BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191223T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191223T180000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191213T115541Z
LAST-MODIFIED:20240201T115522Z
UID:10000940-1577124000-1577124000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ნატო დარჩია წაიკითხავს მოხსენებას „ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურისა და ძილის ეეგ მაჩვენებლების ლონგიტუდური კველევა მოზარდებში“. \nთემის მოკლე აღწერა \nძილის ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) განიცდის მკვეთრ ცვლილებებს მოზარდობის პერიოდში. ეს ცვლილებები თავის ტვინის მომწიფების პროცესის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება. შესაბამისად\, მოზარდებში ძილის ეეგ მონაცემების ლონგიტუდური კვლევა თავის ტვინის მომწიფების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. ილიაუნის მეცნიერებმა გამოიყენეს ძილის ეეგ-ს ლონგიტუდური\, 6‑თვიანი ინტერვალებით აღებული მონაცემები და შეისწავლეს განსხვავდება თუ არა ეს მონაცემები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებსა და საკონტროლო ჯგუფს შორის. გააანალიზეს ასევე ორივე ჯგუფის მოზარდთა ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურის ცვლილებათა დინამიკა. \nპროფესორი ნიკო ონიანი და ასისტენტ-მკვლევრები თინათინ ჩარექიშვილი და თამთა ნეკაშვილი წაიკითხავენ მოხსენებას „იმპლიციტური მეხსიერების ფორმირების დინამიკა აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას ვირთაგვებში“. \nთემის მოკლე აღწერა \nგანრიდებითი ქცევა ბუნებრივი და ადაპტაციური პასუხია საშიშროებაზე. განრიდების ქცევა საჭიროა ცხოველისთვის\, რათა თავი დააღწიოს ზიანის მომგვრელ გარემოებას ან მოვლენას. ცხოველებში ამ ტიპის ქცევის განხორციელება იმპლიციტური მეხსიერების ფორმირებაზეა დამოკიდებული. ილიაუნის მეცნიერებმა შეისწავლეს აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლის პირობებში ვირთაგვების მიერ ამ ამოცანის შესრულების პარამეტრები. მიღებული მონაცემები გამოიყენეს აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლის პროცესში იმპლიციტური მეხსიერების ფორმირების დინამიკის დასადგენად. \nდრო: 23 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kvlevithi-tsentris-dzil-ghvidzilis-tsiklis-shemstsavleli-thengiz-onianis-laboratoria-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55481.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191223T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191223T183000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191213T114125Z
LAST-MODIFIED:20240201T115518Z
UID:10000938-1577125800-1577125800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან ხუციშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე:„თბილისი – ღია თუ დახურული ქალაქი?“ \nთემის მოკლე აღწერა \nპროექტის ფარგლებში თბილისი შეფასდა რიჩარდ სენეტას მიერ შემოთავაზებული ღია და დახურული ქალაქის კრიტერიუმების მიხედვით\, ასევე თანამედროვე ურბანული ტენდენციების გათვალისწინებით\, რაც გულისხმობს ქალაქების ფუნქციონირების პროცესში გონიერი ქალაქების ინსტრუმენტების როლის ზრდას\, ასევე შეფასდა თბილისის გონიერ ქალაქად გარდაქმნის შესაძლებლობები და ქალაქში ამ მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები. უკვე არსებული მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებთ შეფასდა\, რა გავლენა შეიძლება იქონიოს გონიერი ქალაქის ინსტრუმენტების გამოყენებამ თბილისის ღიაობის ხარისხზე. \nპროექტის ფარგლებში შეიქმნა „გონიერი ქალაქის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“\, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრაზე გაიმართება. \nდრო: 23 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/politologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55478.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191223T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191223T190000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191213T113842Z
LAST-MODIFIED:20240201T115517Z
UID:10000937-1577127600-1577127600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი\, ეკონომიკის დოქტორი იოსებ არჩვაძე წაიკიკითხავს მოხსენებას „მიგრაციის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები თანამედროვე საქართველოში“. \nთემის მცირე აღწერა \nსაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდში უმაგალითო მასშტაბები მიიღო ქვეყნიდან მოსახლეობის ემიგრაციამ. ამის გამო მოსახლეობის შემცირებით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერია. \nსაქართველოდან ემიგრაციის ძირითადი ფაქტორი იყო და რჩება ეკონომიკური მოტივაცია. შესაბამისად\, ქვეყნის მოსახლეობის მიმდინარე შემოსავლებში მზარდ როლს იკავებს შრომითი მიგრანტების ფულადი ტრანზაქციები საზღვარგარეთიდან. ამასთან\, შეინიშნება აღნიშნული ტრანზაქციების გეოგრაფიის გაფართოება. განხორციელებულ ფულადი გზავნილებში მცირდება რუსეთის წილი და იზრდება იტალიის\, საბერძნეთის\, აშშ-ისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის წილი. \nდრო: 23 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/demographiisa-da-sotsiologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55477.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191223T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191223T193000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191223T093532Z
LAST-MODIFIED:20240201T115515Z
UID:10000936-1577129400-1577129400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი\, თეა გოდოლაძე წაიკიკითხავს მოხსენებას „კავკასიაში დედამიწის ქერქის სისქის კვლევა“. \nთემის მცირე აღწერა \n2017 წლიდან ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ენერგიის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი\, რომლის ფარგლებშიც კავკასიის მაშტაბით დამონტაჟდა 52 სადგური სხვადასხვა ლოკაციებზე.  ექსპერიმენტის ფარგლებში\, მოპოვებული მონაცემების გამოყენებით ვაწარმოეთ კვლევა\, რათა შეგვეფასებინა რეგიონში მოჰოს ზედაპირის ჩაწოლის სიღრმე. მიღებული შედეგები შევადარეთ გრავიმეტრიული კვლევის შედეგებს\, რომელიც 70-იან წლებსი ჩატარდა საქართველოში. \nდრო: 23 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dedamitsis-shemstsavleli-metsnierebatha-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55671.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191224T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191224T180000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191218T080104Z
LAST-MODIFIED:20240201T115513Z
UID:10000935-1577210400-1577210400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მერაბ სვანაძის მონოგრაფიის „პოტენციალთა მეთოდი მრავალგვარი ფოროვნობის მქონე გარემოს მათემატიკურ თეორიებში“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ბიზნესის\, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის პროფესორ მერაბ სვანაძის მონოგრაფიის „პოტენციალთა მეთოდი მრავალგვარი ფოროვნობის მქონე გარემოს მათემატიკურ თეორიებში“ (Potential Method in Mathematical Theories of Multi-Porosity Media) პრეზენტაცია. \nმონოგრაფიაში პოტენციალთა მეთოდის გამოყენებით გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის მათემატიკური თეორიების სივრცითი ამოცანები ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალებისათვის. მიღებული შედეგები იძლევა მექანიკის\, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის შესწავლის შესაძლებლობას. \nწიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალების დრეკადობის წრფივი თეორიის სივრცით ამოცანებს. ამ თეორიის მდგრადი რხევის\, ფსევდორხევის\, სტატიკისა და კვაზისტატიკის განტოლებათა სისტემებისათვის აგებულია ფუნდამენტური ამონახსნები\, მიღებულია გალიორკინის ტიპის წარმოდგენები და დადგენილია გრინის იგივეობები. პოტენციალთა თეორიისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის თეორემები. გამოცემის მეორე ნაწილში ანალოგიური ფორმატით გამოკვლეულია ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის წრფივი თეორიის სივრცითი ამოცანები. დასკვნით თავში მომავალი კვლევებისათვის მოყვანილია თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მრავალი ღია პრობლემა\, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია მონოგრაფიაში მიღებული შედეგების საფუძველზე.\nწიგნში მოყვანილი ყველა შედეგი სამეცნიერო თვალსაზრისით ახალია და ადრე არ გამოქვეყნებულა. ის საინტერესო იქნება მათემატიკის\, მექანიკისა და ინჟინერიის სპეციალობის მეცნიერთათვის. \n  \nდრო: 24 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-merab-svanadzis-monographiis-potentsialtha-methodi-mravalgvari-phorovnobis-mqone-garemos-mathematikur-theoriebshi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55570.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191224T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191224T180000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191219T123115Z
LAST-MODIFIED:20240201T115508Z
UID:10000934-1577210400-1577210400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:არდაშელ ლაცუზბაიას საჯარო ლექცია "Impact of human papillomavirus vaccination in Luxembourg"
DESCRIPTION:24 დეკემბერს\, სამშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება არდაშელ ლაცუზბაიას საჯარო ლექცია თემაზე: “Impact of human papillomavirus vaccination in Luxembourg”. \nთემის მოკლე აღწერა \nადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ) სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზია. კიბოსა და პაპილომა ვირუსს შორის ეტიოლოგიური კავშირის დადგენამ განაპირობა სხვადასხვა პრევენციის პროგრამების განვითარება\, როგორებიცაა სკრინინგი და ვაქცინაცია. მომხსენებლის სადოქტორო ნაშრომის მთავარი მიზანი იყო ამ პროგრამების შესწავლა და შეფასება ლუქსემბურგში. რეფერალური ლაბორატორიის მონაცემების საფუძველზე დადგინდა საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის საკმაოდ მაღალი აქტივობის მაჩვენებელი\, რომელმაც მდედრობითი სქესის მოსახლეობაში 75 პროცენტი შეადგინა. \nაპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების მაჩვენებელმა 62 პროცენტს მიაღწია და მნიშვნელოვნად იცვლებოდა სხვადასხვა ეროვნებისა და რეგიონების მიხედვით. ვაქცინის ეფექტურობის შესწავლის მიზნით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 716-მა ქალმა. ამ კვლევის შედეგად დადგინდა\, რომ ორვალენტური და ოთხვალენტური ვაქცინები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ აპვ-ის გავრცელებაზე. დამატებით ვირუსის დნმ-ის სეკვენირების საფუძველზე მომხსენებელმა აღმოაჩინა ახალი შტამი\, რომელიც კლონირებული იქნა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეფერალურმა ლაბორატორიამ მას მიანიჭა ნომერი 226. \nსადოქტორო ნაშრომის შედეგებმა აჩვენა\, რომ სკრინინგისა და ვაქცინაციის პროგრამები მნიშვნელოვნად ამცირებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების შემთხვევებს ლუქსემბურგში. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 24 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ardashel-latsuzbaias-sajaro-leqtsia-impact-of-human-papillomavirus-vaccination-in-luxembourg/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55591.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191226T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191226T150000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191223T070025Z
LAST-MODIFIED:20240201T115503Z
UID:10000933-1577372400-1577372400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნარკოვითარება საქართველოში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის 2019 წელს შესრულებულ ნაშრომთა წარდგენა
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 15:00-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი გამართავს 2019 წელს სხვადასხვა კვლევითი პროექტის ფარგლებში შესრულებულ ნაშრომთა პრეზენტაციას. \nპრეზენტაციაზე წარადგენენ საქართველოს ნარკოვითარების უახლეს ანალიტიკურ ანგარიშს რომლის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის\, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯია“\, ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“\, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები. \nპრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შემდეგი კვლევები: \n\nინტერნეტტექნოლოგიების როლი ნარკოტიკების შეძენის პროცესში;\nზედოზირების შემთხვევაში დახმარების პრაქტიკის შესწავლა კლუბურ და საფესტივალო გარემოში;\nპრევენცია\, როგორც ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ\n\nშეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტის  შემადგენლობა\, პროფესორები: ირმა კირთაძე\, დავით ოთიაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი. \nდრო: 26 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/narkovithareba-saqarthveloshi-ilias-sakhelmtsipho-universitetis-adiqtsiis-kvlevebis-institutis-2019-tsels-shesrulebul-nashromtha-tsardgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/gif:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55660.gif
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191226T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191226T190000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191220T150353Z
LAST-MODIFIED:20240201T115502Z
UID:10000932-1577386800-1577386800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მხარდასაჭერად
DESCRIPTION:დასწრებიხართ კონცერტს\, რომლის ბილეთიც სათამაშოების სანაცვლოდ მიგიღიათ და ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეში შეგიტანიათ წვლილი? \n26 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ახალგაზრდა მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და ილიაუნის მუსიკის ცენტრის საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტები – ბადი ანთაძე\, მარიამ ბეჟუაშვილი\, დავით ალადაშვილი\, ელენე გოგოლაძე\, ნიკოლოზ შენგელია – ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარების მხარდასაჭერად გაერთიანდებიან და არაჩვეულებრივ მუსიკალურ პროგრამას წარმოგიდგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, ნინო მამრაძის ხელმძღვანელობით. \nკონცერტზე შესრულდება ი. ს. ბახის\, ფრანც ლისტის\, მორის რაველის\, ალექსანდრე სკრიაბინის\, ბელა ბარტოკის\, ჟიორდ ლიგეტის\, ასტორ პიაცოლას\, ბრედ მელდოუს\, დიუკ ელინგტონის\, ჰერბი ჰენკოკისა და ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოებები. \nკონცერტზე დასასწრებად აუცილებელი პირობაა\, თან იქონიოთ ერთი ან\, სურვილის შემთხვევაში\, რამდენიმე სათამაშო\, რომლებიც ჩვენს პატარებს ფიქრის\, მეტყველების\, ემოციების გამოხატვის\, დაკვირვების\, კონცენტრაციის უნარებისა და მოტორული ფუნქციების განვითარებაში დაეხმარება.  ამ მიზნის მიღწევაში ბავშვებს თოჯინები\, სახლობანას ატრიბუტიკა\, ფაზლები\, მაგნიტური სილა\, კონსტრუქციები\, სამაგიდო თამაშები\, პლასტელინი და სხვა მსგავსი ტიპის სათამაშოები გამოადგებათ. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მუსიკის ცენტრს\, ქალბატონ ნინო მამრაძესა და შემსრულებლებს. \nდრო: 26 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akhalgazrda-musikosebis-kontserti-bavshvis-ganvitharebis-institutis-mkhardasatcherad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55658.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191226T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191226T190000
DTSTAMP:20260503T131323
CREATED:20191223T070700Z
LAST-MODIFIED:20240201T115458Z
UID:10000929-1577386800-1577386800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნიკოლოზ გოგოჭურის ლექცია \,\,ესაუბრე ბაზარს“
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში ექსკლუზიურად მონაწილე გუნდებისთვის ნიკოლოზ გოგოჭური\, სერიული ანტერპრენერი და სტარტაპ VRex Immersive-ის დამფუძნებელი\, წაიკითხავს ლექციას თემაზე: \,\,ესაუბრე ბაზარს“. \nაღსანიშნავია\, რომ VRex Immersive პირველი სტარტაპ კომპანიაა მსოფლიოში\, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ვირტუალური რეალობის გამოყენების საშუალებას აძლევს. \nპრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის \,\,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia” მხარდაჭერით. \nპროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით. \nმომხსენებლის შესახებ \n„ანტრეპრენერი ვარ 2004 წლიდან\, როდესაც ჩემი პირველი კომპანია დავაფუძნე. კომპანია მუშაობდა არქიტექტურულ ვიზუალიზაციასა და ანიმაციაზე. შემდეგ კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების სფეროში ვმუშაობდი. 2013 წელს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე კომპიუტერული გრაფიკის პირველი ასოციაცია (CG Georgia) საქართველოში. საქართველოში ტექნოლოგიური დარგების განვითარებაზე ორიენტირებულ ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა\, მათ შორის იყო საგანმანათლებლო სტანდარტები პროფესიული განათლებისთვის და საქართველოში პირველად გამართული კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი (Cg Fest Tbilisi). \n2015 წლიდან მთლიანად გადავერთე ჩემს მიმდინარე სტარტაპზე VRex Immersive\, რომელიც ვირტუალური რეალობის პლატფორმას ქმნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის. ჩვენი კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია\, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას ვირტუალური რეალობის გამოყენების საშუალებას აძლევს. \n2018 წლის დასაწყისში Startup Grind-მა შეგვარჩია საუკეთესო 50 სტარტაპს შორის 7000-დან მსოფლიოში და ორჯერ კალიფორნიაში\, Silicon Valley-ში\, და ერთხელ ლონდონში ჩატარებულ გლობალურ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. \nჩემი აზრით\, ანტრეპრენერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცოდნის გაზიარებაა. სწორედ ამიტომ ბოლო წლებში უამრავი მენტორშიპ პროგრამისა და ღონისძიების მონაწილე ვიყავი\, ათობით სტარტაპერისა და ანტრეპრენერის მენტორი ვარ. მუდმივად ვეძებ ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს და ვსწავლობ ჩემი თანატოლებისა და უფრო გამოცდილი ანტრეპრენერებისგან. \nცოდნის მიღების ეს შიმშილია ჩემი მოტივაცია.“ \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nikoloz-gogotchuris-leqtsia-esaubre-bazars/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/gif:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55661.gif
END:VEVENT
END:VCALENDAR