240321T173000
DTSTAMP:20260422T144600
CREATED:20240313T100031Z
LAST-MODIFIED:20240313T100145Z
UID:10005381-1710930600-1711042200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია\, ინოვაცია\, ტენდენციები)“
DESCRIPTION:20-21 მარტს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია\, ინოვაცია\, ტენდენციები)“. \nვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში ჩართული პროფესორებისა და დოქტორანტების დისკუსიის ორგანიზება სასწავლო ფორმატში თანამედროვე ინტერ\, კროს და ტრანსდისციპლინური მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით. \nვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ქართული ფილოლოგიის სპეციალობის ის დაინტერესებული მაგისტრანტები\, რომლებსაც ძველი ქართული მწერლობის შემსწავლელი პროგრამული საგნები დახურული აქვთ მაღალი შეფასებით – A . \nვორკშოპზე იგეგმება \n\nპროექტის  მიგნებებისა და შუალედური შედეგების აპრობაცია სამიზნე ჯგუფთან;\nახალი პრობლემების გამოკვეთა და უკუკავშირის ანალიზი.\n\nსამიზნე ჯგუფი: \nფილოლოგიური მიმართულებისა და ფართო პროფილის ჰუმანიტარი სპეციალისტები\, აგრეთვე დოქტორანტები და მაგისტრანტები. \nვორკშოპზე მოწვეული სპეციალისტები/მომხსენებლები: \n1. ფათი ჰატაიბი\, რაბატის მუჰამედ მეხუთის უნივერსიტეტი\, მაროკო\n2. მზია სურგულაძე\, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი\n3. მაკა ელბაქიძე\, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\n4. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი\n5. ივანე ამირხანაშვილი\,  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\n6. ნესტან სულავა\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახალციხის უნივერსიტეტი\n7. მარიამ ნანობაშვილი\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\n8. თამთა ფარულავა\, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\n9. ელენე გოგიაშვილი\, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\n10. ალექსანდრე შებორნი\, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი \nვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები\, რომელთაც 2020-2023 წლის განმავლობაში A შეფასებით დაასრულეს კურსები „ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა (ჰაგიოგრაფია)“ და „ქართული ლიტერატურა XII-XVIII საუკუნეებში.“ ისინი გვესაუბრებიან იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებზე\, რომელთა გადალახვაც მოუწიათ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის პროცესში. \nპროექტში ჩართული სპეციალისტები: \n\nირმა ყარაულაშვილი\, პროექტის ხელმძღვანელი\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nთამარ ლომიძე\, პროექტის კოორდინატორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი\nდარეჯან გარდავაძე\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nთეა შურღაია\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი\nთამთა სურმავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\nფორმატი: \nორდღიანი სასესიო სხდომები – დღეში ორი სესია \nდასწრებით და/ან დისტანციურად \nბმული:https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/82027541366 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 და 21 მარტი\, 10:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდღის წესრიგი \nდღე I \n10:30-13:00  სხდომა 1– ძველი ქართული ნარატიული წყაროები: \nა) ქართული ჰაგიოგრაფია – სტერეოტიპი\, რეცეფცია\, თვითრეფლექსია\nბ)  ძველი ქართული მწერლობა\, როგორც ისტორიული წყარო და იდენტობის ინდიკატორი \n14:00-17:00  სხდომა 2 – ძველი ქართული (საერო)მწერლობის რეალური და გამოგონილი გეოგრაფია \nა) ქართული ლექსი vis-a-vis  აღმოსავლური ექსპანსია\nბ) „სულ ორი-სამი ქარგა აქვს ეპოსს“ (დ. წერედიანი) \nდღე II \n10:30-13:00  სხდომა 3 – „ვეფხისტყაოსანი“  –  მარადი ტექსტი\,  სინთეზური ესთეტიკა\, თანამედროვე კონცეფცია. \n14:00-17:00  სხდომა 4 – ძველი ქართული მწერლობის სწავლების მეთოდოლოგია და თანამედროვე გამოწვევები. \n17:00-17:30  შემაჯამებელი სხდომა: \nპროექტის ხელმძღვანელი და მონაწილეები შეაჯამებენ გამოთქმულ მოსაზრებებს\, ახლებურ კონცეპტუალურ მიდგომებსა და მეთოდოლოგიას\, მიმოიხილავენ დოქტორანტების მიერ გამოთქმულ სურვილებსა და დასმულ პრობლემებს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-dzveli-qarthuli-mtserloba-erovnul-da-globalur-konteqstshi-traditsia-inovatsia-tendentsiebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/9385ff8bc9815d9adde237bdaaf5694f_82776.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240322T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240322T180000
DTSTAMP:20260422T144600
CREATED:20240318T094253Z
LAST-MODIFIED:20240318T094253Z
UID:10005385-1711123200-1711130400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოკრატეს კლუბის დისკუსია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ძალადობის მსხვერპლი ქალის თავშესაფრის უფლება
DESCRIPTION:22 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიაზე\, რომელზეც განხილული იქნება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება. \nსაქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა\, რომ თურქული წარმოშობის ქალზე\, რომელიც იძულებით გაათხოვეს\, ხშირად ფიზიკურად ძალადობდა ქმარი. მისგან მომდინარე საფრთხისა და ძალადობისგან თავის დასაღწევად მან თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით მიმართა ბულგარეთს. ბულგარეთის სასამართლომ საქმის განხილვისას გადაწყვიტა\, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის. \nამ საქმესთან მიმართებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა\, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უფლება აქვთ\, მოითხოვონ თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში\, თუ მათ სამშობლოში დაბრუნებისას ემუქრებათ ფსიქოლოგიური\, ფიზიკური\, სექსუალური ან ოჯახში ძალადობა. სასამართლომ ასევე განმარტა\, რომ\, თუ ლტოლვილის სტატუსის პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული\, მათ შეუძლიათ მიიღონ დამატებითი დაცვის სტატუსი იმ შემთხვევაში\, თუ მათ ემუქრებათ სიცოცხლის მოსპობა ან ძალადობა. ერთიანობაში ხსენებული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ჭრილში. \nსოკრატეს კლუბი დისკუსიების წარმართვისას იყენებს სოკრატეს მეთოდს\, რომელიც გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებულ პრობლემურ საკითხებზე კითხვების დასმასა და მათზე სიღრმისეულ მსჯელობას. \nმომხსენებელი \nნინო ანდრიაშვილი\, იურისტი\, ორგანიზაცია „საფარი“ \nმოდერატორი \nქეთევან ბეჟანიშვილი\, სტუდენტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა \nსამუშაო ენა: ქართული \nთარიღი: 22 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sokrates-klubis-diskusia-evrokavshiris-marthlmsajulebis-sasamarthlos-gadatsqhvetilebaze-dzaladobis-mskhverpli-qalis-thavshesaphris-uphleba/
CATEGORIES:დისკუსიები,სამართლის სკოლა
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/03/New-WEB-BANNER-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR