BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190617T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190617T183000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190612T075106Z
LAST-MODIFIED:20240201T120952Z
UID:10001186-1560796200-1560796200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ოსიპ მანდელშტამი ქართულ კულტურაზე. ახალი ჰერმენევტიკა“
DESCRIPTION:17 ივნისს\, 18:30 საათზე\, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. ინსტიტუტის წევრი\, პროფ. გრიგოლ ჯოხაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ოსიპ მანდელშტამი ქართულ კულტურაზე. ახალი ჰერმენევტიკა“. \nლექციის მიზანი დიდი რუსი პოეტის\, ოსიპ მანდელშტამის (1891-1938) ნარკვევის – \,\,ზოგი რამ ქართულ ხელოვნებაზე“ – ხელახალი წაკითხვისა და გაანალიზების ცდაა. მანდელშტამი სამჯერ (1920\, 1921\, 1930 წწ.) იყო საქართველოში. პირველ ორ ვიზიტს პოეტმა რამდენიმე ესსეისტური ტექსტი მოაყოლა\, რომელთაგან ხუთი გამოქვეყნდა. ყველა მათგანი ეწინააღმდეგება და განაქიქებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) როგორც პოლიტიკურ\, ისე კულტურულ ორიენტაციას\, რასაც 1923 წელს აგრესიულად გამოეხმაურა ტიციან ტაბიძე\, თუმცა მკვლევრები (მათ შორის – ქართველნიც)\, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა\, ყოველთვის თავს არიდებდნენ მანდელშტამისეული საეჭვო პასაჟების დეტალურ ანალიზსა და ყბადაღებულ პოლიტკორექტულობას ინარჩუნებდნენ. \nკვლევამ წარმოაჩინა\, რომ ნარკვევის – \,\,ზოგი რამ ქართულ ხელოვნებაზე“ – არათუ ზოგადი პათოსია ველიკოდერჟავული\, ანტიევროპული და პროსაბჭოური სულისკვეთებით დანაღმული\, არამედ კონკრეტული ტოპოსებიც. \n  \nდრო: 17 ივნისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-osip-mandelshtami-qarthul-kulturaze-akhali-hermenevtika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52632.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190618T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190618T190000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190610T103845Z
LAST-MODIFIED:20240201T120949Z
UID:10001185-1560884400-1560884400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აუტიზმი და ბავშვთა უფლებები – რა უნდა ვიცოდეთ?
DESCRIPTION:18 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ დისკუსიაზე „აუტიზმი და ბავშვთა უფლებები – რა უნდა ვიცოდეთ?“ \nმომხსენებლები: ანა არგანაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღმასრულებელი დირექტორი; \nთეონა ხუნაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nია იაშვილი – ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის პროგრამის დამხმარე სპეციალისტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.  \nაუტიზმით ან აუტიზმის სპექტრის დარღვევით დიაგნოსტირებულ ბავშვთა და მოზრდთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. დისკუსიის მიზანია\, ვისაუბროთ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა უფლებებზე საქართველოში\, სერვისებზე\, რომელთაც მათ სახელმწიფო აწვდის და იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე\, რომლებიც სერვისებზე ხელმისაწვდომობას ართულებს. \nდისკუსიის მსვლელობისას ასევე მიმოვიხილავთ ილიაუნის ადამინის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გამოცდილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმით დიაგნოსტირებული ბავშვებისთვის შეთავაზებულ სერვისებსა და გამოცდილებაზე. \n  \nდრო: 18 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/autizmi-da-bavshvtha-uphlebebi-ra-unda-vitsodeth/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52565.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190619T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190619T120000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190618T080041Z
LAST-MODIFIED:20240201T120946Z
UID:10001184-1560945600-1560945600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:CENN – საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“
DESCRIPTION:19 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში შეხვედრას გამართავს გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაცია CENN. შეხვედრაზე განიხილება საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“\, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ ბიზნესის სკოლის საბაკალავრო (III  და IVკურსი) და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. \nCENN შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს: \n\n\nექსპერტებისა და მენტორების დახმარებით შეიმუშავონ ბიზნესგეგმა მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისათვის; \n\n\nდაესწრონ 4-დღიან ტრენინგს მწვანე ეკონომიკის შესახებ ბულაჩაურის მწვანე ცენტრში; \n\n\nადგილზე შეისწავლონ ბიზნესგეგმის კონცეფცია და მიიღონ სრული დაფინანსება კვლევისათვის; \n\n\nმაღალი დონის შეხვედრაზე წარადგინონ საკუთარი იდეა და მოიპოვონ საუკეთესოს სტატუსი; \n\n\nგაიცნონ და ითანამშრომლონ სახელმწიფო და საერთაშორისო განვითარების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; \n\n\nმწვანე ეკონომიკის სკოლის მიზნები:\n\n\nდამწყები სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება პრაქტიკული სწავლებისა და სტაჟირების საშუალებით; \n\n\nსაგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებისა და მათი მონაწილე პირების (სტუდენტები\, პროფესორ–მასწავლებლები) დაკავშირება მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან; \n\n\nბიზნესისა და კერძო ბენეფიციარების მხარდაჭერა კვალიფიციური კადრების მოძიებაში\, მათ შორის\, სამუშაო ურთიერთობების დასამყარებლად; \n\n\nტყის მერქნული\, არამერქნული და ტურისტული რესურსების გამოყენების საოჯახო\, კერძო\, სათემო\, მუნიციპალური\, რეგიონული ან ეროვნული მოდელების შექმნა და პილოტირება მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების შემდეგი სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად: \n\n\n\n\nსოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია მდგრადი არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების განვითარების საშუალებით; \n\n\nტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების განვითარება; \n\n\nსოციალური პირობებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება; \n\n\nწყლის\, ტყისა და სხვა რესურსების მართვის გაუმჯობესება. \n\n\nინიციატივა ხორციელდება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. \nმონაწილეობა\nკონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმაარა უგვიანეს 1-ლი ივლისისა. \nშეხვედრის დრო:  19 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/cenn-saganmanathleblo-stazhirebis-programa-mtsvane-ekonomikis-skola/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52736.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190619T171300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190619T171300
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190619T131356Z
LAST-MODIFIED:20240201T120944Z
UID:10001182-1560964380-1560964380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტენსიური ბუთქემფი \,\,იფიქრე\, როგორც მეწარმემ“
DESCRIPTION:ინტენსიური ბუთქემფი \,\,იფიქრე\, როგორც მეწარმემ“ \nმოკლე აღწერა \nპროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით. სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის\, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. \nდრო: \n16 ივლისი\, 09:30-20:00 \nსამიზნე აუდიტორია: \nსტუდენტები\, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით. \nამოცანები: \n\n\nშემოქმედებით ინდუსტრიებში სატარტაპების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება-განვითარება; \n\n\nშემოქმედებით ინდუსტრიებში ბიზნესის დასაწყებად სტუდენტებისთვის საჭირო უნარების განვითარება; \n\n\nპროგრამის \,\,შემოქმედებითი ნაპერწკალი” შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეწარმეობის პოპულარიზაცია. \n\n\nბუთქემფს უხელმძღვანელებს პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი\, ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://forms.gle/Rct82rkJaWi2dKfE6 \nრეგისტრაციის ვადა: 14 ივლისი\, 23:59 \nხელმძღვანელების შესახებ \nპროფესორი გურპრიტ ჯაგპალი\, \nოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი \n(ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი): უმაღლესი განათლების მართვა\, MBA (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი)\, MSc (მეცნიერების მაგისტრი): უძრავი ქონების მართვა\, BA (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი; წარჩინებით)\, MBTI-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი; ILM-ის სერტიფიკატი \nგურპრიტი ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია. ოლდრიჯის ინსტიტუტს მოწინავე ადგილი უკავია სამეწარმეო განათლებაში. ის მუდმივად ცდილობს ახალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერას ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. \nუფრო ადრე გურპრიტი London South Bank University-ის კვლევის\, მეწარმეობისა და ინოვაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ასევე იყო South Bank University EnterprisesLtd-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი\, რომელშიც მის მთავარ მოვალეობას London South Bank University-ის კვლევისა და მეწარმეობის სფეროში სტრატეგიული და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა წარმოადგენდა. \nგურპრიტმა\, როგორც ინსპირაციულმა\, გარდაქმნის სულისკვეთებით აღსავსე და სტრატეგიული ხედვის მქონე დირექტორმა\, რომელსაც განათლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული\, წარმატებით დააფუძნა და განავითარა არაერთი საწარმოსა და კომპანიის მხარდაჭერის ცენტრები და ხელი შეუწყო მათ დაკავშირებას ადგილობრივ წარმოებასთან. \nმის პროფესიულ სფეროებს განეკუთვნება: კვლევების მხარდაჭერა; ცოდნის გადაცემა; სამეწარმეო უნარები; მეწარმეობა; ინოვაცია; პერსონალურ განვითარებასთან დაკავშირებით კონსულტირება; მართვის სფეროში კონსულტირება; მენტორინგი; პროექტის მართვა; კომერციული ქონება და ბიზნესის განვითარება. \nგურპრიტი ასევე მართავს უძრავი ქონების საკუთარ კომპანიას\, რომელიც ქონების ყიდვითა და გაქირავებით\, ასევე რეკონსტრუქციის პროექტების მართვით არის დაკავებული. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/intensiuri-buthqemphi-iphiqre-rogorts-metsarmem/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52766.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190620T113700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190620T113700
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190620T073700Z
LAST-MODIFIED:20240201T120941Z
UID:10001179-1561030620-1561030620@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოკლე სადოქტორო კურსი „სტატისტიკა და მონაცემების ანალიზი“ – 9-10 ივლისი
DESCRIPTION:მოკლე სადოქტორო კურსი „სტატისტიკა და მონაცემების ანალიზი“ – 9-10 ივლისი \nაღწერა: \nკურსის მიზანია მონაცემთა მეცნიერების სხვადასხვა ასპექტთან გაცნობა\, დაწყებული მონაცემთა ვიზუალიზაციიდან და კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მეთოდებიდან (ერთგანზომილებიანი ანალიზი\, მრავალგანზომილებიანი მეთოდები) დამთავრებული მონაცემთა მოპოვებით და მათი მანქანებზე შესწავლით. სტუდენტები თითოეულ თემაზე გაეცნობიან ძირითად ცნებებს\, ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ანალიზის ჩატარების მაგალითები\, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია დამატებითი სასწავლო მასალების შესახებ. \nკურსი მოიცავს ოთხ ინდივიდუალურ ნაწილს\, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ არჩეულ ნაწილ(ებ)ზე რეგისტრაცია და მათზე დასწრება. \nმოკლე კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს (ა) ექნებათ ცოდნა აღნიშნული თემების ძირითად საფუძვლებში\, (ბ) შეძლებენ მარტივი ანალიზის დამოუკიდებლად განხორციელებასა და\, (გ)  სურვილის შემთხვევაში\, მიღებული ცოდნის გაღრმავებას დამატებითი მასალების მეშვეობით. \nშინაარსი: \n1) მონაცემთა ვიზუალიზაცია \n→ ივლისი 9\, 10:00 – 13:00\, H104 \nA კურსის შესავალი და მიზნები (15 წუთი) \nB ცხრილის მონაცემებთან მუშაობა: Excel და Comma Separate Values (CSV) ფაილები (15 წუთი) \nC პირველი მაგალითი: მონაცემთა წერტილოვანი გრაფიკი (scatter plots) (1 საათი და 30 წუთი) \n– ამოცანის გაცნობა: დიფერენციალური გამოსახულებები გენებში (ბიოლოგია) \n– ცხრილის მონაცემებიდან გრაფიკებამდე: როგორ მოვათავსოთ სხვადასხვა ინფორმაცია ერთ გრაფიკში \n– მონაცემთა წერტილოვანი გრაფიკების აგება \nD მეორე მაგალითი: სწორხაზოვანი გრაფიკები (30 minutes)  – ამოცანის გაცნობა: Apples გაყიდველი წლის განმავლობაში (ვაჭრობა) \n– სწორხაზოვანი გრაფიკების აგება \nE პროგრამული საშუალებები\, დამატებითი მასალა\, კითხვები (30 წუთი) \n2) ერთგანზომილებიანი ანალიზი \n→ ივლისი 9\, 14:00 – 17:00\, H104 \nA სტატისტიკური მნიშვნელობა (30 წუთი) \nB T-ტესტი: დაშვებები და მნიშვნელობები (30 წუთი) \nC მაგალითი: ერთჯერადი t-ტესტი (30 წუთი) \nD მრავალჯერადი t-ტესტი და p-მნიშვნელობის შესწორება (1 საათი) \n– წინა მაგალითის განზოგადება მრავალჯერადი ტესტებისთვის – მრავალჯერად ტესტირებასთან დაკავშირებული პრობლემა: ცრუ დადებითი შედეგები \n– ბონფერონის შესწორება \n– შეცდომის პოვნის სისწრაფე \nE პროგრამული საშუალებები\, დამატებითი მასალა\, კითხვები (30 წუთი) \n3) მრავალჯერადი ანალიზი \n→ ივლისი 10\, 10:00 – 13:00\, H104 \nA წრფივი რეგრესია\, ერთგანზომილებიანი (30 წუთი) \nB წრფივი რეგრესია\, მრავალგანზომილებიანი (30 წუთი) \nC მაგალითის ანალიზი (30 წუთი) \nD განზოგადება: განზოგადებული წრფივი მოდელი (1 საათი)  – ლოგისტიკის რეგრესია \nE პროგრამული საშუალებები\, დამატებითი მასალა\, კითხვები (30 წუთი) \n4) მონაცემთა მოპოვება და მანქანებზე შესწავლა \n→ ივლისი 10\, 14:00 – 17:00\, H104 \nA შესავალი: სტატისტიკიდან მანქანებზე შესწავლამდე და ხელოვნური ინტელექტი (30 წუთი) \nB მანქანებზე შესწავლის მეთოდის პირველი მაგალითი: გადაწყვეტილების ხეები (45 წუთი) \nC მანქანებზე შესწავლის მეთოდის მეორე მაგალითი: ნეიტრალური ქსელები (45 წუთი) \nD პრაქტიკული მაგალითი: Iris და ციფრულ მონაცემთა კრებული \nE პროგრამული საშუალებები\, დამატებითი მასალა\, კითხვები (30 წუთი) \nლექტორები: პროფ. ვინჩენცო ლაგანი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი\, ბიოინფორმატიკის მიმართულება)\, პროფ. ერეკლე მაღრაძე (ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი\, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულება) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nთარიღები და დროები: \nნაწილი 1 – 9 ივლისი\, 10:00-დან 13:00 საათამდე ნაწილი 2 – 9 ივლისი\, 14:00-დან 17:00 საათამდე ნაწილი 3 – 10 ივლისი\, 10:00-დან 13:00 საათამდე ნაწილი 4 –10 ივლისი\, 14:00-დან 17:00 საათამდე \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, H კორპუსი\, აუდიტორია H104 \nრეგისტრაცია: კურსის თითოეული ნაწილის მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობაა 18. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 5 ივლისი 2019\, 18:00. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით: https://forms.gle/ucbovssJHprCznKp6 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mokle-sadoqtoro-kursi-statistika-da-monatsemebis-analizi-9-10-ivlisi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52629.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190620T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190620T183000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190612T093001Z
LAST-MODIFIED:20240201T120940Z
UID:10001177-1561055400-1561055400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „წარსულის მედიაცია: ისტორიული დიალოგი\, სამართლიანობა და შერიგება“
DESCRIPTION:20 ივნისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ქოლგეითის უნივერსიტეტის პროფ. ალექსანდრ კარნის საჯარო ლექცია თემაზე:„წარსულის მედიაცია: ისტორიული დიალოგი\, სამართლიანობა და შერიგება“. \nმომხსენებლის შესახებ \nალექსანდრ კარნი\, ქოლგეითის უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული პროფესორი\, ავტორია წიგნისა „წარსულის მედიაცია: ევროპის ჰოლოკოსტის კომისიები და ისტორიაზე უფლება“ (ვისკონსინის უნივერსიტეტი\, 2009) და თანარედაქტორი (ელაზარ ბარკანთან ერთად) წიგნისა „შეცდომების სერიოზულად მიღება: ბოდიშის მოხდა და შერიგება“ (სტენფორდის უნივერსიტეტი\, 2006). მისი სადოქტორო დისერტაცია შეისწავლის საკუთრების დაბრუნებასა და ნაციონალურ იდენტობას პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთ ევროპაში;მისი კვლევითი ინტერესებია: ისტორიის პოლიტიკა\, ისტორიული კომისიები და ისტორიული შერიგება. \nღონისძიების მოდერატორია პროფესორი კარმენ შაიდე\, ბერნის უნივერსიტეტი (შვეიცარია). \nსაჯარო ლექციას მართავს ბერნის უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროექტის „წარსულის გახსენება ამჟამინდელ კონფლიქტებში: სამოქალაქო საზოგადოება და სადავო ისტორია (1991-2017)“ ფარგლებში.პროექტს აფინანსებს შვეიცარიის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდი. \nლექციის შემდეგ გაიმართება მიღება. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 ივნისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-tsarsulis-mediatsia-istoriuli-dialogi-samarthlianoba-da-sherigeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52637.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190620T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190620T190000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190219T103607Z
LAST-MODIFIED:20240201T120825Z
UID:10001156-1561057200-1561057200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „მინდა პერპეტუმობილე გამოვიგონო“
DESCRIPTION:20 ივნისს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „მინდა პერპეტუმობილე გამოვიგონო“. \nთემის მოკლე აღწერა\n\nმოხსენება შეეხება საბუნებისმეტყველო განათლებას საქართველოში\, ახალ გამოწვევებს. მომხსნებელი ისაუბრებს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების განათლების შესახებ. განხილული იქნება შემდეგი საკითხები:\nროგორ უნდა ვასწავლოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში\, რათა ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია\, ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში და მივცეთ ზოგადი განათლება ამ მიმართულებით. განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები.\nრა როლი აქვს უნივერსიტეტს მასწავლებელთა მომზადებასა და მათ პროფესიულ განვითარებაში. \nმომხსენებლის შესახებ \nმარიკა კაპანაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით\, სწავლა განაგრძო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცილის ინსტიტუტის (პუშჩინო) ასპირანტურაში და დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ადამიანის პანკრეასის პოლიპეპტიდის მუტანტების სტაბილურობის შესწავლა“; 2004 წლიდან აქტიურად მუშაობს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით. 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად კოორდინირებას უწევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განათლების პროექტების დანერგვას საქართველოში. გაცვლითი პროექტების ფარგლებში კითხულობდა ლექციებს ევროპის უნივერსიტეტებში\, მათ შორის – ბრემენის (გერმანია)\, ლიმერიკის (ირლანდია)\, ლინეუსისა (შვედეთი) და კლაგენფურტის (ავსტრია) უნივერსიტეტებში. რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის რედკოლეგიის წევრია\, თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის ბევრ უნივერსიტეტთან\, აწარმოებს ერთობლივ კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით. \nდრო: 20 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-minda-perpetumobile-gamovigono/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50516.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190620T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190620T190000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190619T114949Z
LAST-MODIFIED:20240201T120821Z
UID:10001154-1561057200-1561057200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის 2018 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
DESCRIPTION:ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. \nწელს პრემია უცხოური რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის გაიცემოდა. ჟიურის უნდა აერჩია 2014-2018 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი. წლევანდელი კონკურსი გამორჩეული იყო შესაფასებელი თარგმანების რაოდენობითა და ხარისხით. განსახილველად სულ ასამდე უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი შემოვიდა. \nგამარჯვებული გახდა ლანა კალანდია\, ესპანურიდან მარიო ვარგას ლიოსას ორი რომანის – „ქალაქი და ძაღლები“ და „ვაცის ნადიმი“ – თარგმნისათვის. რომანები გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. \nმარიო ვარგას ლიოსას სახელის ხელახალი პოპულარიზაცია ქართველ მკითხველთა შორის სწორედ ამ მთარგმნელს უკავშირდება. ლანა კალანდიამ ასევე თარგმნა მისი „ცუდი გოგოს ოინები“. ყველა ეს თარგმანი გამოირჩევა ორიგინალის ერთგულებით\, ქართული ლექსიკისა და იდიომების ფლობით\, უცხო რეალიების ქართველ მკითხველამდე მიტანის უნარით. \nმსოფლიოში ცნობილი პერუელი მწერალი\, ნობელის პრემიის ლაურეატი\, მარიო ვარგას ლიოსა (დაბ. 1936 წ.) იმ დიდი თაობის წარმომადგენელია\, რომელსაც 1960-იანი წლებიდან უკავშირდება ლათინური ამერიკის მწერლობის ბუმი. ამ ეტაპის დაწყების მაცნე მნიშვნელოვანწილად იყო ლიოსას პირველი რომანი „ქალაქი და ძაღლები“ (1963)\, რომელშიც დიდი ოსტატობითაა აღწერილი ავტორიტარული ინსტიტუციის ბუნება და ფუნქციონირების ფორმები. „ვაცის ნადიმი“ კი 2000 წელს გამოიცა და „დიქტატორის რომანის“ ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოებად ითვლება. რომანში სიღრმისეულად არის ნაჩვენები ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკური რეჟიმის ანატომია. ლიოსას რომანების სამოქალაქო პოზიცია და ანტიავტორიტარული სულისკვეთება ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დიდი მწერალი საქართველოს 2019 წლის სექტემბერში ეწვევა და სტუდენტებთან შეხვედრაზე მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ელიან. \nწლევანდელი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება კი ილიაუნიში ხვალ\, 20 ივნისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება. \n  \nდრო: 20 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-2018-tslis-literaturuli-konkursis-gamarjvebuli-gamovlinda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52760.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190620T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190620T200000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190619T064329Z
LAST-MODIFIED:20240201T120819Z
UID:10001153-1561060800-1561060800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნიკოლას ვინდინ რეფნის ფილმის „დრაივი“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:20 ივნისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ დანიელი რეჟისორის\, ნიკოლას ვინდინ რეფნის ფილმს „დრაივი“. \nმისტიკური ჰოლივუდის კასკადიორი სახიფათო როლების შესრულებითა და ღამღამობით ტაქსის მძღოლად მუშაობით ირჩენს თავს. ერთხელაც მეზობლის დახმარებას გადაწყვეტს\, რითაც თავს საფრთხეში ჩაიგდებს. \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nრეჟისორი: ნიკოლას ვინდინ რეფნი\nწელი 2011\nხანგრძლივობა: 1 საათი\, 40 წუთი\nგახმოვანება: ორიგინალი\, ინგლისური სუბტიტრებით \nდრო: 20 ივნისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nikolas-vindin-rephnis-philmis-draivi-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52744.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190621T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190621T160000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190619T133753Z
LAST-MODIFIED:20240201T120816Z
UID:10001151-1561132800-1561132800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიგა ზედანიას საჯარო ლექცია „თვითდახმარების მითი და თვითშემეცნების სიმართლე“
DESCRIPTION:21 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის\, პროფ. გიგა ზედანიას საჯარო ლექციაზე: „თვითდახმარების მითი და თვითშემეცნების სიმართლე“. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 21 ივნისს\, 12:00 საათამდე\, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/Rrn9UNaD99rw2xmU6 \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 15:50 საათი \nდრო: 21 ივნისს\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giga-zedanias-sajaro-leqtsia-thvithdakhmarebis-mithi-da-thvithshemetsnebis-simarthle/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52770.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190621T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190621T180000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190614T125308Z
LAST-MODIFIED:20240201T120813Z
UID:10001150-1561140000-1561140000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„შავი სარკის“ ერთი სერიის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:21 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკასთან თანამშრომლობით ილიაუნის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გახმაურებული სერიალის „შავი სარკე“ ერთ-ერთი ეპიზოდის – „მთელი შენი ამბავი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. \nილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებელი – გიორგი მელაძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, საკონსტიტუციო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი \nმოდერატორი – მარიამ გაბრიჩიძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი \n„შავი სარკე“\, გახმაურებული ბრიტანეული სერიალი\, გვიყვება\, როგორ შეცვალა ახალმა ტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება. თითოეულ სერიაში ადამიანების კომპიუტერებზე\, სმარტფონებსა თუ ტაბლეტებზე მიჯაჭვულობის ამბავია მოთხრობილი. \nსწორედ ტექნოლოგიებია თანამედროვე ადამიანის შავი სარკე\, რომელიც მთელს ჩვენს ცხოვრებას ირეკლავს და იმახსოვრებს. \nსერიას „მთელი შენი ამბავი“ ალტერნატიულ რეალობაში გადავყავართ\, რომელშიც ადამიანები სპეციალური მოწყობილობის დახმარებით თითოეულ მოქმედებას იწერენ და შეუძლიათ საკუთარი წარსული „გადაახვიონ”. \nრა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ამას?.. \nდრო: 21 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shavi-sarkis-erthi-seriis-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52728.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190621T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190621T183000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190612T123913Z
LAST-MODIFIED:20240201T120810Z
UID:10001147-1561141800-1561141800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „მეხსიერება\, მშვიდობა და კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში“
DESCRIPTION:21 ივნისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „მეხსიერება\, მშვიდობა და კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში“. \nდისკუსიას მართავს ბერნის უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროექტის „წარსულის გახსენება ამჟამინდელ კონფლიქტებში: სამოქალაქო საზოგადოება და სადავო ისტორია (1991-2017)“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს შვეიცარიის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდი. \nპანელის მომხსენებლები: \nკარმენ შაიდე (Carmen Scheide)\, ბერნის უნივერსიტეტი\, შვეიცარია; \nუილეამ ბლეკერი (Uilleam Blacker)\, University College UCL\, გაერთიანებული სამეფო; \nნატალია მირიმანოვა (Natalia Mirimanova)\, დამოუკიდებელი მკვლევარი\, ბელგია. \nდისკუსიის მოდერატორია პროფ. ოლივერ რაისნერი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველო. \nღონისძიების შემდეგ გაიმართება მიღება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 ივნისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-mekhsiereba-mshvidoba-da-konphliqti-postsabtchotha-sivrtseshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52669.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190621T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190621T190000
DTSTAMP:20260503T205505
CREATED:20190605T120128Z
LAST-MODIFIED:20240201T120809Z
UID:10001146-1561143600-1561143600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „პრივატულობა\, პოლიტიკური აგენტობა და თვით-ის კონსტრუქციები დისიდენტთა ტექსტებში“
DESCRIPTION:25 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. მირია ლეკეს (ბოხუმი\, გერმანია) საჯარო ლექცია: „პრივატულობა\, პოლიტიკური აგენტობა და თვით-ის კონსტრუქციები დისიდენტთა ტექსტებში (სოლჟენიცინი\, ვატი\, ბირმანი)“. \nმომხსენებელი განიხილავს იმ ლიტერატურულ ხერხებს\, რომელთაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა სოციალისტური ქვეყნის დისიდენტები მიმართავდნენ თავიანთი თვით-ის კონსტრუირებისათვის\, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის პრაქტიკების გათვალისწინებით. \nმომხსენებლის შესახებ \nბოხუმის რურის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მირია ლეკე 2019 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის მხარდაჭერით სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის სტუმარია (სამეცნიერო მასპინძელი: ლუკა ნახუცრიშვილი). სლავისტი მირია ლეკე უმთავრესად იკვლევს პოლონურ და რუსულ ლიტერატურას. თბილისში მუშაობს პროექტზე\, რომელიც იკვლევს\, თუ როგორ განვითარდა და გაეყარა ერთმანეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვადასხვა საბჭოთა ეროვნული ლიტერატურა. ლეკეს ერთ-ერთი საკვანძო საკვლევი შეკითხვაა\, რა გავლენას ახდენს მოძმე ხალხთა მრავალენოვან ლიტერატურად მოაზრებული საბჭოთა ლიტერატურის გაგება და პრაქტიკა ახალი\, პოსტსაბჭოთა ლიტერატურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაზე. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ი. ჭავჭავაძის  გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-privatuloba-politikuri-agentoba-da-thvith-is-konstruqtsiebi-disidenttha-teqstebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/53011.png
END:VEVENT
END:VCALENDAR