BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190311T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190311T190000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190305T115305Z
LAST-MODIFIED:20240201T122520Z
UID:10001488-1552330800-1552330800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნინო ცხომელიძის ლექცია: „განსხეულება და რეპრეზენტაცია. შუა საუკუნეების საკულტო გამოსახულებათა რელიკვიური ჩარჩოები“
DESCRIPTION:11 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მასპინძლობით გაიმართება პროფესორ ნინო ცხომელიძის საჯარო ლექცია: „განსხეულება და რეპრეზენტაცია. შუა საუკუნეების საკულტო გამოსახულებათა რელიკვიური ჩარჩოები“ \nმომხსენებელი განიხილავს შუა საუკუნეების საკულტო სურათებისა და მათი ჩარჩოების ურთიერთქმედების ინტერაქტიურ პროცესს. საკვლევი საკითხის ანალიზი იწყება წმ. ეპისკოპოსის დაზგური პორტრეტით\, რომელიც დაახ. 1360 წლისათვის კარლშტაინის წმ. ჯვრის კაპელაში\, ოსტატ თეოდორიხის სახელოსნოშია შესრულებული. სურათზე გამოსახული წმინდანისათვის ავთენტურობის მისანიჭებლად ტრადიციულ მიმეტურ და ფიქტიურ სტრატეგიებს (რეალურ წმინდანთან მიმსგავსება) აქ ემატება დამატებითი კომპონენტი\, სურათის ჩარჩოში ჩასმული რელიკვიები – წმ. ძვლების ნაწილები. ეს გარკვეულ დაძაბულობას ქმნის როგორც წმინდანის დახატულ\, ფიქტიურ სახესა და თაყვანისცემის რეალურ ობიექტს – წმ. ძვლებს შორის\, ასევე წმინდანის პორტრეტსა და რელიკვიებით აქტივირებულ ჩარჩოს შორის. წმინდანის პორტრეტიდან გადმოსული მძაფრი რელიგიური განცდა მნახველის წარმოსახვაში ჩარჩოში დატანილი რელიკვიების ანიმაციას ახდენს\, რის საშუალებითაც წმ. ძვლების სურათზე გამოსახული წმინდანის ფიქტიურ სახეში განსხეულება ხდება. ამდენად ეს რელიკვიები ნახატისათვის ავთენტურობის მიმანიჭებელი ინსტრუმენტია\, რომლითაც ხაზგასმულია სურათზე წარმოდეგნილი წმინდანის „რეალურობა“. \nმოხსენების მიზანია აჩვენოს\, რომ კარლშტაინის წმინდანის სურათისა და მისი მოჩარჩოების ინტერაქტიული ურთიერთობის მაგალითი შუა საუკუნეების საკულტო სურათებისთვის სპეციალურად შექმნილი ჩარჩოების ხანგრძლივი ტრადიციის გაგრძელებაა\, რომელშიც გამოიყენება სხვადასხვა სახის მედიუმისა და რელიგიური გამოცდილება. ამ სტრატეგიით სურათის ჩარჩო წმინდანთა გამოსახულების ცენტრალური სემანტიკური ველი ხდება\, რომელშიც შექმნილი სახის მთავარი არსია გადმოცემული. \nმომხსენებლის შესახებ \nნინო ცხომელიძე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის (ბალტიმორი\, აშშ) კრაიგერის სახ. ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის\, ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.\nმიუნხენისა და ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტების ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტებში სწავლის შემდეგ მან 1992 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტში\, რასაც მოჰყვა 2001 წელს ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში ჰაბილიტაცია. იმავე წელს იგი პრივატ-დოცენტად იწყებს მუშაობას ტიუბინგენის უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების დეპარტამენტში.\n2006-2013 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და არქეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია\, 2015 წლიდან კი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის graduate studies პროგრამას.\nშემდეგ ნინო ცხომელიძე აირჩიეს დელავერის (აშშ) შუა საუკუნეების ასოციაციის პრეზიდენტად და ონლაინ აკადემიურ ჟურნალ The Medieval Review სამეცნიერო კოლეგიის წევრად. 2006 წლიდან შუა საუკუნეების კვლევებისადმი მიძღვნილი არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო გამოცემისა და საექსპერტო კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრია. \nნინო ცხომელიძის კვლევის არეალი შუა საუკუნეების ხელოვნებაა\, რომელიც ფოკუსირებულია იტალიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებზე. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა ხელოვნების თეორია და ისტორიოგრაფია\, შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებში გამოყენებული რეპრეზენტაციული და პერფორმატიული სტრატეგიები და მათი რეცეფცია\, ხელოვნებისა და თეოლოგიის გადაკვეთის ზონები და სხვ. \nამჟამად ნინო ცხომელიძე მუშაობს შუა საუკუნების ხელოვნების ნიმუშთა ავთენტურობისა და ავთენტიფიკაციის პროცესების კვლევებზე\, რომლებიც ფოკუსირებულია იმ ვიზუალურ და ინტელექტუალურ სტრატეგიებზე\, რომლებიც განაპირობებდა ქრისტესა და წმინდანების გამოსახვისას მათი\, როგორც რეალური სახეების\, აღქმასა და თაყვანისცემას. ამ კვლევების ამოცანაა გამოიკვეთოს\, არსებობდა თუ არა შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული თეორიული დისკურსი ჭეშმარიტების შესახებ\, რომელიც ვიზუალიზდა წმინდა სახეებში. რა განაპირობებდა ამ კონტექსტში თაყვანისცემისათვის შექმნილი საკულტო სახეების ავთენტურობას? რამდენად ეხმარება ქრისტესა და წმინდანთა გამოსახულებების შემქმნელთა შესახებ არსებული ცნობები\, მათ მიერ შექმნილი სახეების ავთენტურად აღქმას? ამ კვლევითი პროექტის ერთ-ერთი ნაწილია ილიაუნიში დაგეგმილი მოხსენება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nino-tskhomelidzis-leqtsia-ganskheuleba-da-reprezentatsia-shua-saukuneebis-sakulto-gamosakhulebatha-relikviuri-charchoebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50655.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190312T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190312T140000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190311T150143Z
LAST-MODIFIED:20240201T122517Z
UID:10001487-1552399200-1552399200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ERASMUS+ პროექტი „ჰერიტაგი“: უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინარული რეფორმა ტურიზმის მართვისა და გამოყენებითი გეოინფორმატიკის სასწავლო პროგრამებში
DESCRIPTION:ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის პროექტის„ჰერიტაგი“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტთან\, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია „გეოგრაფიკთან“ – თანამშრომლობით დაფუძნდა ტურიზმისა და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი\, ხოლო ილიაუნიში შეიქმნა გეოინფომაციული ტექნოლოგიის ლაბორატორია\, რომლის აღჭურვილობაც „ჰერიტაგის“ ფარგლებში შეიძინეს. \n12 მარტს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებული სტუდენტებისთვის.\nშეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელები პოტენციურ დამსაქმებლებთან ერთად ისაუბრებენ არსებული შესაძლებლობების\, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო პროგრამების\, სასწავლო მასალებისა და სამომავლო ტრენინგკურსების შესახებ. \nდრო: 12 მარტი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erasmus-proeqti-heritagi-umaghlesi-ganathlebis-interdistsiplinaruli-rephorma-turizmis-marthvisa-da-gamoqhenebithi-geoinphormatikis-sastsavlo-programebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50709.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190312T164900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190312T164900
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190312T124954Z
LAST-MODIFIED:20241122T110924Z
UID:10001485-1552409340-1552409340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჩემპიონატი მინიფეხბურთში
DESCRIPTION:3 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ვაჟთა შორის მინიფეხბურთში. ტურნირი ჩატარდება ილიაუნის E კორპუსის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში შესაძლებელია მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 სტუდენტის შეყვანა. \nმატჩი შედგება ორი 12-წუთიანი ტაიმისგან 5-წუთიანი შესვენებით. \nგამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი მინიფეხბურთში. I\, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებსა და სიგელებს. \nჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით დებულებას. \nდაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე:\nhttps://goo.gl/kSi618 \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/chempionati-miniphekhburthshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50731.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190312T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190312T190000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190301T124204Z
LAST-MODIFIED:20240201T122505Z
UID:10001484-1552417200-1552417200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „უთქმელი ისტორიები“ ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში
DESCRIPTION:დოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიები“ XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები სამი ქართველი ქალის – ბარბარე ჯორჯაძის\, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის – ცხოვრებასა და ფემინისტურ მოღვაწეობას ეძღვნება. ფილმის მიზანი საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკიდრეობის ჩვენებაა. \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებლები: ბაია პატარაია\, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი\, აქტივისტი\nთამთა მელაშვილი\, მწერალი\, გენდერის მკვლევარი \nმოდერატორი: მარიამ მელქაძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი \nდრო: 12 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-uthqmeli-istoriebi-chveneba-da-diskusia-adamianis-uphlebatha-kinoklubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50639.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190312T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190312T190000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190306T075755Z
LAST-MODIFIED:20240201T122458Z
UID:10001482-1552417200-1552417200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანთროპოლოგ მარტინ ფრედერიკსენის საჯარო ლექცია „არაფრობა\, ანთროპოლოგია და მნიშვნელობის ჩრდილოვანი სამყარო".
DESCRIPTION:12 მარტს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ანთროპოლოგი მარტინ ფრედერიკსენი წაიკითხავს ლექციას: „არაფრობა\, ანთროპოლოგია და მნიშვნელობის ჩრდილოვანი სამყარო”. მოხსენება ეფუძნება ფრედერიკსენის ახალ წიგნს „არაფერი განსაკუთრებულის ანთროპოლოგია” (Zero Books\, 2018). \nთემის მოკლე აღწერა \nმიუხედავად მრავალი თეორიული განსხვავების\, მნიშვნელობისა და თანმიმდევრულობისა ჰერმენევტიკული პრინციპები ანთროპოლოგიური წერის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენდა. თუმცა ისეთი საკითხები\, როგორებიცაა არაფრობა და ემპირიული უმნიშვნელობა ან არათანმიმდევრულობა\, წერის ზემოთ ხსენებულ ფორმებსა და სოციალური სამყაროს ანალიზს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მოხსენება იწყება ჟან-პოლ სარტრისა და სიუზან ზონტაგის პოზიციებიდან\, რომ არაფერი არსებობს და რომ „ინტერპრეტაცია გაღარიბებაა”\, რაც მომხსენებელს საშუალებას მისცემს\, გააანალიზოს ამ მტკიცებულებების მნიშვნელობა ანთროპოლოგიური ანალიზისთვის. \nმარტინ დემანტ ფრედერიკსენი არის პოსტდოქტორანტი ოსლოს უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის დეპარტამენტში. ავტორია წიგნებისა „ახალგაზრდა მამაკაცები\, დრო და მოწყენილობა საქართველოში” (2013)\, „ქართული პორტრეტები: ესეები რევოლუციის შემდგომი ცხოვრების შესახებ” (2017) და „არაფერი განსაკუთრებულის ანთროპოლოგია” (2018). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 12 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anthropolog-martin-phrederiksenis-sajaro-leqtsia-araphroba-anthropologia-da-mnishvnelobis-chrdilovani-samqharo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50667.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190313T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190313T160000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190311T124655Z
LAST-MODIFIED:20241122T110924Z
UID:10001481-1552492800-1552492800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სკოლებში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია
DESCRIPTION:მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 11-16 მარტს მართავენ მედიაწიგნიერების კვირეულს\, რომლის მიზანია საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინიციატივების პოპულარიზაცია. \nკვირეულის ფარგლებში\, 13 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართება. \nღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია\, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა და მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თამჯდომარე თამარ ხორბალაძე. \nპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც პედაგოგებისთვის მომზადებული სახელმძღვანელო\, ასევე ვებგვერდი\, ონლაინთამაშები და ილიას უნივერსიტეტში პედაგოგთა გადამზადების პროგრამისთვის მომზადებული მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო კურსი\, რომელიც უნივერსიტეტში გაზაფხულიდან დაინერგება. \nკვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოში ნიდერლანდებისა და აშში-ს საელჩოების\, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერითა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება. \nიხ. პროგრამა \nდრო: 13 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/skolebshi-mediisa-da-inphormatsiuli-tsignierebis-sastsavlo-resursebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50708.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T160000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190311T065900Z
LAST-MODIFIED:20240201T122406Z
UID:10001471-1552579200-1552579200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გერმანიის ელჩის\, ჰუბერტ კნირშის საჯარო ლექცია „1989+30 – გერმანიის გაყოფა და გაერთიანება“
DESCRIPTION:14 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „1989+30 – გერმანიის გაყოფა და გაერთიანება“. \n2019 წელს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი სრულდება. ელჩი კნირში ისაუბრებს გერმანიის ომის შემდგომი გაყოფისა და ხელახალი გაერთიანების ისტორიაზე. განიხილავს ამ პროცესების საერთაშორისო\, დიპლომატიურ და სამართლებრივ ასპექტებს\, მათ შორის არაღიარების საკითხს\, ხელშეკრულებებს გერმანიის ფედერაციულ\, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს შორის\, ასევე ხელახალი გაერთიანების საერთაშორისო ჩარჩოს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/germaniis-elchis-hubert-knirshis-sajaro-leqtsia-1989-30-germaniis-gaqhopha-da-gaerthianeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50698.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T163900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T163900
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190314T123955Z
LAST-MODIFIED:20240201T122440Z
UID:10001479-1552581540-1552581540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი აგამბენის პოლიტიკურ ფილოსოფიაზე
DESCRIPTION:სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი გთავაზობთ ვორკშოპს თემაზე: „სამოქალაქო ომი როგორც პოლიტიკური პარადიგმა: ჯორჯიო აგამბენი და „ბოლო ჟამის პოლიტიკა“ \nვორკშოპი მოიცავს 10 თემატურ შეხვედრას და გულისხმობს აგამბენის\, ფუკოსა და ბაუმანის ნაშრომების გაცნობას. \nსამუშაო ენა: ინგლისური. \nვორკშოპს გარუძღვება სტეფანო პიროდი (MA). სტეფანო პიროდი სწავლობდა ბათის\, ჰუმბოლტის ბერლინის\, ჩრდილოეთ კაროლინისა და ტრენტოს უნივერსიტეტებში. \nძირითადი საკითხავი მასალა: ‘Stasis’ by Giorgio Agamben\, ‘Society Must Be Defended’ by Michel Foucault’\, ’Liquid Modernity’ by Zygmunt Bauman. \nAdditional readings: ‘Homo Sacer’ by Giorgio Agamben\, ’State of Exception’ by Giorgio Agamben\, ’Before the Law’ by Franz Kafka\, plus more. \nრატომ სამოქალაქო ომი და რატომ ახლა?\n\nთანამედროვე გლობალიზებულ და ფრაგმენტირებულ სამყაროში სამოქალაქო ომი არის მუდმივი მოცემულობა\, თუმცა მისი ბუნება ნაკლებადაა გამოკვლეული. მაშინ\, როცა მკვლევართა უმრავლესობა სამოქალაქო ომს განიხილავს ომის\, როგორც ასეთის\, გამოვლენის მრავალთაგან ერთ-ერთ ასპექტს\, ჯორჯიო აგამბენი სამოქალაქო ომის საკითხს განიხილავს\, როგორც სრულიად განცალკევებულ ფენომენს. \nმისი თვალთახედვით\, სამოქალაქო ომი საფუძვლად უდევს დასავლურ პოლიტიკურ აზროვნებას. ვორკშოპის ფარგლებში გავაანალიზებთ\, თუ რამდენადაა აგამბენის ხედვა ახალი პერსპექტივა პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში და რამდენად შეიძლება მიესადაგოს იგი მომავლის ისეთ გამოწვევებს\, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი\, ეკოლოგიური კატასტროფები და დეჰუმანიზაცია. \nრა მოლოდინი უნდა გვქონდეს ვორკშოპისგან? \nვორკშოპის მონაწილეები გააანალიზებენ თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების საფუძვლებში მოცემულ თეორიებსა და კონსტრუქციებს. ისინი ისწავლიან მსგავსი\, მაგრამ მაინც განსხვავებული კონცეპტების საფუძვლიან ანალიზსა და განსჯას. \nვორკშოპზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის 25 მარტამდე გაგზავნეთ იმეილი ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: stefanomelispiroddi@gmail.com \nვორკშოპის განმავლობაში ყველა მასალა მიეწოდებათ მონაწილეებს.  \nვორკშოპში მონაწილეობა სტუდენტებს ჩაეთვლებათ ექსტრაკურიკულურ აქტივობად სასტიპენდიო ქულებისთვის\, ხოლო ვორკშოპის დასასრულს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-agambenis-politikur-philosophiaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50817.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T170000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190301T124540Z
LAST-MODIFIED:20240201T122436Z
UID:10001478-1552582800-1552582800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“
DESCRIPTION:გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით\, ბავშვების 21.7% საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა მისი ყველა ფორმით – იქნება ეს ფიზიკური\, სექსუალური\, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სისტემის ხარვეზის ფატალური შედეგები. რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად\, მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს? რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა\, როცა ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ საჯარო დისკუსიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსნებლები:\nანა არგანაშვილი\, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი \nქეთი კალანდაძე\, სოციალური მუშაკი \nმაია ცირამუა\, ბავშვთა ფსიქოლოგი \nმოდერატორი: ნანო ლიპარტია\, ილიაუნის სამართლის სკოლის მაგისტრატი \nდრო: 14 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-bavshvtha-mimarth-dzaladoba-realoba-da-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50641.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T190000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190215T075252Z
LAST-MODIFIED:20240201T122431Z
UID:10001477-1552590000-1552590000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „ინტერნეტი\, სოციალური ქსელი\, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“
DESCRIPTION:14 მარტს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში პროფესორი სანდრო ასათიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინტერნეტი\, სოციალური ქსელი\, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“. \nინტერნეტი დეცენტრალიზებული ქსელია. მისი ცენტრალიზებულად მართვა ან გათიშვა შეუძლებელია. ინტერნეტის შექმნამ განაპირობა ისეთი დეცენტრალიზებული სისტემების ჩამოყალიბება\, როგორებიცაა ვები ანუ ვებგვერდების ერთობლივობა\, სოციალური ქსელი და დეცენტრალიზებული ფულადი ერთეული ბითქოინი.\nმომხსნებელი ისაუბრებს დეცენტრალიზებული სისტემების მუშაობის პრინციპებზე\, კერძოდ\, განხილული იქნება: \n\nინტერნეტის\nვების\nსოციალური ქსელების\nბითქოინის ფუნქციონირების პრინციპები.\n\nმომხსენებლის შესახებ \nსანდრო ასათიანი 2018 წლიდან მუშაობს საქართველოს განათლების\, მეცნიერების\, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტის თანამდებობაზე.\n2017 წლიდან უკავია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობა.\n2014 წლიდან GeoLab-ის (geolab.edu.ge) დირექტორი და ამავდროულად მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.\n2013-2017 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა ეკავა.\n2009 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სახელმწიფო და კერძო სასწავლებელში\, ესენია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI)\, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)\, საქართველოს უნივერსიტეტი (GU)\, კავკასიის უნივერსიტეტი (CU).\nსანდრო ასათიანი წლების განმავლობაში მუშაობს ICT სფეროში. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა შემდეგი ონლაინპროექტები: saba.com.ge\, cybegala.me\, kavshirebi.ge\, online.iliuni.edu.ge და სხვ. \nდრო: 14 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-interneti-sotsialuri-qseli-bithqoini-detsentralizebuli-qselis-mushaobis-printsipebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50390.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190314T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190314T190000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190307T074651Z
LAST-MODIFIED:20240201T122427Z
UID:10001476-1552590000-1552590000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა
DESCRIPTION:14 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, გერმანისტ კონსტანტინე ბრეგაძის ლექციაზე „გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა“. \nგალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) „არტისტული ყვავილები“ (1919) ზედმიწევნით ასახავს მოდერნის ეპოქაში მიმდინარე მენტალობის ცვალებადობით განპირობებულ მყარ წარმოდგენათა\, ანუ თეოცენტრისტულ და ანთროპოცენტრისტულ წარმოდგენათა\, რღვევას და ამით გამოწვეულ სუბიექტურობის დაშლას\, სუბიექტის განპიროვნებას. კრებულში წინა პლანზე გამოდის არა მყარი ლირიკული „მე“ საკუთარი მყარი მსოფლმხედველობითა და ღრმა და ამაღლებული პიროვნული განცდებითა და ემოციებით\, არამედ აქ უკვე მოცემულია დაშლილი\, დისჰარმონიული\, დეპერსონალიზებული ლირიკული გმირი. \nშესაბამისად\, კრებულის ონტოტექსტუალობაში სამყარო ასახულია ისე\, როგორიც ის არის თავის რეალურ არსში\, სამყარო\, რომელიც კრებულის ლირიკული „მე“-ს ცნობიერებისეული ნებელობის მიღმა\, მისგან მოწყვეტილად და დამოუკიდებლად ეგზისტირებს (ფიხტეანური ნაკადის გაუქმება): აქ გვაქვს ვითარება\, როდესაც ლირიკული გმირის ცნობიერებასა და განცდაში ყოფიერება ფუძნდება თავისი აპრიორული დისჰარმონიულობით\, უსაზრისობითა და მიზანსმოკლებულობით\, რასაც იგი იმთავითვე ვერ ცვლის და ვერ უპირისპირდება\, არამედ პირიქით\, ამ დისჰარმონიულობასა და აპოკალიფსურობას სრულად ექვემდებარება. \n„არტისტული ყვავილების“ დესუბიექტივირებული\, „განპიროვნებული“\, ლირიკული გმირიც სწორედ ასეთ დისჰარმონიულ\, დისოცირებულ\, დაშლილ სამყაროში ეგზისტირებს და სრულად ატომიზდება მასში\, საბოლოოდ ინთქმება და ქრება არარაში\, კრებულის ონტოტექსტუალობაში. \nდრო: 14 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/galaktion-tabidzis-artistuli-qhvavilebi-poetika-da-simbolika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50673.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190315T113400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190315T113400
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190315T073421Z
LAST-MODIFIED:20240201T122421Z
UID:10001475-1552649640-1552649640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის აკადემია
DESCRIPTION:კონრად ადენაუერის ფონდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სტუდენტებისთვის ერთობლივ პროექტს „წიგნის აკადემია“ იწყებს. \nსამი თვის განმავლობაში პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ\, იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან\, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები. ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას\, რომელსაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ.\nპროექტის მიზანი: ახალგაზრდებში თანამედროვე მწერლების ცნობადობის ამაღლება და თანამედროვე ლიტერატურული პროცესების მიმართ ინტერესის ზრდა. სტუდენტებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება და წერის კულტურის ამაღლება. თანამედროვე ქართული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია. \nპროექტის შესახებ ინფორმაცია \n1. პროექტის პირობები \n\nპროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე (აპრილი-ივნისი)\nშეხვედრების რაოდენობა: 7\nპროექტის განხორციელების ადგილი: თბილისის მედიათეკა (ვაკის ფილიალი)\nპროექტის მონაწილეები: თბილისის მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების I-IV კურსის სტუდენტები (სულ 20 მონაწილე)\n\n2. პროექტის აღწერა \nპროექტის მენტორი შერჩეულ მონაწილეებთან გამართავს პირველ გაცნობით შეხვედრას\, მონაწილეებს წარუდგენს პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს და ჩაუტარებს სემინარს კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში.\nპროექტის მენტორი: დავით გაბუნია \nშერჩეულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ\, იმუშაონ თანამედროვე ავტორებთან\, გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ შესაბამისი საკითხები. \nდისკუსიის ფარგლებში თითოეული ავტორი მონაწილეებს წარუდგენს საკუთარ ნაწარმოებს\, უპასუხებს შეკითხვებს და მისცემს წერილობით დავალებას\, რომელიც მონაწილეების მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაეგზავნება ავტორს და უკვე შემოწმებულ დავალებას იგი მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს. პროექტის ბოლოს თითოეული ავტორი გამოავლენს მისთვის საუკეთესო ნაშრომის ავტორს. \nპროექტში ჩართული ავტორები: ლაშა ბუღაძე\, ეკატერინე ტოგონიძე\, გურამ ოდიშარია \nპროექტის ფარგლებში განსახილველი თემები: ცენზურა\, ოკუპაცია\, ძალადობა \nკურსზე დასწრება სავალდებულოა თითოეული მონაწილისთვის. საპატიოდ ჩაითვლება არაუმეტეს 2 გაცდენისა. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში მონაწილეს არ გადაეცემა კურსის დასრულების სერტიფიკატი.\nთითოეულ მონაწილეს ორგანიზატორები საჩუქრად გადასცემენ სამივე ავტორის იმ ნაწარმოებებს\, რომლებსაც შეხვედრებზე განიხილავენ. \n3. განაცხადების მიღება / პირობები \n\nგანაცხადების მიღების პერიოდი: 1-22 მარტი ;\nპროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამის I-IV კურსის სტუდენტებს;\nპროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გააგზავნონ ესე (სიტყვების რაოდენობა: 500 – 1000) თემაზე – „ცენზურა ლიტერატურაში“ და შევსებული სააპლიკაციო ფორმა.\n\n\nმიღებული ესეების გადარჩევა მოხდება ორ ეტაპად:\n\nქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი გამოავლენს 30 საუკეთესო ნაშრომს;\nპროექტის მენტორი შერჩეული 30 ნაშრომიდან გამოავლენს 20 საუკეთესო ნაშრომს. \n  \n4. კურსის მიმდინარეობის პერიოდი \n\nსულ შეხვედრების რაოდენობა: 7\nკურსის დაწყების თარიღი: 30 მარტი\nშეხვედრები: თვეში 2 შეხვედრა\, შაბათი\nშეხვედრების ხანგრძლივობა: 2 საათი\nკურსის დასრულების თარიღი: 15 ივნისი\n\nშეხვედრები გაიმართება:\n30.03.19\n06.04.19\n20.04.19\n04.05.19\n18.05.19\n01.06.19\n15.06.19 \nკურსის დასრულების შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა\, რომელზეც ავტორები გამოავლენენ მათ რჩეულ მონაწილეებს. პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს კურსის წარმატებით გავლისთვის გადაეცემა სერტიფიკატი. პროექტის რჩეული გაემგზავრება 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ყველა მონაწილეს გადაეცემა მარიო ვარგას ლიოსას ღონისძიებებზე დასასწრები მოსაწვევი. \nპროექტის ორგანიზატორები:\nკონრად ადენაუერის სახელობის ფონდი;\nსსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი. \nპროექტის პარტნიორები:\nსაქართველოს განათლების\, მეცნიერების\, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;\nთბილისის მედიათეკების გაერთიანება \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: \nსსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი – +995 322 931174; info@book.gov.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-akademia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50818.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190315T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190315T160000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190312T120254Z
LAST-MODIFIED:20240201T122411Z
UID:10001474-1552665600-1552665600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან
DESCRIPTION:15 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ზვიად გაბისონიასა და ფონდის წარმომადგენლებთან. \nშეხვედრის მიზანია განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის\, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობა. \nდრო: 15 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-shotha-rusthavelis-saqarthvelos-erovnuli-sametsniero-phondis-generalur-direqtorthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50724.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190315T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190315T170000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190305T114957Z
LAST-MODIFIED:20240201T122408Z
UID:10001473-1552669200-1552669200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ სერგეი სალუშევის კვლევის წარდგენა
DESCRIPTION:15 მარტს\, პარასკევს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში სერგეი სალუშევი\, კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორატი სანტა-ბარბარაში\, წარადგენს კვლევას: Reluctant Abolitionists: Captivity\, Slavery\, and the Slave Trade in the 19th Century Caucasus. \nსერგეი სალუშევის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2O39yJ5 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-sergei-salushevis-kvlevis-tsardgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50656.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190315T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190315T170000
DTSTAMP:20260505T042815
CREATED:20190312T122853Z
LAST-MODIFIED:20240201T122404Z
UID:10001470-1552669200-1552669200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე:„ძაღლების მოშენების პრინციპები“
DESCRIPTION:15 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია თემაზე: „ძაღლების მოშენების პრინციპები“. \nლექციას კინოლოგი და მომშენებელი სალომე მუჯირი წაიკითხავს. \nლექციის ძირითადი თემებია: \n\nძაღლისა და ადამიანის ურთიერთობის ისტორია;\nშინაურ ცხოველთა პოპულაციის ზრდა და დღევანდელი რეალობა;\nრა სხვაობაა ძაღლების მოშენებასა და უკონტროლო გამრავლებას შორის;\nვინ არის მომშენებელი;\nმომშენებლის ეთიკა და პასუხისმგებლობა.\n\nლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 15 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-dzaghlebis-moshenebis-printsipebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50725.png
END:VEVENT
END:VCALENDAR