BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230523T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230523T110000
DTSTAMP:20260423T041952
CREATED:20230522T064700Z
LAST-MODIFIED:20240201T111903Z
UID:10000051-1684839600-1684839600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ რიჩარდ სვინბერნთან
DESCRIPTION:23 მაისს\, 11:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის\, რიჩარდ სვინბერნის შეხვედრა სტუდენტებსა და პროფესორებთან. \nშეხვედრაზე პროფესორი სვინბერნი ისაუბრებს თავის წიგნზე Faith and Reason („რწმენა და აზროვნება“)\, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ამზადებს გამოსაცემად. \nშეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. \nშეხვედრის დასასრულ პროფესორ რიჩარდ სვინბერნს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება. \nავტორის შესახებ \nრიჩარდ სვინბერნმა აკადემიური ცხოვრება დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში\, სწავლობდა ფილოსოფიასა და თეოლოგიას. მის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საკითხი – გამართლებულია თუ არა ღმერთის რწმენა\, უფრო ზუსტად\, რწმენა ქრისტიანული რელიგიის სწავლებისა. იგი ქრისტიანული ტრადიციით აღიზარდა. 1995 წელს დატოვა ანგლიკანური ეკლესია და მიიღო მართლმადიდებლობა. \nსვინბერნმა წლები მიუძღვნა ფიზიკური და ბიოლოგიური მეცნიერებების ისტორიას\, რაც მისი ფილოსოფიური რეფლექსიის წყარო იყო. \n1963 წლიდან ჰალის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში. 1972 წლიდან კილის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორია. ამ პერიოდში მისი აკადემიური ინტერესი იყო რელიგიის ფილოსოფია. 1985-დან 2002 წლამდე ქრისტიანული რელიგიის ფილოსოფიის პროფესორი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში. 1993 წელს აირჩიეს ბრიტანეთის აკადემიის წევრად. ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში. \n1968 წელს დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი „სივრცე და დრო“. 1971 წელს გამოვიდა „სასწაულის ცნება“. 1981-1997 წლებში დაიბეჭდა მისი ტრილოგია – „რწმენა და აზროვნება“\, „ღმერთის არსებობა“\, „თეიზმის კოჰერენტულობა. პასუხისმგებლობა და ცოდვების გამოსყიდვა“ (1989)\, „გამოცხადება“ (1992)\, „ქრისტიანული ღმერთი“ (1994)\, „განგება და ბოროტების პრობლემა“ (1998)\, „ეპისტემური გამართლება“ (2001)\, „განკაცებული ღმერთის აღდგომა“ (2003)\, „გონება\, ტვინი და თავისუფალი ნება“ (2013). 2023 წლის ბოლოს გამოვა მისი „დებატები“ ჯეიმს სტერბასთან სათაურით „დაუშვებდა კი კეთილი ღმერთი ამდენ ტანჯვას?“ \nრიჩარდ სვინბერნი ავტორია პოპულარული წიგნებისა: „არსებობს თუ არა ღმერთი?“ (1996)\, „იყო თუ არ იესო ღმერთი?“ (2008). \nრიჩარდ სვინბერნს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს ლიუბლიანის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა (2015)\, ბუქარესტის დიმიტრი კანტემირის ქრისტიანულმა უნივერსიტეტმა (2016)\, ლიხტენშტაინის ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიამ (2017). \nსამუშაო ენა: ქართული\, ინგლისური \nდრო: 23 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-oqsphordis-universitetis-prophesor-richard-svinbernthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76118.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230523T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230523T150000
DTSTAMP:20260423T041952
CREATED:20230517T160033Z
LAST-MODIFIED:20240201T111855Z
UID:10000048-1684854000-1684854000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კორეული ტრადიციული თამაშები
DESCRIPTION:23 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ კორეულ ტრადიციულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. \nთქვენ საშუალება გექნებათ\,  გაეცნოთ კორეულ ტრადიციულ სამოსს\, მოირგოთ ის და მონაწილეობა მიიღოთ ისეთ თამაშებში\, როგორებიცაა:  სეოიე (კალიგრაფია)\, ტუჰო\, ჩეგიჩაგი\, ტაკჯი. \nღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით (დაესწრება პირველად რეგისტრირებული 50 მონაწილე). \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/NTghxywagkVnfwkh8 \n\nჰანბოკი \nჰანბოკი\, ტრადიციული კორეული სამოსი\, შეიძლება მოჰყვეს ?? კორეის სამი სამეფოს პერიოდს (1-ელი საუკუნე ძვ. წ. – ახ. წ. VII საუკუნე). თუმცა\, დღესდღეობით გაცვეთილი ჰანბოკი ჩოსონის დინასტიაში ძველი ჰანბოკის ნიმუშია და ხშირად ტრადიციულ დღესასწაულებსა თუ ოფიციალურ ღონისძიებებზე იცვამენ. \nსოიე \nკორეული კალიგრაფია\, ასევე ცნობილი\, როგორც სოიე\, მხატვრული წერის კორეული ტრადიციაა. ჩინური კალიგრაფიიდან მიღებული ხელოვნების ეს ფორმა მოგვიანებით დაინერგა კორეასა და იაპონიაში და ასახავს ქაღალდზე მხატვრული წერის ტრადიციას ჰანჯასა (ჩინური სიმბოლოები) და ჰანგულში\, მშობლიურ კორეულ ანბანში. \nტაკჯი \nტაკჯი\, ტრადიციული კორეული სათამაშო\, დამზადებულია დაკეცილი ქაღალდის ფილებისგან. ის შეიძლება ითამაშოთ მარტივად\, მიზანი იატაკზე მოთავსებული მოწინააღმდეგის ტაკჯის გადატრიალებაა თქვენი ნასროლი ტაკჯით. \nტუჰო \nტუჰოს ძირითადად სამეფო ოჯახები ან იანბანის (ჯოსონის პერიოდის დიდებულები) ოჯახები თამაშობდნენ ხშირად სახლის ეზოში. მიზანი ქოთანში ისრების შორიდან ჩაგდებაა. მოთამაშეები იყოფიან ორ გუნდად. იგებს ის გუნდი\, რომელიც ქოთანში მეტ ისარს ჩააგდებს. \n\nდრო: 23 მაისი\, 15:016:00 \nპირველად რეგისტრირებული 50 მონაწილე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს ღონისძიების მისამართს. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/koreuli-traditsiuli-thamashebi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76226.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230523T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230523T170000
DTSTAMP:20260423T041952
CREATED:20230517T155750Z
LAST-MODIFIED:20240201T111846Z
UID:10000044-1684861200-1684861200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა კომპანია SOLVIT-ის წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:23 მაისს\,17:00 საათზე\, კომპანია SOLVIT-ის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას და გააცნობენ მათ ინფორმაციას ვაკანსიების\, სტაჟირებებისა და პროექტების შესახებ. \nკომპანია SOLVIT 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ახორციელებს IT სერვისებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. SOLVIT არის გუნდი\, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური და ეფექტური ბიზნესის გადაწყვეტილებების მიღებაზე\, თვალს ადევნებს უახლეს ტექნოლოგიურ ტენდენციებს და კომპანიებს სთავაზობს მათზე მორგებულ ინდივიდუალურ და ინოვაციურ მიდგომებს. \nკომპანიის ძლიერი მხარეა ადამიანები\, რომლებიც არა მხოლოდ კარგ გუნდს ქმნიან\, არამედ საუკეთესო პროფესიონალები არიან. სწორედ ამიტომ 2013 წლიდან SOLVIT-მა შეძლო ბევრი ინოვაციური და რთული პროექტის წარმატებით განხორციელება. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-kompania-solvit-is-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76225.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230523T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230523T200000
DTSTAMP:20260423T041953
CREATED:20230427T082906Z
LAST-MODIFIED:20240201T111958Z
UID:10000058-1684872000-1684872000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ჟლეტის ღმერთი“
DESCRIPTION:შავი კომედია 1 მოქმედებად \nრა შეიძლება მოხდეს\, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული\, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან\, დალევენ ჩაის\, ან ყავას\, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ\, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე\, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის\, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ\, არა? დიახ\, სწორედ ასე იწყება იასმინა რეზას პიესა „ჟლეტის ღმერთი“\, თუმცა… გარწმუნებთ\, პატარა ბიჭები ყველგან და ყველა დროში ერთნაირად იცელქებენ\, აი\, მათი მშობლების ქცევის წინასწარ გათვლა კი სრულიად შეუძლებელია. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: დავით ჭაბაშვილი\n\nმხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი\n\nმონაწილეობენ: \n\nგიორგი ბახუტაშვილი\nნატა ბერეჟიანი\nგაგა შიშინაშვილი\nმაია ხორნაული\n\nპრემიერა შედგა 2014 წლის 7 თებერვალს \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 15 წუთი ანტრაქტის გარეშე \nყველა საავტორო უფლება დაცულია \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით. \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\nდრო: 21\,23\, მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-zhletis-ghmerthi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75788.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230525T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230525T140000
DTSTAMP:20260423T041953
CREATED:20230523T093949Z
LAST-MODIFIED:20240201T111911Z
UID:10000057-1685023200-1685023200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფულის მასის შექმნის პროცესი რეალურ სამყაროში“ – შალვა მხატრიშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:25 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში გაიმართება მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის\, ეკონომისტ შალვა მხატრიშვილის საჯარო ლექცია „ფულის მასის შექმნის პროცესი რეალურ სამყაროში“. \nმომხსენებელი შეეხება ფულის მასის შექმნის პროცესს: როგორ იქმნება ფულის მასა და ვინ ქმნის მას? რეალურად რა როლი აკისრია ეროვნულ ბანკს მისი შექმნის პროცესში? რა ქმნის ფულის მასაზე მოთხოვნას ან არის თუ არა კავშირი ფულის მასასა და ინფლაციას შორის? \nმომხსენებლის შესახებ \nშალვა მხატრიშვილი მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსია\, 2013 წლიდან – ეროვნული ბანკის გუნდის წევრი. პროფესიით ეკონომისტია\, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფლობს Humboldt-Universität zu Berlin-ის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს\, არის Vrije Universiteit Amsterdam-ის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულ ბანკში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა\, მათ შორის განახლდა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS)\, ასევე მონეტარული პოლიტიკის ანგარიში და დაიწყო კვლევითი ნაშრომების სერიის გამოქვეყნება. იგი International Monetary Fund-ის ტექნიკური მრჩეველია. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 მაისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phulis-masis-sheqmnis-protsesi-realur-samqharoshi-shalva-mkhatrishvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76305.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230525T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230525T160000
DTSTAMP:20260423T041953
CREATED:20230517T092941Z
LAST-MODIFIED:20241122T110930Z
UID:10000055-1685030400-1685030400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე „ევროკავშირი და მისი სამეზობლო“
DESCRIPTION:25 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  Erasmus + Jean Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking to ‘Europe’ at the periphery) ფარგლებში გაიმართება შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტისა (თურქეთი) და პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორების ბაშაკ ზეინეფ ალფანისა და მირუნა ბუტნარუ-ტრონკოტას საჯარო ლექცია-დისკუსია. მომხსენებლები ისაუბრებენ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროპეიზაციის გამოწვევებზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. \nპროფესორი ბაშაკ ზეინეფ ალფანი ისაუბრებს თურქეთის მიგრაციულ კრიზისსა და პოლიტიკურ ელიტაში საზღვრებთან დაკავშირებულ ნარატივებსა და პრაქტიკაზე\, ყურადღებას გაამახვილებს საზღვრების უსაფრთხოების საკითხის მიმართ ევროკავშირის მიდგომასა და ამ თვალსაზრისით თურქეთისადმი ამ უკანასკნელის დამოკიდებულებაზე. \nპროფესორი მირუნა ბუტნარუ-ტრონკოტა ისაუბრებს ევროკავშირის მიდგომაზე ახალი ქვეყნების გაწევრების მიმართ\, მათთვის წაყენებულ პირობებსა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში წინა დიდი გაფართოებების (2004 და 2007 წლები) შედეგად ნასწავლ გაკვეთილებზე\, ასევე შეეხება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლის თემას და ისაუბრებს\, რა გავლენა აქვს ამ პროცესს ევროკავშირის დამოკიდებულებაზე წევრობის ამჟამინდელ კანდიდატთა მიმართ. \nლექციას მოდერაციას გაუწევენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები გიორგი გვალია და დავით აფრასიძე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32). \nდასწრება თავისუფალია. \nღონისძიების დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-diskusia-themaze-evrokavshiri-da-misi-samezoblo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76216.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230527T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230527T120000
DTSTAMP:20260423T041953
CREATED:20230317T094800Z
LAST-MODIFIED:20240201T111944Z
UID:10000053-1685188800-1685188800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ასტამაძის წიგნის „გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს: საქართველოს დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 მაისს\, 12:00 საათზე\, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის\, გიორგი ასტამაძის წიგნის „გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს: საქართველოს დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია. \n\nგანრიგი  \n12:00-12:15 ღონისძიების გახსნა  \n\nპროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;\nერნსტ პეტერ ფიშერი\, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;\nშტეფან მალერიუსი\, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი.\n\n12:15-13:30 მოხსენება   \nთემა: გერმანულ-ქართული თანამშრომლობის შესახებ პირველი მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე\, 1918 წელს \nმომხსენებლები:  \n\nდოქტორი გიორგი ასტამაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი;\nპროფესორი სტივენ ჯონსი\, ჰარვარდის უნივერსიტეტის საქართველოს შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.\n\nშეხვედრის მოდერატორი – პროფესორი ბექა კობახიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი \nპრეზენტაციისა და მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \n\nავტორის შესახებ \nგიორგი ასტამაძემ 2008 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრის და 2011 წელს – მაგისტრის (2011) ხარისხი. 2014 წელს – კარლსრუეს უნივერსიტეტის (KIT) მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში\, 2021 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორის ხარისხი თემისთვის „გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს“ საბოლოო შეფასებით magna cum laude. სხვადასხვა წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სამაგისტრო და ბადენ-ვიურტემბერგის მიწის სადოქტორო სტიპენდიების მფლობელი. ერთი მონოგრაფიის\, რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი და წყაროთა კრებულის თანაავტორია. 2021 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და მონაწილე საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა. \n\nწიგნის შესახებ  \nწიგნი 2022 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა ბრილ-შონინგის გამომცემლობამ. ის ეფუძნება ავტორის მიერ კარლსრუეს უნივერსიტეტში დაცულ სადოქტორო დისერტაციას\, შეიქმნა გერმანული\, ქართული\, ავსტრიული და სხვა ქვეყნების არქივების ფუნდამენტური კვლევის შედეგად. \nწიგნს გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. \n\nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 27 მაისი\, 12:00-13:30 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-astamadzis-tsignis-germanul-qarthuli-thanamshromloba-1918-tsels-saqarthvelos-damoukidebloba-da-germanul-qarthuli-kavshiri-samkhreth-kavkasiashi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74977.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230527T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230527T150000
DTSTAMP:20260423T041953
CREATED:20230524T115814Z
LAST-MODIFIED:20240201T111940Z
UID:10000049-1685199600-1685199600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბოსტონის კოლეჯის პროფესორების ვორკშოფი: ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია
DESCRIPTION:27 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ბოსტონის კოლეჯის პროფესორებსა და IT სფეროს სპეციალისტებს\, რომლებიც ჩაატარებენ გამორჩეულ ვორკშოპს IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. \nთემა: ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია – საფუძვლებიდან აპლიკაციებამდე \nძირითადი მომხსენებელი: დოქტორი დონგლაი ვეი (დოქტორის ხარისხი დაიცვა MIT-ში)\, ბოსტონის კოლეჯის პროფესორი\, ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი \nვორკშოპის აღწერა: AI-ის ხანა უკვე დაიწყო. ისევე\, როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და ინტერნეტის რევოლუციურ გამოგონებებს\, AI-ს აქვს პოტენციალი გარდაქმნას ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი\, ჯანდაცვისა და განათლების სფეროთი დაწყებული ტრანსპორტითა და გართობით დამთავრებული. თუმცა AI ხშირად კომპლექსურ და გაუგებარ სფეროდ რჩება ფართო საზოგადოების\, მათ შორის სტუდენტებისთვის. ვორკშოპი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაციას ფუნდამენტური ცნებების ახსნითა და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით. \nსემინარი შედგება ძირითადი პრეზენტაციისა და პრაქტიკული გაკვეთილისგან. დაინტერესებული პირები პრაქტიკულ სესიაზე შეძლებენ რეალურ დროში შექმნან სატრანსპორტო საშუალებათა დათვლის აპლიკაცია. \nთუ გსურთ ვორკშოპზე დასწრება\, გთხოვთ\, შეავსოთ ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ფორმა\, რის შემდეგაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ. \nსარეგისტრაციო ფორმა: http://tiny.cc/ai527 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 27 მაისი\, 15:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: T306 აუდიტორია (პირველი სესია); T405 აუდიტორია (მეორე სესია)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nღონისძიებაზე დასწრება უფასოა. \n2023 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bostonis-kolejis-prophesorebis-vorkshophi-khelovnuri-inteleqtis-demistiphikatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76308.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230528T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230528T200000
DTSTAMP:20260423T041953
CREATED:20230427T072459Z
LAST-MODIFIED:20240201T111854Z
UID:10000046-1685304000-1685304000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“
DESCRIPTION:ერთ მოქმედებად \nთქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ\, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში\, მოყვრებსა და მეზობლებში\, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. \nეს ამბავი\, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი\, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ\, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს\, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს – სხვების დახმარებაში\, სხვაზე „მითხოვებაში“\, დალხენილი ყოფის ილუზიაში\, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას ბადებს. \nრა უფრო მნიშვნელოვანია – თავისუფლება თუ უზრუნველი ცხოვრება? \nრეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვონ გზა\, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახისა და\, ამავდროულად\, საქართველოს მომავლის გადარჩენას. \nრეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი\nსცენოგრაფია – მარიამ კალატოზიშვილი\nკოსტუმების მხატვარი – სანდრო მარგველაშვილი\nმუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე\nქორეოგრაფი – დეა აბაკელია\nმუსიკალური კონსულტანტი – ივანე ხაჩიძე\nტექნიკური რეჟისორი– თამუნა კამლაძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nდარისპანი – სლავა ნათენაძე\nმართა – ლილი ხურითი\nპელაგია – მაია ხორნაული\nნატალია – ნინა ყიფშიძე\nკაროჟნა – მაშიკო თვალაბეიშვილი\nოსიკო – თორნიკე კაკულია\n\nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით. \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი. \nდრო: 7\, 28\, მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-darispanis-gasatchiri-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75782.png
END:VEVENT
END:VCALENDAR