BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211101T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211101T190000
DTSTAMP:20260427T071449
CREATED:20211021T071147Z
LAST-MODIFIED:20240201T113456Z
UID:10000488-1635793200-1635793200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:UNILAB CYBERTALKS: გრაფიკული დიზაინი
DESCRIPTION:1 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: გრაფიკული დიზაინი. \nგრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციაა. მისი საშუალებით შეძლებთ კომპლექსური იდეა მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოხატოთ\, რაც ძირითადად ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით მიიღწევა. \nლექციაზე მოგიყვებით\, პრაქტიკაში როგორ ვიყენებთ ამ პროფესიას და ვისაუბრებთ უნილაბის სტაჟირების დროს შექმნილ პროექტებზე. \nშეხვედრის სპიკერები იქნებიან: \n\nნენე არაბული\, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორის ასისტენტი და ამავე მიმართულების სტაჟირების მენტორი;\nნიკა ინასარიძე\, კომპიუტერული დიზაინისა და დაზგური გრაფიკის სტუდენტი\, უნილაბის გრაფიკული დიზაინის კურსისა და სტაჟირების კურსდამთავრებული\, კომპანიის „მაქსინეიაი” ჯუნიორ გრაფიკული დიზაინერი.\n\nთუ გრაფიკული დიზაინი შენთვის საინტერესო სფეროა\, შემოგვიერთდი უნილაბის Facebook-გვერდზე https://bit.ly/3lzTLnw \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unilab-cybertalks-graphikuli-dizaini/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/10/62550.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211102T150500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211102T150500
DTSTAMP:20260427T071449
CREATED:20211102T110645Z
LAST-MODIFIED:20240201T113452Z
UID:10000487-1635865500-1635865500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია - www.21scon.org
DESCRIPTION:2022 წლის 18-19 მარტს ბრაზილიის ქიმიის საზოგადოებისა და სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química ორგანიზებით დაგეგმილია მრავალპროფილიანი სამეცნიერო ონლაინ კონფერენციის ჩატარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე ამ საზოგადოებისა და ჟურნალის\, ასევე კონფერენციის სამეცნიერო კოლეგიის წევრია. \nშესავალი \n2022 წლის სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის კონფერენცია კულტურული ღონისძიებაა\, ორგანიზებული სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química-სა და სხვა პარტნიორების მიერ ქიმიის სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალის თითქმის 30-წლიანი არსებობის აღსანიშნავად. \nკონფერენციის მიზანია ავტორები უზრუნველყოს ისეთი სივრცით\, რომელშიც მათ შეეძლებათ წარდგნენ სამეცნიერო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით\, როგორებიცაა: პოსტერის პრეზენტაცია\, მთლიანი ნაშრომის\, ასევე გაფართოებული ამონარიდის გამოქვეყნება და წინასწარ ჩაწერილი პოსტერის პრეზენტაცია (დაახლოებით 5 წუთამდე). \nკონფერენციის სტრუქტურა ისეა შედგენილი\, რომ მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ავტორის ნაშრომს\, და არა მის ფინანსურ ინვესტიციას. შედეგად\, რაც უფრო დიდია ავტორის ჩართულობა კონფერენციაში\, მით ნაკლებია მისი ფინანსური ვალდებულება (მეტის სანახავად იხილეთ გადასახადებისა და ფასდაკლებების სექცია). \nკონფერენციის ვებგვერდი განახლების პროცესშია. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები\, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ველით თქვენს გამოხმაურებას. \nსამეცნიერო პროგრამა \nკონფერენცია დაიწყება პარასკევს\, 18 მარტს\, 10:00 საათზე\, გახსნის ცერემონიით და პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ\, 14:00-ზე\, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე კონფერენციებითა და მოწვეული ლექტორებით. ხუთშაბათს\, 15 დეკემბერს\, კონფერენცია დაიწყება 10:00 საათზე ორი პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ\, 14:00 საათზე\, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე მოწვეული ლექტორების მონაწილეობითა და ზეპირი პოსტერების პრეზენტაციებით (ლექტორები დადასტურების პროცესში არიან). \nკონფერენციის დახურვა იგეგმება შაბათს\, 19 მარტს\, 16:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიით და იმ ნაშრომების არჩევით\, რომლებიც ღია წვდომის ჟურნალში უფასოდ გამოქვეყნდება. \nმნიშვნელოვანია აღინიშნოს\, რომ კოვიდ 19 პანდემიის გამო კონფერენციის ვებგვერდი მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესების პროცესშია. \nვებგვერდი: https://bit.ly/3weO0j4 \nგაფართოებული რეფერატისა და პრეზენტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 იანვარი \nკონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 18-19 მარტი \nსრული ხელნაწერის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 მარტი \nმთავარი თემები \n\nქიმიის კლასიკური დარგები (ანალიტიკური ქიმია\, ბიოლოგიური/ბიოქიმია\, ქიმიური ინჟინერია\, არაორგანული ქიმია\, ორგანული ქიმია\, ფიზიკური ქიმია)\nბირთვული ქიმია\, საწვავები\, ძრავა\, პროპულსია\, ენერგიის შენახვა\, ბატარეები\, ელექტროქიმია\nქიმიომეტრია\, სტატისტიკა\, მათემატიკა*\, ფიზიკა*\nინჟინერია*\, მასალების ქიმია\, სამრეწველო მეცნიერებები\, პეტროქიმია;\nსამედიცინო ქიმია\, ბიოორგანული ქიმია\, ბიოფიზიკური ქიმია\, ბიოლოგიური მეცნიერებები*\, ბიოორგანული ქიმია\, ოდონტოლოგია*\, ნივთიერებების ბოროტად გამოყენება\nგეოქიმია\, აგროქიმია\, მინერალოგია\nფარმაცევტული მეცნიერებები\, ფარმაკოლოგია\, წამლების აღმოჩენა\nსხვა თემები\, რომლებიც მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას\n\n*= ის შემთხვევები\, როცა კვლევა ეხება ქიმიურ მიდგომას \n\nსამართალი** (აქტუალური თემები)\nგარემოსდაცვითი კანონები. აუმჯობესებენ ისინი ადამიანის მდგომარეობას?\nკიბერნეტიკული სამართლიანობა. შეიძლება AI-ის ინტეგრირება უზენაეს სასამართლოში?\nგაკოტრების სამართალი + კოვიდ 19. არსებობს ამ საკითხის ანტიდოტი?\nსაგადასახადო სამართალი. როგორ შეუძლიათ დამარცხებულ სახელმწიფოებს ლაფერის მრუდის რეალობის გადალახვა?\nწყლის ფტორირება კანონმდებლობის აღსრულებით. სავარაუდო სარგებელი აჭარბებს გვერდით მოვლენებს\, მაგალითად\, როგორიცაა კოგნიტიური შესაძლებლობების სავარაუდო შემცირება? არის თუ არა დრო\, გადაიხედოს ბრაზილიური კანონი?\nფილოსოფია და მეცნიერების ისტორია**\n\n**ეს ორი სპეციალური სექცია გამოქვეყნდება სამართლის\, საჯარო პოლიტიკისა და ადამიანური მეცნიერებების ჟურნალში \n\nსამეცნიერო განათლება (ქიმია\, ფიზიკა\, მათემატიკა\, ინჟინერია\, ბიოლოგია…)\n\nშედეგები და დაჯილდოება \n\nდოქტორი იონესკუს ჯილდო (16 საუკეთესო ხელნაწერისათვის\, 2 ქეისი თითო ძირითად თემაზე. გაგზავნილი ფოსტის მიერ);\nდასწრების ციფრული სერტიფიკატი (სრული ნაშრომის მოდალობა. გაგზავნილი ი-მეილით);\nდასწრების ციფრული სერტიფიკატი (პოსტერის მოდალობა (PPT პრეზენტაცია) და Pitch წინასწარ ჩაწერილი პრეზენტაცია. გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით);\nსრული ნაშრომები გამოქვეყნებულია სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალში ქიმია;\n18 საუკეთესო ხელნაწერი გამოქვეყნდება Periódico Tchê Química- ში (1806-0374) ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ეს გაკეთდება შემდეგი გადანაწილების მიხედვით: 6 ნაშრომს აირჩევს საგამომცემლო კომისია\, 6 ნაშრომი შეირჩევა კენჭისყრით\, 6 ნაშრომი აირჩევა ბრაზილიის ფარგლებს გარეთ გამომცემლების მიერ. * სამართლისა და ფილოსოფიისა და მეცნიერების ისტორიის სპეციალური კატეგორიები ვერ მიიღებს ამ შესაძლებლობას\, ვინაიდან ისინი არ ეკუთვნის Periódico Tchê Química-ის თემატიკას.\nამონარიდებისა და პოსტერების წიგნი (ISBN-ის ჩათვლით). ციფრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ ჩამოსატვირთად. ბეჭდური ვერსია კი უნდა გამოიწეროთ.\nნაშრომების 100% გამოიცემა DOI-ის მითითებით.\n\n2021 წელი\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-www-21scon-org/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62727.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211104T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211104T140000
DTSTAMP:20260427T071449
CREATED:20211103T122316Z
LAST-MODIFIED:20240201T113450Z
UID:10000486-1636034400-1636034400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება „მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა?“
DESCRIPTION:4 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის\, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის\, მოხსენება თემაზე: \n(უცხოური ენის) მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა? \nმომხსენებლის შესახებ \nმიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება\, უცხოური ენის სწავლება\, მულტილინგვალიზმი\, ტრანსლინგვიზმი\, ინგლისური\, როგორც lingua franca\, საზღვარგარეთ სწავლა\, სოციალური ქსელების ანალიზი\, კორპუსის ლინგვისტიკა და დისტანციური სწავლება საგანგებო რეჟიმში. \nამ დროისთვის მიწვეული პროფესორის სტატუსით დაახლოებით 190 ლექცია და სემინარი აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლებში მისი რედაქტორობით გამოიცა ნაშრომთა კრებულები: Teaching Languages off the Beaten Track და Productive Foreign Language Skills for an Intercultural World. ავტორია მონოგრაფიისა: M/Other Tongues in Language Acquisition\, Instruction\, and Use. \nმოხსენების შესახებ \nმოკლე მოხსენებაში პროფესორი პარადოვსკი წარმოადგენს Covid-19-ის პანდემიის პირობებში საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 6000 ენის შემსწავლელი და მასწავლებელი\, ასევე სტუდენტები\, რომლებსაც ძირითად სპეციალობად ლინგვისტიკა აქვთ არჩეული\, და 118 ქვეყნის ლექტორი. მომხსენებელი განიხილავს დისტანციურ სწავლა-სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს\, ასევე მულტილინგვალიზმის როლს სტრესთან გამკლავებისთვის საჭირო ქცევებისა და განწყობების მართვაში. \nდრო: 4 ნოემბერი\, 14:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით \nშეხვედრაზე დასწრების მონაცემები  \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3COBBow \nMeeting ID: 834 7022 1812 \nPasscode: 333026 \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mihal-b-paradovskis-mokhseneba-mastsavleblebi-da-studentebi-covid-19-is-pandemiis-pirobebshi-ra-phaqtorebma-sheutsqho-kheli-an-sheapherkha-sagangebo-distantsiur-stsavlebaze-gadasvla/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62929.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211104T143000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211104T143000
DTSTAMP:20260427T071449
CREATED:20211103T142711Z
LAST-MODIFIED:20240201T113450Z
UID:10000485-1636036200-1636036200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება: კორპუსი\, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის
DESCRIPTION:4 ნოემბერს\, 14:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის\, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის\, მოხსენება თემაზე: „კორპუსი\, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის“. \nმომხსენებლის შესახებ \nმიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება\, უცხოური ენის სწავლება\, მულტილინგვალიზმი\, ტრანსლინგვიზმი\, ინგლისური\, როგორც lingua franca\, საზღვარგარეთ სწავლა\, სოციალური ქსელების ანალიზი\, კორპუსის ლინგვისტიკა და დისტანციური სწავლება საგანგებო რეჟიმში.\nამ დროისთვის მიწვეული პროფესორის სტატუსით დაახლოებით 190 ლექცია და სემინარი აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლებში მისი რედაქტორობით გამოიცა ნაშრომთა კრებულები: Teaching Languages off the Beaten Track და Productive Foreign Language Skills for an Intercultural World. ავტორია მონოგრაფიისა: M/Other Tongues in Language Acquisition\, Instruction\, and Use. \nმოხსენების შესახებ \nპროფესორ პარადოვსკის მოხსენება შეეხება კორპუსის ლინგვისტიკის მნიშვნელობას ენის სპეციალური მიზნებისთვის სწავლებისა და დარგობრივი ტექსტების თარგმნის სფეროში. ენის კორპუსების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ იგი წარმოადგენს მაგალითებს იურიდიული და კულინარიული თემატიკის ტექსტებიდან. \nდრო: 4 ნოემბერს\, 14:30 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით \nშეხვედრაზე დასწრების მონაცემები \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3COBBow \nMeeting ID: 834 7022 1812 \nPasscode: 333026 \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mihal-b-paradovskis-mokhseneba-korpusi-rogorts-autsilebeli-resursi-mthargmnelisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62930.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211105T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211105T180000
DTSTAMP:20260427T071449
CREATED:20211101T073829Z
LAST-MODIFIED:20240201T113445Z
UID:10000482-1636135200-1636135200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია: მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ უმასპინძლებს სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენციას „მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგები. \nპროექტის დასახელებაა „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“. \nჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია\, პოლიტიკის მეცნიერებები\, სოციოლოგია\, კულტურის კვლევები\, შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა) წარმომადგენლები\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (წამყვანი ორგანიზაცია) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თანამონაწილე ორგანიზაცია) პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ამ სამეცნიერო პროექტზე 2018-2021 წლებში მუშაობდნენ. \nშესრულებული კვლევების საფუძველზე მიმდინარე წელს დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის Caucasus Survey-ს სპეციალური ნომერი Rethinking Memory Sites and Symbolic Realms of Georgian National Identity. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დასაბეჭდად მზადდება ამავე ნაშრომების ქართულენოვანი კრებული. \nსპეციალურ ნომერსა და კრებულში შემავალი თითოეული ნაშრომი საერთო ინტერდისციპლინურ ჩარჩოში თავსდება და ერთმანეთს ავსებს. ავტორები მათ მიერ განხილულ მეხსიერების ადგილებს ქართული კომპლექსური სიმბოლური გარემოს ინტეგრალურ და ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ ელემენტებად მოიაზრებენ. შესაბამისად\, ცალკეულ ნაშრომებს შორის ბევრი შეხების და გადაკვეთის წერტილია საკვლევი საკითხების\, კონცეპტებისა და თეორიული მიდგომების თვალსაზრისით\, რამაც ქართული საისტორიო ცოდნის\, კოლექტიური მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთმიმართების საინტერესო სურათი წარმოაჩინა. \nკონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3wtc7e1 \nშეხვედრა ჩატარდება დისტანციურად პროგრამა ზუმის მეშვეობით და მასზე დასწრებას შეძლებთ მისამართზე: https://bit.ly/3BA4Tp8 \nასევე უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ტრანსლირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე\, მისამართზე: https://www.facebook.com/Iliauni \nკვლევების შესახებ \nკვლევებში გამოკვეთილია თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის წარმოქმნისა და დინამიკის გარდამტეხი მომენტები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. გენეალოგიური პერსპექტივა საშუალებას იძლევა ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ფორმირების ეტაპებს დავაკვირდეთ სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურის კონტექსტში: \n\nსაქართველოში რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდში ქართული ნაციონალიზმის გენეზისის დროს (მე-19 ს. მეორე ნახევრიდან);\nპირველი რესპუბლიკის\, ერის სახელმწიფოს მშენებლობის მოკლე მონაკვეთში (1918-1921);\nსაბჭოთა პერიოდის რადიკალური და ხშირად ტრავმული ტრანსფორმაციების ხანაში (1921-1991);\nპოსტსაბჭოთა ეპოქაში\, როდესაც კოლექტიური მეხსიერების მორიგი\, ფუნდამენტური რეკონფიგურაციის ყოვლისმომცველი პროცესი დაიწყო.\n\nკონკრეტულად\, ავტორებისა და მომხსენებლების ფოკუსში მოექცა უმნიშვნელოვანესი მეხსიერების ადგილები\, რომლებიც განაპირობებენ ქართული საზოგადოების ისტორიულ ცნობიერებას და კოლექტიურ მეხსიერებას\, მათ შორის: \n\nილია ჭავჭავაძე\, როგორც სიმბოლური ფიგურა და მეხსიერების ადგილი;\nქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი;\nსტალინის ძეგლები\, როგორც კონფლიქტური მეხსიერების ადგილები;\nთბილისის\, როგორც ქართული ნაციონალური იდენტობისა და კულტურული მეხსიერების სიმბოლური არე;\nდავით IV აღმაშენებლის და დიდგორის ბრძოლის ნარატივი\, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ისტორიული წარმოდგენების წყარო;\nეროვნული იდენტობისა და მეხსიერების ადგილების კონსტრუირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ იმიგრანტებში.\n\nდრო: 5 ნოემბერი\, 18:00-20:30 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით მისამართზე https://bit.ly/3BA4Tp8 \n2021 წელი \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-saangarisho-konpherentsia-mekhsierebis-adgilebi-da-qarthuli-natsionaluri-identobis-simboluri-garemo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62714.png
END:VEVENT
END:VCALENDAR