BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181224T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181224T150000
DTSTAMP:20260505T232853
CREATED:20181221T130554Z
LAST-MODIFIED:20240201T122852Z
UID:10001556-1545663600-1545663600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია: „პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი ქართულ სამართლებრივ სისტემაში – შეწყალების კონსტიტუციური უფლება"
DESCRIPTION:24 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსია თემაზე: „პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი ქართულ სამართლებრივ სისტემაში – შეწყალების კონსტიტუციური უფლება”. \nმომხსენებლები: \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარი გიორგი ჩიფჩიური\, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.\nმოდერატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ნიკა გურინი. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 24 დეკემბერი\, 15:00 საათი. \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-prezidentis-institutis-roli-qarthul-samarthlebriv-sistemashi-shetsqhalebis-konstitutsiuri-uphleba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49610.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181225T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181225T190000
DTSTAMP:20260505T232853
CREATED:20181221T065811Z
LAST-MODIFIED:20240201T122850Z
UID:10001555-1545764400-1545764400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა მსახიობ ნინო კასრაძესთან
DESCRIPTION:25 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში„ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს მსახიობ ნინო კასრაძეს\, რომელიც წაიკითხავს მისთვის მნიშვნელოვან 5 ლექსს ქართული პოეზიიდან. საუბარი შეეხება წაკითხულ ლექსებს. \nდრო: 25 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-shekhvedra-msakhiob-nino-kasradzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/48948.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181227T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181227T180000
DTSTAMP:20260505T232853
CREATED:20181224T104430Z
LAST-MODIFIED:20240201T122847Z
UID:10001554-1545933600-1545933600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „გრავიტაციულ ტალღებში „დანახული“ სამყარო“
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი გამართავს საჯარო ლექციას  თემაზე: „გრავიტაციულ ტალღებში „დანახული“ სამყარო“. \nმომხსენებელი ისაუბრებს სამყაროს დაბადებაზე\, განიხილავს ფილოსოფიურ საკითხებს – რა არის დრო და რა არის სივრცე\, ასევე შეეხება მომავლის ტექნოლოგიებს. \nთემის მოკლე აღწერა \nკოსმოსის შესწავლა დედამიწის ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია: სამყაროს დაბადების\, სტრუქტურისა და ევოლუციის კვლევა საუკუნეთა მანძილზე მიმდინარეობს. თუმცა კაცობრიობა 2015 წლამდე სამყაროს აკვირდებოდა მხოლოდ ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით – დაწყებული რადიო და დამთავრებული გამა დიაპაზონით\, ხილული და მიკროტალღოვანი თუ ინფრაწითელი და რენტგენული ტალღების ჩათვლით. 2015 წელს\, აინშტაინის მიერ ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფორმულირების 100 წლისთავზე\, სამყაროს შესწავლაში ახალი ეპოქა დაიწყო: მოხდა გრავიტაციული ტალღების (თავად სივრცე დროის რხევის) პირდაპირი დეტექტირება LIGO-VIRGO კოლაბორაციების მიერ. ეს ტალღები წარმოიქმნა რამდენიმე ათეული მზის მასის ორი შავი ხვრელის დაჯახების შედეგად. დღეისთვის უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. გრავიტაციული ტალღისთვის ადრეული სამყაროს ზე-ცხელი და ზე-მკვრივი პირველადი პლაზმა ისევე გამჭირვალეა\, როგორც გაიშვიათებული დღევანდელი კოსმოსის გარემო. ამიტომაც თუკი ელექტრომაგნიტური ტალღებით ჩვენი „ხედვა“ შეზღუდულია ამ ელექტრომაგნიტური ტალღების მატერიასთან ურთიერთქმედების ე. წ. ბოლო გაბნევის ზედაპირით (last scattering surface)\, რასაც ადგილი ჰქონდა 380 ათასი წლის ასაკის სამყაროში (დღეისთვის სამყაროს ასაკი 14 მილიარდს წელს უახლოვდება)\, გრავიტაციული ტალღები მეცნიერებს საშუალებას მისცემს\, დაინახონ არამცთუ ადრეული სამყარო\, არამედ თავად სამყაროს დაბადებაც. \nმომხსენებელი ისაუბრებს კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის შესახებ (რომელიც 380 ათასი წლის ჩვილი სამყაროს რელიქტია) და კოსმოლოგიურ გრავიტაციულ ტალღებზე\, რომლებიც ამ ფონზე თავიანთ ანაბეჭდს ტოვებენ. ასევე ისაუბრებს წამზე ნაკლები ჩვილი სამყაროს გრავიტაციულ ტალღებში ასახული სურათის აღგენაზე\, ბოლოს იმაზეც\, როგორ შეიძლება ამ პირველადი გრავიტაციული ტალღების დეტექტირება თანამგზავრული ლაზერული და ატომური ინტერფერომეტრების მეშვეობით. \nდრო: 27 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thinathin-kakhniashvilis-sajaro-leqtsia-gravitatsiul-talghebshi-danakhuli-samqharo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49611.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181227T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181227T193000
DTSTAMP:20260505T232853
CREATED:20181218T082937Z
LAST-MODIFIED:20240201T122844Z
UID:10001553-1545939000-1545939000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ამ რომანში ყველა კვდება”
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, ხუთშაბათს\, ხაზების ოფიციალურ გადატვირთვამდე რამდენიმე დღით ადრე\, ზუსტად რვის ნახევარზე\, ჰადა ჰა\, რვას რომ თხუთმეტი დააკლდება\, ილიაუნის B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, დაიწყება წარდგინება ბექა ადამაშვილის გაუხმაურებელი რომანისა „ამ რომანში ყველა კვდება“. წარდგინების განმავლობაში არ ისაუბრებენ და ავტორს უსაფუძვლოდ არ შეაქებენ ავტორისავე მეგობრები\, ქართული ლიტერატურის მეტრები და ის დაუფასებელი საზოგადო მოღვაწეები\, რომლებიც საზოგადოებას ხშირად სხვა ადამიანებში ერევა. ასევე ნაკლებ სავარაუდოა იყოს ტორტი\, რადგან წინასაახალწლოდ ზედმეტი კალორიების მიღება მიზანშეწონილი არ არის.\nსამაგიეროდ იგეგმება რამდენიმე კონკურსი\, გათამაშება\, ნაკლებად ინტელექტუალური შეჯიბრება\, გამარჯვებულებისათვის საჩუქრების გადაცემა და არაერთი სხვა სიურპრიზი იმ ადამიანებისათვის\, ვისზეც ეს მარკეტინგული ხრიკი – „არაერთი სხვა სიურპრიზი“ – ჯერ კიდევ ჭრის. დასწრება შეუძლია ყველას განურჩევლად ყველაფრისა. განსაკუთრებით კი მათ\, ვისაც სიქრეთ სანტაში ისეთი ნეიტრალური თანამშრომელი ამოუვიდა\, რომ მნიშვნელობა არ აქვს\, რა წიგნს აჩუქებს. რაღაცების გადასაფხეკად თან იქონიეთ ხურდა ფული ან თან იყოლიეთ მეგობარი\, რომელიც ხურდა ფულს იქონიებს. \nდასწრება თავისუფალია\, რაც ისედაც ცხადი იყო\, მაგრამ ამის აღნიშვნა ტექსტის ლოგიკური დასასრულისთვის გახდა საჭირო. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/am-romanshi-qhvela-kvdeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49533.png
END:VEVENT
END:VCALENDAR