BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181105T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181105T200000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181029T132925Z
LAST-MODIFIED:20240202T085313Z
UID:10004825-1541448000-1541448000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა მწერალ ნინო სადღობელაშვილთან
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მწერალ ნინო სადღობელაშვილთან შეხვედრაზე. \nნინო ავტორია რამდენიმე პროზაული კრებულის – ბამბაზიის სამოთხე (2006)\, იასამნის სეზონი (2013) ­– და ლექსების კრებულებისა: შუაღამის იავნანა (2008) და ფრთები და ხელები (2011). წიგნები „ინტელექტმა“ გამოსცა. 2013 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა ნინო სადღობელაშვილის სამი რომანი: თავშესაფარი\, ორსული და წამი იქა\, წამი აქა. \nსულ ახლახანს მისი მოთხრობა „ბამბაზიის სამოთხე“ კორეულ ენაზე ითარგმნა და შევიდა კრებულში „მექრთამე გაბრიელის ბაღი“ ცხრა თანამედროვე მწერლის ნაწარმოებთან ერთად. კრებული ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კორეის ლიტერატურის თარგმნის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა. ნინო გახდა პირველი ქართველი ავტორი\, რომელიც სეულის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს დაესწრო და შეხვედრაზე სტუმრებს იქაურ შთაბეჭდილებებსაც გაუზიარებს. \nდრო: 5 ნოემბერი\, 20:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mtseral-nino-sadghobelashvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48899.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181106T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181106T190000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181105T113858Z
LAST-MODIFIED:20240202T052941Z
UID:10001722-1541530800-1541530800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „ლიტერატურისა და მწერლების როლი თანამედროვე ქართულ სოციალურ ცხოვრებაში“
DESCRIPTION:6 ნოემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიტერატურისა და მწერლების როლი თანამედროვე ქართულ სოციალურ ცხოვრებაში “. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: 2018 წლის ფრანქფურტის „ბუხმესე“ და მისი გრძელვადიანი შედეგების მოლოდინი; პოლიტიკა და ლიტერატურა 2018 წელს საქართველოში. \nდრო: 6 ნოემბერი\, სამშაბათი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sajaro-leqtsia-literaturisa-da-mtserlebis-roli-thanamedrove-qarthul-sotsialur-tskhovrebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/48948.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T160000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181023T103923Z
LAST-MODIFIED:20240202T052930Z
UID:10001721-1541606400-1541606400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ბავშვთა მიმართ ძალადობა“
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ჭინჭარაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბავშვთა მიმართ ძალადობა“. \nსაჯარო ლექცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ორგანიზებით ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის „დაასრულე ძალადობა“ ფარგლებში. პროექტში\, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური ნორმების ცვლილებას\, აქტიურად არიან ჩართულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის წევრი სტუდენტები. \nმომხსენებლის შესახებ \nთინათინ ჭინჭარაული არის ფსიქოლოგიის დოქტორი\, ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA)\, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. თინათინ ჭინჭარაული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ბავშვის განვითარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.\n2000 წლიდან მუშაობს როგორც პრაქტიკოსი კლინიკური ნეიროფსიქოლოგი; არის საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა პროფესიული ასოციაციის თავმჯდომარე; სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს\, გამოდის ტელე და რადიოეთერით. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში როგორც ქვეყნის ფარგლებში\, ასევე მის გარეთ. \nდრო: 7 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-bavshvtha-mimarth-dzaladoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48846.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181026T124738Z
LAST-MODIFIED:20240202T052927Z
UID:10001719-1541610000-1541610000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ჩინური ლოგოგრამული დამწერლობის შესაძლო იდუმალი კავშირის შესახებ ებრაულ ბიბლიასთან“
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება დოქტორ რებეკა კიმის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია „ჩინური ლოგოგრამული დამწერლობის შესაძლო იდუმალი კავშირის შესახებ ებრაულ ბიბლიასთან“. \nჩინური დამწერლობის ზუსტი წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია და მას არაერთი სამეცნიერო ჰიპოთეზა უკავშირდება\, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია\, რომ\, რთული ისტორიულ-ეტიმოლოგიური პროცესების მიუხედავად\, ჩინურმა სიმბოლოებმა დღესაც შეინარჩუნეს გარკვეული მნიშვნელობა. \nარის თუ არა კავშირი ებრაული ბიბლიის შესაქმის წიგნსა და ჩინურ სიმბოლოებს შორის? მოახდინა თუ არა გავლენა უდიდეს ეგვიპტურსა და შუამდინარულ ცივილიზაციებს შორის მდებარე მცირერიცხოვანი\, ერთი შეხედვით\, უმნიშვნელო ხალხის ბუნდოვანმა რელიგიამ მისგან საკმაოდ დაშორებულ აღმოსავლეთის კიდევ ერთ უძველეს ენასა და კულტურაზე? \nდოქტორი რებეკა კიმი განიხილავს ჩინური დამწერლობის სხვადასხვა სიმბოლოს მნიშვნელობას და ებრაული რელიგიისა და ენის შესაძლო გავლენას ჩინურ\, კორეულ და იაპონურ ლოგოგრამებზე. \nლექციის მიზანი: \nლექცია განკუთვნილია ენათმეცნიერებით\, ინტერკულტურული კვლევებით და აზიური ენებითა და კულტურებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. მისი მიზანია ძველი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტის შესაძლო გავლენის დადგენა შორეული აღმოსავლეთის სამწერლობო ენაზე\, რომელიც 50 000-ზე მეტ სიმბოლოს შეიცავს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ლექციას ასევე დაეწრებიან ამერიკელი და კორეელი სტუმრები. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-chinuri-logogramuli-damtserlobis-shesadzlo-idumali-kavshiris-shesakheb-ebraul-bibliasthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48896.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181106T124716Z
LAST-MODIFIED:20240202T052924Z
UID:10001718-1541610000-1541610000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ცხოველთა კონსერვაცია“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. \n7 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში თბილისის ზოოპარკის დირექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე წაიკითხავს ამ კურსის მეოთხე ლექციას თემაზე: \,\,ცხოველთა კონსერვაცია“ \nლექციის ძირითადი თემებია: \n\nცხოველების გადაშენება;\nსახეობებზე მოქმედი საფრთხეები;\nEX-SITU და IN SITU კონსერვაცია;\nრეინტროდუქცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.\n\nლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 7 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-tskhoveltha-konservatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/48953.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T190000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181017T063429Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10001717-1541610000-1541617200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „დაასრულე ძალადობა“
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ჭინჭარაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დაასრულე ძალადობა“. \nშეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის დებატების კლუბის წევრი სტუდენტები და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მათ შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე. \nევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტი „დაასრულე ძალადობა“\, რომლის პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური ნორმების ცვლილებას. \nდრო: 7 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-daasrule-dzaladoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48786.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T180600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T180600
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181107T140617Z
LAST-MODIFIED:20240202T052917Z
UID:10001716-1541613960-1541613960@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Mindchanger Women
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women\, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს. \nთითოეულ გამომსვლელს  15 წუთი ექნება იმისათვის\, რომ ისაუბროს თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ\, ასევე დამაბრკოლებელ ფაქტორებზე\, რომლებიც პროფესიის არჩევასა თუ წარმატების მიღწევაში ხელს უშლიდა. \nღონისძიებაზე გამოცდილებას გაგიზიარებენ: \nნინა მენთეშაშვილი – სტარტაპკომპანია AlterSocks/ალტერსოქსი-ის თანადამფუძნებელი \nანა გელაშვილი – სტარტაპკომპანია   Fully/ფული-ის თანადამფუძნებელი \nთეონა ჩაჩუა – სტარტაპ კომპანია კოპტერი/Copter.ge-ის თანადამფუძნებელი \nმაკო ქავთარაძე – სტარტაპ კომპანია SPY Recipe-ის დამფუძნებელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mindchanger-women/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/48982.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181108T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181108T100000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181106T131958Z
LAST-MODIFIED:20240202T052914Z
UID:10001715-1541671200-1541671200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" თბილისის წიგნის დღეებზე
DESCRIPTION:8-11 ნოემბერს „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონში გაიმართება თბილისის წიგნის დღეები\, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის გამოცემებს 70%-მდე ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. \nკატალოგი იხილეთ ბმულზე. \n  \nდრო: 8-11 ნოემბერი\, 10:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონი (ა. წერეთლის გამზ. N118) \nწიგნის დღეებზე დასწრების საფასურია 2 ლარი\, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ბილეთი უფასოა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-tsignis-sakhli-ligamusi-thbilisis-tsignis-dgheebze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/48979.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181108T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181108T110000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181018T102345Z
LAST-MODIFIED:20240202T052856Z
UID:10001713-1541674800-1541674800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პრეზენტაცია თემაზე: „სურსათის უვნებლობა და რისკის შეფასების საფუძვლები“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება სტილიანოს კოლორისის პრეზენტაცია თემაზე: „სურსათის უვნებლობა და რისკის შეფასების საფუძვლები“. \nსტილიანოს კოლორისი\, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) სამეცნიერო თანამშრომლობის (AFSCO) ოფიცერი\, ხელმძღვანელობს ევროპის სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების პროგრამას და პასუხისმგებელია ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. \nEFSA-ს საქმიანობა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ევროპის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტიტუტებისა (ევროკომისია\, ევროსაბჭო\, ევროპარლამენტი) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. \n90-იან წლებში სურსათის მიწოდების ჯაჭვში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისული შემთხვევების საპასუხოდ 2002 წელს შეიქმნა EFSA (იურიდიულად ჩამოყალიბდა ევროკავშირის სურსათის კანონის ფარგლებში N178/2002 რეგულაცია)\, რომელიც რისკების შესახებ სამეცნიერო რჩევებისა და კომუნიკაციის წყაროს წარმოადგენს. \nევროკავშირის სურსათის კანონის შესაბამისად ჩამოყალიბდა ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სისტემა\, რომელშიც გამიჯნულია პასუხიმგებლობა რისკის შეფასებასა და რისკის მართვაზე. EFSA პასუხისმგებელია რისკის შეფასებაზე\, ასევე საზოგადოების ინფორმირებულებაზე სამეცნიერო კვლევების შედეგების შესახებ. ამ სისტემის დამსახურებაა\, რომ ევროპელი მომხმარებელი მსოფლიოში ყველაზე კარგად იცნობს სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებულ რისკებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ნოემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prezentatsia-themaze-sursathis-uvnebloba-da-riskis-shephasebis-saphudzvlebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48812.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181108T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181108T180000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181010T131500Z
LAST-MODIFIED:20240202T052853Z
UID:10001712-1541700000-1541700000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თამაზ თოხაძის წიგნის „უთანხმოება და მტკიცებულება“ პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თამაზ თოხაძის წიგნის „უთანხმოება და მტკიცებულება“ პრეზენტაცია. \nწიგნს წარადგენს ავტორი\, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი თამაზ თოხაძე. \nსპიკერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე \nსავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი\, პროფესორი\, დოქტორი თამარ ცოფურაშვილი \nადამიანს რწმენის ჩამოყალიბება და შენარჩუნება ხშირად ისეთ პირობებში უწევს\, როცა იცის\, რომ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ეთანხმება. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში?გონივრულია თუ არა\, რომ სადავო საკითხებზე მყარი პოზიცია გქონდეს? \nეს წიგნი უთანხმოების შესახებაა. მისი ცენტრალური კითხვა უთანხმოების ეპისტემურ ღირებულებას ეხება: რა როლს უნდა ასრულებდეს უთანხმოების აღმოჩენა ადამიანის მოსაზრებების ფორმირებასა და კორექციაში? \nნაშრომის მთავარი არგუმენტი ეპისტემური თავმდაბლობის აუცილებლობას ამტკიცებს. იმ თვალსაზრისის მიხედვით\, რომელსაც ავტორი იცავს\, ადამიანს კვალიფიციურ და კომპეტენტურ პირთან უთანხმოება უნდა უბიძგებდეს იმისკენ\, რომ ნაკლებად იყოს დარწმუნებული სადავო პოზიციების სიმართლეში\, ვიდრე უთანხმოების ფაქტის გამოაშკარავებამდე იყო. \nმომხსენებლის შესახებ \nთამაზ თოხაძეს დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები\, შემდეგ – ტარტუს უნივერსიტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად სასექსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატია. \n\nდრო: 8 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thamaz-thokhadzis-tsignis-uthankhmoeba-da-mtkitsebuleba-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48833.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181109T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181109T160000
DTSTAMP:20260506T002915
CREATED:20181022T090549Z
LAST-MODIFIED:20240202T052850Z
UID:10001710-1541779200-1541779200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე“
DESCRIPTION:9 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ დისკუსიაზე „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე”. \nსტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, გაეცნონ ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისა და ლიეტუვას გამოცდილებას. უკრაინის გამოცდილებაზე ისაუბრებს გამომძიებელი ჟურნალისტი\, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინის“ წარმომადგენელი არტემ ბაბაკი\, ხოლო ლიეტუვას ტროლებთან ბრძოლის გამოცდილებაზე – ინტერნეტწინააღმდეგობის მოძრაობა „ბალტიის ელფების” (Baltic Elves) წარმომადგენელი\, ინტერნეტ-აქტივისტი გიედრიუს საკალაუსკასი. \nდასასრულს გაიმართება დისკუსია\, რომელსაც გაუძღვება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე. \nღონისძიებას\, რომელიც ეწყობა პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედიამოხმარებისთვის“ ფარგლებში\, მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. \nსპიკერების შესახებ \nგიედრიუს საკალაუსკასი\, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ლიეტუველი ექსპერტი\, კრემლის ტროლებისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში 2014 წლიდან ინტერნეტწინააღმდეგობის მოძრაობა „ბალტიის ელფების” (Baltic Elves) საქმიანობას ხელმძღვანელობს. \nარტიომ ბაბაკი\, უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტი\, მედიაწიგნიერებისა და ფაქტების გადამოწმების ექსპერტი\, ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინაში” მუშაობს. წარსულში იგი იყო დეზინფორმაციასთან ბრძოლის ვებპორტალ StopFake.org-ის ექსპერტი და ტრენერი. \nელჩი დავით (ვასილ) სიხარულიძე\, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. 2001-2003 წლებში იგი იყო ნატოს სტიპენდიატი და ფულბრაითის მიწვეული ლექტორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა ელიოტის სკოლაში\,      (ვაშინგტონი).  არის რამდენიმე კვლევის თანაავტორი\, მათ შორისაა: „ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის ანალიზი”\, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. დავით სიხარულიძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში და ფსიქიატრისა – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიდან. აქვს მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება\, მათ შორის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე – იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი (დეკემბერი\, 2008 – აგვისტო\, 2009)\, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში\, კანადასა და მექსიკაში (დეკემბერი\, 2005 – დეკემბერი\, 2008) და სხვ. \n  \nსამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 9 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-dezinphormatsiis-tsinaaghmdeg-brdzola-stopfake-dan-baltiis-elphebamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48839.png
END:VEVENT
END:VCALENDAR