BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190520T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190520T140000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190516T121756Z
LAST-MODIFIED:20240201T121450Z
UID:10001275-1558360800-1558360800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ბანკის დასაქმების ფორუმი ილიაუნიში
DESCRIPTION:20 მაისს\, ორშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში საქართველოს ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. \nსაქართველოს ბანკის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ დასაქმებას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე\, წარმოადგენენ პრეზენტაციას ბანკისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ\, შეხვედრის ბოლოს კი სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს გაესაუბრებიან  შერჩევის მიზნით. \nვაკანსია საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა \n  \nდრო: 20 მაისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე\, -1 სართული\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-bankis-dasaqmebis-phorumi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52048.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190520T162000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190520T162000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190520T122027Z
LAST-MODIFIED:20240201T121448Z
UID:10001272-1558369200-1558369200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფილოსოფიური არქივის“ პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
DESCRIPTION:15 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ახალი გამოცემის – „ფილოსოფიური არქივი\, I ტომი – თამაზ ბუაჩიძე“ – წარდგენა. აღსანიშნავია\, რომ ფილოსოფიის ინსტიტუტის საარქივო მასალა\, რომელიც შესულია გამოცემის პირველ ტომში\, დაცულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. პრეზენტაციაზე გამოცემისა და მისი ავტორის შესახებ ისაუბრეს რედაქტორებმა – პროფესორმა\, დოქტორმა თამარ ცოფურაშვილმა და დოქტორმა მერი ცუცქირიძემ\, ასევე თამაზ ბუაჩიძის მოწაფეებმა. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-arqivis-prezentatsia-saqarthvelos-metsnierebatha-erovnul-akademiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52119.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190520T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190520T180000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190514T132729Z
LAST-MODIFIED:20240201T121753Z
UID:10001334-1558375200-1558375200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორია და „მითების დეტექტორი“ კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ
DESCRIPTION:20 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავენ დისკუსიას თემაზე „გაზომე სიმართლე!“. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, გაეცნონ ატლატიკური საბჭოს DFR ლაბორატორიისა და მედიის განვითარების ფონდის გამოცდილებას კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმსჯელონ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებზე. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მკვლევრები – ლუკას ანდრიუკაიტისი\, ეთო ბუზიაშვილი და მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი. დისკუსიას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე გაუძღვება. \nღონისძიება ეწყობა პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის“ ფარგლებში. მას მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს. \n  \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 20 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/atlantikuri-sabtchos-dfr-laboratoria-da-mithebis-deteqtori-kremlis-propagandis-tsinaaghmdeg/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52010.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190520T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190520T180000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190514T140900Z
LAST-MODIFIED:20240201T121752Z
UID:10001332-1558375200-1558375200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კომუნიკაციის დამხმარე საშუალების Tobbii Eye Tracker device -ის პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 მაისს\, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება კომუნიკაციის დამხმარე საშუალების\, Tobbii Eye Tracker device-ის\, პრეზენტაცია\, რომელსაც გაუძღვება პროფესიონალი ტექნიკური სპეციალისტი დუბაიდან კამილე მატა (Camille Matta). \nმოწყობილობა Tobbii Eye Tracker წარმოადგენს მაღალი ფუნქციების დამხმარე საშუალებას მეტყველების შეფერხების მქონე პირებისთვის ნებისმიერ ასაკში (ბავშვები და მოზარდები ცერებრული დამბლით\, არავერბალი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები\, ინსულტგადატანილი და განვითარების სხვა სახის შეფერხების მქონე ადამიანები\, რომელთაც უჭირთ ენის გამოყენება კომუნიკაციისთვის). Tobbii მოწყობილობა გამოყენების დასწავლის შემდეგ ადამიანებს აძლევს თავიანთი საჭიროებების წერილობითი გადმოცემის შესაძლებლობას\, რომელსაც ამ მოწყობილობის დახმარებით თვალით ქმნიან კომპიუტერში\, პლანშეტსა თუ ლეპტოპში. \nვორკშოპი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე ორგანიზაციებისა და ოჯახებისათვის. \nდრო: 20 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/komunikatsiis-damkhmare-sashualebis-tobbii-eye-tracker-device-is-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52011.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190521T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190521T170000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190507T115836Z
LAST-MODIFIED:20240201T121749Z
UID:10001330-1558458000-1558458000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იაპონელი ქართველოლოგის\, ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:21 მაისს\, 17.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება იაპონელი მეცნიერის\, ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია. \nმომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს იაპონიისა და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი ეპოქის შედარებასა და მსგავსება-განსხვავებების წარმოჩენაზე; საუბარი შეეხება ზოგიერთი ქართველი და იაპონელი ისტორიული პირის მოღვაწეობის საკვანძო საკითხებს. \nმომხსენებლის შესახებ \nტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა არის ქართველოლოგი\, ისტორიკოსი. იგი დიდი ხანია თანამშრომლობს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტსა და საქართველოს სხვა სამეცნიერო ცენტრებთან. მეცნიერი იკვლევს საქართველო-ირანის ურთიერთობებს\, უპირველესად კი ქართველების მოღვაწეობას ირანში XVI-XVII საუკუნეებში. პროფესორი მაედა კარგად ფლობს ქართულს. არაერთხელ მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებებში\, წაკითხული აქვს მოხსენებები საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ჰიროტაკე მაედა არაერთი პუბლიკაციის ავტორია\, რომლებიც გამოცემულია სხვადასხვა ენაზე\, მათ შორის აღსანიშნავია 2008 წელს ქართულად გამოცემული წიგნი „ქართველები სეფიანთა ირანში.“ \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 17.00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponeli-qarthvelologis-hirotake-maedas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51867.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190521T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190521T170000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190514T100749Z
LAST-MODIFIED:20240201T121600Z
UID:10001308-1558458000-1558458000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „წმინდა გიორგის ხატება რიტუალსა და ზეპირსიტყვიერ ტექსტებში“
DESCRIPTION:21 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორი ნინო აბაკელია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „წმინდა გიორგის ხატება რიტუალსა და ზეპირსიტყვიერ ტექსტებში“. \nთემის მოკლე აღწერა \nმოხსენება ეხება წმინდა გიორგის თაყვანისცემის ერთ-ერთ (მაგრამ არა ერთადერთ) ფორმას საქართველოში\, რომელიც დასტურდება სამხრეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. \nქრისტიანული\, და არა მარტო ქრისტიანული\, სამყაროს ყველაზე ცნობილი წმინდანის\, წმ. გიორგის სახის კვლევა შესაძლებლობას იძლეოდა\, მის მრავალვალენტურ სახეში დანახული და პირველ პლანზე წამოწეული ყოფილიყო მისი ესა თუ ის ასპექტი\, რაც სხვადასხვა დისციპლინის მკვლევრებს საშუალებას აძლევდათ\, განევითარებინათ  განსხვავებული თეორიები მის შესახებ. შესაბამისად\, კვლევის რაკურსიდან გამომდინარე\, ის სხვადასხვა დროს ასოცირდებოდა პერსევსთან\, ჰორუსთან\, თამუზთან ანუ\, მოკვდავ და აღდგენად ღვთაებასთან\, მთავრესთან\, მითრასა და სხვა სახეებთან. მის კულტში ზოგი კვლევით გამოვლინდა პრევალირებული სოლარული ელემენტები და სპეციალური ყურადღება მიექცა მის ახალ თეოფანიას ქართველთა მსოფლმხედველობაში. დროთა განმავლობაში შესაძლებელი კავშირების ან\, უკეთ\, შესაძლო იდენტობების ნუსხა სწრაფად გაიზარდა. \nმოხსენება განიხილავს წმ. გიორგის რამდენიმე ეპითეტს\, რომლებიც ფიქსირდება სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ ცხოვრებასა და აღმოსავლეთ საქართველოს რიტუალურ ზეპირსიტყვიერ ტექსტებში\, რაც შუქს ჰფენს წმ. გიორგის  თაყვანისცემის კიდევ ერთ ფორმას საქართველოში. \nმოხსენებაში ნაჩვენები იქნება შედარებითი მეთოდით გამოვლენილი წმ. გიორგი ხიდრის (ცხოელის) თაყვანისცემის ფორმა\, რაც უფრო მიანიშნებს აღნიშნული ეპითეტების კონცეპტუალურობაზე\, ვიდრე პოეტურ იმაგინაციაზე\, რომელიც მსჭვალავს მთიელთა ყოველდღიურ ცხოვრებას და ასახულია როგორც ენაში\, ასევე რიტუალშიც. \nეთნოგრაფიული მასალა ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა\, რომ ძირი აღნიშნული კულტისა მოიძებნოს აბრაამისეული რელიგიების კონტექსტში. \n  \nდრო: 21 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-tsminda-giorgis-khateba-ritualsa-da-zepirsitqhvier-teqstebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52001.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190521T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190521T170000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190520T141542Z
LAST-MODIFIED:20240201T121554Z
UID:10001305-1558458000-1558458000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორის\, ჰარი დე კონინგის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:21 მაისს\, 17.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰარი დე კონინგი გამართავს ლექციას თემაზე: „ტრიპანოსომასა და სქისოსტომას წინააღმდეგ ახალი წამლების სამიზნეები – ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/glazgos-universitetis-prophesoris-hari-de-koningis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52128.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190521T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190521T190000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190514T060352Z
LAST-MODIFIED:20241122T110925Z
UID:10001303-1558465200-1558465200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „მიქელანჯელოს მნიშვნელობა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში და ალესანდრო ალორის დავიწყებული სურათი“
DESCRIPTION:21 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში  გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ნინო ნანობაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „მიქელანჯელოს მნიშვნელობა ფლორენციის ხელოვანთა აკადემიაში და ალესანდრო ალორის დავიწყებული სურათი“. \nნინო ნანობაშვილი არის მიუნხენის გრაფიკების კაბინეტის ასისტენტ-კურატორი; PhD: მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი. \nთემის მოკლე აღწერა \n1563 წელს ფლორენციის ხელოვანთა აკადემიის (“Accademia del Disegno”) დაარსება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა\, როგორც მასში გაწევრიანებულ ხელოვანთათვის\, ასევე ხელოვნების მოყვარულთათვის\, განსაკუთრებით კი მედიჩების საგვარეულოს წარმომადგენლებისათვის. აკადემიის დაარსებისთანავე მისმა წევრებმა დაიწყეს აკადემიის ინტელექტუალური პროგრამის ჩამოყალიბება და ზრუნვა ამ პროგრამის საზოგადოებისათვის წარსადგენად. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მედიჩების ოჯახის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას. \nფლორენციის აკადემია ერთმანეთისგან განსხვავებულად მოაზროვნე წევრებისგან შედგებოდა\, რაც წლების განმავლობაში მათ შორის არაერთი დაპირისპირებისა და უკმაყოფილების მიზეზი გახდა. აკადემიის ხელმძღვანელი\, მედიჩების ოჯახთან დაახლოებული\, ჯორჯო ვაზარი\, არ იყო მიუკერძოებელი თავისი შეხედულებებით. მის ტექსტებსა და ბიოგრაფიებში ხშირად შეიმჩნევა ვაზარის მიერ შეცვლილი ან დაფარული ფაქტები. \nმომხსენებელი შეეხება ალესანდრო ალორის (1535-1607)\, ანიოლო ბრონძინოს (1503-1572) მოწაფისა და მემკვიდრის\, ნახატს „ქრისტე წმინდა კოზმას და დამიანეს შორის\,“ რომელიც ამჟამად ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში ინახება. სურათი მრავალ ისეთ პროგრამულ თემას შეიცავს\, რომლებიც ფლორენციის აკადემიის დაარსების პერიოდში იყო აქტუალური\, თუმცა აკადემიის ოფიციალურ ნაწერებში არ მოიხსენიება.  განხილული იქნება\, როგორც ალესანდრო ალორის როლი ფლორენციის კულტურულ ცხოვრებასა და ხელოვანთა წრეებში\, ასევე მიქელანჯელოს მემკვიდრეობის მნიშვნელობა ფლორენციისთვის. აუდიტორია გაეცნობა წლების განმავლობაში დავიწყებული ალორის სურათის „ქრისტე წმინდა კოზმას და დამიანეს შორის” შემდგომ ისტორიას. \n  \nდრო: 21 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-miqelanjelos-mnishvneloba-phlorentsiis-khelovantha-akademiashi-da-alesandro-aloris-davitsqhebuli-surathi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51982.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190521T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190521T190000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190520T122636Z
LAST-MODIFIED:20240201T121544Z
UID:10001299-1558465200-1558465200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: საჯარო ლექცია „განმანათლებლობის იმპულსები ქართულ ლიტერატურაში“
DESCRIPTION:21 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „განმანათლებლობის იმპულსები ქართულ ლიტერატურაში“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: სოლომონ დოდაშვილი და ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგი\, ქართული ლიტერატურა ილია ჭავჭავაძესა და მიხეილ ჯავახიშვილს შორის\, „ბულბულს ორკესტრი მირჩევნია სიმფონიური“ – კონსტანტინე გამსახურდია და გალაკტიონ ტაბიძე მეოცე საუკუნის ქართულ პოეტურ მეტყველებასა და მხატვრული აზროვნებაში ევროპული რეფორმისათვის. \nდრო: 21 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-sajaro-leqtsia-ganmanathleblobis-impulsebi-qarthul-literaturashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52121.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190522T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190522T170000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190521T090653Z
LAST-MODIFIED:20240201T121542Z
UID:10001297-1558544400-1558544400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - სტუდენტური კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“
DESCRIPTION:22 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტური კონფერენციის „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“ შესახებ. \nშეხვედრაზე დაინტერესებული სტუდენტები კონფერენციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. \nდეტალური ინფორმაცია სტუდენტური კონფერენციის „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“ შესახებ იხ. ბმულზე: http://bit.ly/2Jz9x0e \nდრო: 22 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-studenturi-konpherentsia-mdgradi-ganvitharebis-miznebi-da-erthi-sartqheli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52148.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190522T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190522T180000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190520T060300Z
LAST-MODIFIED:20240201T121540Z
UID:10001295-1558548000-1558548000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დანიური კინოს საღამო
DESCRIPTION:22 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D502 აუდიტორიაში გაიმართება დანიური კინოს საღამო. ნაჩვენები იქნება ფილმი „სამეფო რომანი“ (2012)\, რომელიც ეხება დანიის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პერიოდს. სამეფო რომანის ისტორიასთან ერთად ფილმში ვეცნობით განმანათლებლობის\, იდეალიზმის\, ძველი და ახალი დროის იდეების დაპირისპირების ისტორიას. ფილმს მიღებული აქვს ორი ვერცხლის დათვი ბერლინის 62-ე კინოფესტივალზე. \nფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია\, რომელსაც გაუძღვება კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოცენტი კენეთ რაინეკე ჰანსენი. \nსურათი ნაჩვენები იქნება ქართულ ენაზე. \nდისკუსიის სამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: D502 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/daniuri-kinos-saghamo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52108.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190522T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190522T190000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190514T080433Z
LAST-MODIFIED:20240201T121536Z
UID:10001294-1558551600-1558551600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ენის თეორიები შუა საუკუნეებში და მათი გავლენა თანამედროვე ენათმეცნიერებაზე“
DESCRIPTION:22 მაისს\, ორშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (Gesellschaft für deutsche Sprache) ადგილობრივი განყოფილება გიწვევთ პროფესორ თამარ ცოფურაშვილის საჯარო მოხსენებაზე „ენის თეორიები შუა საუკუნეებში და მათი გავლენა თანამედროვე ენათმეცნიერებაზე“ („Die mittelalterlichen Sprachtheorien und ihre Auswirkung auf moderne Sprachwissenschaften“). \nდრო: 22 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-enis-theoriebi-shua-saukuneebshi-da-mathi-gavlena-thanamedrove-enathmetsnierebaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51998.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T150000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190517T131559Z
LAST-MODIFIED:20241122T110925Z
UID:10001290-1558623600-1558623600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი მელაძის საჯარო ლექცია და წიგნის „ამერიკელი ნაფიცი მსაჯულები - ვერდიქტი" პრეზენტაცია
DESCRIPTION:23 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ამერიკელი ნაფიცი მსაჯულები – ვერდიქტი”. \nლექციის ბოლოს გაიმართება წიგნის „ამერიკელი ნაფიცი მსაჯულები – ვერდიქტი“ პრეზენტაცია. წიგნი თარგმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა. რედაქტორია პროფესორი გიორგი მელაძე. \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. \nდრო: 23 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-meladzis-sajaro-leqtsia-da-tsignis-amerikeli-naphitsi-msajulebi-verdiqti-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52113.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T150000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190521T062959Z
LAST-MODIFIED:20240201T121526Z
UID:10001289-1558623600-1558623600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „კარიერული გზა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
DESCRIPTION:23 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ვლადიმერ ბეჟაშვილის საჯარო ლექციაზე: „კარიერული გზა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“. \nმომხსენებლის შესახებ \nვლადიმერ ბეჟაშვილი EBIT GROUP-ის მმართველი პარტნიორია. მას აქვს 12 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ფინანსური და ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში\, როგორებიცაა: წარმოება\, ნავთობპროდუქტები\, FMCG კომპანიები\, სახელმწიფო და საფინანსო ინსტიტუტები. მისი კარიერა უკავშირდება წამყვან პოზიციებზე მუშაობას შემდეგ კომპანიებში: “BMC Gorgia”\, “PSP Insurance”\, “National Agency of Public Registry”\, “Oil Products Distribution Corporation”\, JSC “Rustavi Metallurgical Plant”\, “Geosteel”\, “Megaco”. სამი წელი მუშაობდა ტრენერად. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 22 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/FqrCWueboMjJNpaT6 \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \n  \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 14:45 საათი \nდრო: 23 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-karieruli-gza-da-biznesis-thanamedrove-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52129.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T150000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190522T065127Z
LAST-MODIFIED:20240201T121523Z
UID:10001288-1558623600-1558623600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ  ზურაბ სიმონიშვილის ლექცია „ბლოქჩეინ ტექნოლოგიის როლი თანამედროვე საკორპორაციო სამართალში“
DESCRIPTION:23 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“  ავსტრიის კარლ-ფრანცის სახელობის გრაცის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი\, Schönherr Rechtsanwälte GmbH ადვოკატი\, ზურაბ სიმონიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:  „ბლოქჩეინ ტექნოლოგიის როლი თანამედროვე საკორპორაციო სამართალში“. \nმომხსენებელი შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას საკორპორაციო სამართალში და მათი გამოყენების შესაძლებლობებს ავსტრიული და გერმანული საკორპორაციო სამართლის მიხედვით. \nლექციაზე განხილული იქნება ავსტრიული და გერმანული საკორპორაციო სამართლის საფუძვლები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აქციების დიგიტალიზებას\, მართვასა და გასხვისებას ბლოკჩეინის საშუალებით\, აქციონერთა კრების გამართვასა და ხმის მიცემას\, აგრეთვე დივიდენდების განაწილებასა და საკორპორაციო მმართველობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. \nზურაბ სიმონიშვილი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრებს Conda AG-ს საქმეზე\,  რომელიც პირველი და პრეცედენტული საქმე იყო სააქციო საზოგადოების დიგიტალიზაციის საქმეში გერმანულენოვან ქვეყნებში. განიხილავს შვეიცარიული კომპანიების დიგიტალიზების პროცესის სამართლებრივ ასპექტებსა და ლიხტენშტეინის საკორპორაციო მმართველობის დიგიტალიზების სამართლებრივ ჩარჩოს. \nზურაბ სიმონიშვილის სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები იბეჭდება ავსტრიის წამყვან იურიდიულ გამოცემებში. იგი არის Schönherr Rechtsanwälte GmbH-ის წარმატებული ადვოკატი და 2016 წლამდე ლექციებს კითხულობდა ავსტრიის კარლ-ფრანცის სახელობის გრაცის სახელმწიფო უნივერსიტეტში. \n  \nდრო: 23 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-zurab-simonishvilis-leqtsia-bloqchein-teqnologiis-roli-thanamedrove-sakorporatsio-samarthalshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52186.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T170000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190513T082224Z
LAST-MODIFIED:20240201T121518Z
UID:10001287-1558630800-1558630800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თომას ჰილანდ ერიქსენის საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:23 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორის\, ანთროპოლოგ თომას ჰილანდ ერიქსენის საჯარო ლექცია ”Why Anthropology Matters More than Ever“. \nლექციის ფარგლებში ასევე გაიმართება ერიქსენის წიგნის „მცირე ადგილები\, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში” ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. \nწიგნის წარმდგენები და ლექციის მოდერატორები არიან პროფესორი თამთა ხალვაში და დოქტორი რუსლან ბარამიძე. \nთემის მოკლე აღწერა \nგავრცელებულია მოსაზრება\, რომ ანთროპოლოგები ძირითადად სწავლობენ ეგზოტიკურ ტრადიციებსა და შორეულ ხალხებს. თუმცა თანამედროვე ანთროპოლოგები ყველაფერს სწავლობენ\, დაწყებული საკონტეინერო გემებით\, დასრულებული მობილური ტელეფონებით\, პოპულისტური მოძრაობებითა და სადღესასწაულო წეს-ჩვეულებებით. ანთროპოლოგია გვთავაზობს ცოდნის უნიკალურ ფორმას\, რომელიც დაფუძნებულია ადამიანების\, პრობლემებისა და ადგილების ღრმა წვდომაზე\, რაც მნიშვნელოვანია იმ სამყაროს შესასწავლად\, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს ლექცია გვიჩვენებს\, თუ რა საინტერესო კვლევები ტარდება დღეს ანთროპოლოგიაში და დაგვანახვებს ამ კვლევების მნიშვნელობას. \nმომხსენებლის შესახებ \nთომას ჰილანდ ერიქსენი ოსლოს უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია. 2015-2016 წლებში ერიქსენი იყო ევროპის სოციალურ ანთროპოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. დღემდე ის ნორვეგიის სამეცნიერო აკადემიის წევრია. ერიქსენის საქმიანობა ძირითადად მიმართულია სოციალური ანთროპოლოგიის\, როგორც დისციპლინის\, პოპულარიზაციისკენ\, კულტურული რელატივიზმის იდეების წინ წამოწევისა და ნორვეგიული ნაციონალიზმის კრიტიკისკენ. მისი წიგნი „მცირე ადგილები\, ვრცელი საკითხები: შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპლოგიაში” მრავალ ენაზეა ნათარგმნი და სამაგიდო სახელმძღვანელოა ანთროპოლოგიის შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის. \nდრო: 23 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thomas-hiland-eriqsenis-sajaro-leqtsia-da-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51965.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T175200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T175200
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190523T135210Z
LAST-MODIFIED:20240201T121514Z
UID:10001285-1558633920-1558633920@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia 2019 – Windfor’s- კვირეული
DESCRIPTION:პროექტის ”ADSgeorgia – 2019” წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა საკომუნიკაციო სააგენტოს Windfor’s\, რომელიც დაფუძნდა 2004 წელს. სააგენტოს მისიაა საქართველოს წარმოჩენა გლობალურ შემოქმედებით ასპარეზზე. \nWindfor’s ამოცანაა მიზნისა და კრეატივის ინტეგრაცია. \n„წარმატებული კრეატიული ამოცანის/დავალების საფუძველია სტრატეგიული ფიქრი\, რაც ეხმარება ბრენდსა და ბიზნესს განვითარებაში.“ © Windfor’s \nსაკომუნიკაციო სააგენტოს საქმიანობებია: სტრატეგიული დაგეგმარება და კონსალტინგი\, ბრენდინგი\, კრეატიული გადაწყვეტილებები\, დიზაინი\, ციფრული დეველოპმენტი\, მედია და PR დაგეგმარება\, ფილმების\, აუდიო და ვიდეოწარმოება. \nკომპანიის ძირითადი კლიენტები არიან: ჯეოსელი\, ფინკა ბანკი საქართველო\, ისთ ფოინთი და ა.შ. \nWindfor’s მიღწევები: Eurobest\,Golden Drum\,Golden Hummer\,KIAF\,Ad Black Sea და სხვა. \nშეგიძლიათ იხილოთ ADS Georgia-ს პირველი სეზონის ფარგლებში გამართული Windfor’s შეხვედრების ვიდეოლექციები: \n\nStorytelling: https://bit.ly/30yT5m5\nკომპანიის სტრუქტურა: https://bit.ly/2Qdj79s\nკრეატიული ბრიფი: https://bit.ly/2wcGmr9\nჯეოსელის საკომუნიკაციო კამპანია: https://bit.ly/2HvSM3E\nVismino: https://bit.ly/2JyhNha\nმცირე ბიუჯეტით განხორციელებული კამპანიები: https://bit.ly/2wfaD8N\nThe art of lying: https://bit.ly/2VVXeBD\nGeocell: case study: https://bit.ly/2QgckMg\nStunts: https://bit.ly/30Bx6Lc\n\nსტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება ორშაბათს\, 27 მაისს\, და პარასკევს\, 31 მაისს. \nდრო: 27 და 31 მაისი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია \n\nღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi \nსარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB \nFacebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr \n  \nპროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nstudent.affairs@iliauni.edu.ge \n032 2 220009 (270)\, 592077727 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-2019-windfor-s-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52280.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T190000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190215T122836Z
LAST-MODIFIED:20240201T121508Z
UID:10001281-1558638000-1558638000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „დიდი მიწისძვრები საქართველოში“
DESCRIPTION:23 მაისს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დიდი მიწისძვრები საქართველოში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს საქართველოში მომხდარ დიდ მიწისძვრათა – გორის 1920 წლის 20 თებერვლის\, რაჭის 1991 წლის 29 აპრილის\, ბარისახოს 1992 წლის 23 ოქტომბრის\, თბილისის 2002 წლის 25 აპრილის და შავ ზღვაში 2012 წლის 12 დეკემბერს – შესახებ. მათ მნიშვნელოვანი ზიანი და ნგრევა მოჰყვა. \nმომხსენებლის შესახებ \nთეა გოდოლაძემ 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით. 1999-2000 წლებში სწავლობდა IISEE-ში (იაპონიაში)\, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი სეისმოლოგიაში. 2006 წელს კი მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი. 2013 წელს დაასრულა პოსტსადოქტორო კვლევაზე მუშაობა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი).\nგავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი და ტრენინგი. მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. სხვადასხვა საგრანტო პროექტის მენეჯერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია 2008 წლიდან. \nდრო: 23 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-didi-mitsisdzvrebi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50507.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T190000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190520T130424Z
LAST-MODIFIED:20240201T121323Z
UID:10001249-1558638000-1558638000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კენეთ რაინეკე ჰანსენის ლექცია „ჰანს ქრისტიან ანდერსენი – ზღაპრები და ზღაპრების მიღმა“
DESCRIPTION:23 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორის\, დოქტორ კენეთ რაინეკე ჰანსენის საჯარო ლექციაზე „ჰანს ქრისტიან ანდერსენი – ზღაპრები და ზღაპრების მიღმა“ \nშეხვედრაზე დოქტორი ჰანსენი წაიკითხავს მოხსენებას ჰანს ქრისტიან ანდერსენის შემოქმედების შესახებ. დანიის საზღვრების მიღმა ანდერსენი (1805-1875) უმეტესად ცნობილია\, როგორც ზღაპრების ავტორი\, თუმცა მისი შემოქმედება უფრო ფართოა და მოიცავს ლექსებს\, რომანებსა და სამოგზაურო ჩანაწერებს. მომხსენებელი განიხილავს ანდესენის ზღაპრების უნიკალურ სტილსა და შინაარსს\, გააანალიზებს როგორ იძენს მათში ბავშვის პერსპექტივა უფრო ღრმა ეგზისტენციალურ დატვირთვას\, რომელიც უფროსი თაობის მკითხველისთვისაა განკუთვნილი. ლექციაზე ასევე წარმოჩნდება\, როგორ აისახება ანდერსენის ნაწარმოებებში რომანტიზმის ხანის აზროვნება და ესთეტიკა. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ასწავლის და იკვლევს დანიურ ენას\, ლიტერატურასა და მედიებს. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესების საგანია გაყალბებული ახალი ამბები\, მოსწავლეთა მედიაწიგნიერება და ბავშვთა ზნეობრივი აღზრდა. მას გამოცემული აქვს წიგნები და სტატიები სატელევიზიო ახალი ამბების დრამატურგიის\, მომავალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის\, მედიადიდაქტიკის\, დანიური ორთოგრაფიისა და სხვა საკითხების შესახებ. \nლიტერატურული კლუბის შეხვედრაზე დოქტორი კენეთ რაინეკე ჰანსენი წაიკითხავს მოხსენებას ჰანს ქრისტიან ანდერსენის შემოქმედების შესახებ. დანიის საზღვრების მიღმა ჰანს ქრისტიან ანდერსენი (1805-1875) უმეტესად ცნობილია როგორც ზღაპრების ავტორი\, თუმცა მისი შემოქმედება უფრო ფართოა და მოიცავს ლექსებს\, რომანებსა და სამოგზაურო ჩანაწერებს. ლექციაზე განიხილება ანდესენის ზღაპრების უნიკალური სტილი და შინაარსი\, გაანალიზდება\, როგორ იძენს მათში ბავშვის პერსპექტივა უფრო ღრმა ეგზისტენციალურ დატვირთვას\, რომელიც უფროსი თაობის მკითხველისთვისაა განკუთვნილი. ლექციაზე ასევე წარმოჩნდება\, როგორ აისახება ანდერსენის ნაწარმოებებში რომანტიზმის ხანის აზროვნება და ესთეტიკა. \nსასურველია\, დამსწრე საზოგადოებას წინასწარ ჰქონდეს წაკითხული ანდერსენის ერთი ზღაპარი („ბულბული“\, ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: http://www.andersen.sdu.dk/vaerk/hersholt/TheNightingale_e.html). \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-keneth-raineke-hansenis-leqtsia-hans-qristian-anderseni-zghaprebi-da-zghaprebis-mighma/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52123.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T200000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190521T073753Z
LAST-MODIFIED:20240201T121502Z
UID:10001279-1558641600-1558641600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:23 მაისს\, ხუთშაბათს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ დიდი ქართველი რეჟისორის\, მიხეილ კობახიძის ფილმებს. ნაჩვენები იქნება სტუდენტობის დროს გადაღებული ფილმები: „ქორწილი“\, „ქოლგა“\, და „მუსიკოსები“. \nჩვენებამდე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო მხეიძე. დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nრეჟისორი: მიხეილ კობახიძე \nგახმოვანება: ქართული \n  \nდრო: 23 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mikheil-kobakhidzis-philmebis-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52147.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190523T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190523T200000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190522T111752Z
LAST-MODIFIED:20240201T121455Z
UID:10001276-1558641600-1558641600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლაივ-ელექტრონიკის კონცერტი
DESCRIPTION:ხვალ\, 23 მაისს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის თეატრის სცენაზე გაიმართება ლაივ-ელექტრონიკის კონცერტი “METASTASIS”\, რომელშიც მონაწილეობენ ილიაუნის ელექტროაკუსტიკური მუსიკის მიმართულების კურსდამთავრებულები. შესრულდება საინტერესო ექსპერიმენტული მუსიკა. \n\nდრო: 23 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, A კორპუსი (ეზო)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/laiv-eleqtronikis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52193.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190524T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190524T170000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190521T112405Z
LAST-MODIFIED:20240201T121450Z
UID:10001274-1558717200-1558717200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ კენეთ რაინეკე ჰანსენის მოხსენება „მედიანიუსების კრიტიკული წიგნიერება“
DESCRIPTION:24 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D305 აუდიტორიაში კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ანთროპოლოგიის კვლევითი სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას: „მედიანიუსების კრიტიკული წიგნიერება“. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი კენეთ რაინეკე ჰანსენი ასწავლის და იკვლევს დანიურ ენას\, ლიტერატურასა და მედიებს. მისი ამჟამინდელი კვლევითი ინტერესების საგანია გაყალბებული ახალი ამბები\, მოსწავლეთა მედიაწიგნიერება და ბავშვთა ზნეობრივი აღზრდა. მას გამოცემული აქვს წიგნები და სტატიები სატელევიზიო ახალი ამბების დრამატურგიის\, მომავალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის\, მედიადიდაქტიკის\, დანიური ორთოგრაფიისა და სხვა საკითხების შესახებ. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 24 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: D305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-keneth-raineke-hansenis-mokhseneba-medianiusebis-kritikuli-tsigniereba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52171.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190524T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190524T190000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190522T121931Z
LAST-MODIFIED:20240201T121448Z
UID:10001271-1558724400-1558724400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეჩვიდმეტე ქება
DESCRIPTION:24 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეჩვიდმეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \n  \nდრო: 24 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdamechvidmete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49152.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190525T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190525T120000
DTSTAMP:20260504T074859
CREATED:20190521T091612Z
LAST-MODIFIED:20240201T121443Z
UID:10001270-1558785600-1558785600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ საანგარიშო შეხვედრა
DESCRIPTION:25 მაისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ მესამე საანგარიშო პერიოდის სამუშაო შეხვედრა. \nპროექტში ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები. პროექტში მონაწილე მკვლევრები წარადგენენ საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის The Caucasus Survey სპეციალური ნომრისთვის გათვალისწინებული სტატიების სამუშაო ვერსიებს. ასევე  ისაუბრებენ ზოგადად პროექტით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ. \n\nდრო: 25 მაისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-qarthuli-natsionaluri-identoba-da-mekhsierebis-adgilebi-tsarsulis-konstruirebis-dominanturi-da-alternatiuli-perspeqtivebi-saangarisho-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52149.png
END:VEVENT
END:VCALENDAR